პურის ყანა ყორნებით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პურის ყანა ყორნებით
Wheatfield with crows
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1890
კატალოგი F779[1] და JH2117[1]
ტიპი ზეთის საღებავები, ტილო
სიმაღლე 50,5 სმ
სიგანე 103 სმ
ქალაქი ამსტერდამი
მუზეუმი ვან გოგის მუზეუმი

პურის ყანა ყორნებით (ნიდერლ. Korenveld met kraaien) — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული 1890 წლის ივლისში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სურათი ოვერში შექმნილი იმ ტილოების სერიიდანაა, რომლებიც მოსავლის აღების თემას ეხება, ვან გოგის ეს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევართაგანი სევდიანი მისტიციზმის საბურველშია გახვეული. სურათი აღიქვეს როგორც მხატვრის სიკვდილის წინასწარმეტყველება, მისი აღსასრულის მომასწავლებელი ნიშანი. ვან გოგი იმ დროს თავს უკიდურესად მარტოსულად გრძნობდა და სულიერად იტანჯებოდა. მას ეშინდა, რომ ფინანსური პრობლემების გამო, მისი ძმა თეო, ვეღარ შეძლებდა მის დახმარებას. უკაცრიელი მინდვრებით, რომლებსაც ყორნები დასტრიალებენ თავს, გზებით, რომლებსაც არსად მივყავართ, პირქუში, მრუმე ცითა და ტალღების მსგავსი ხორბლის ყანით მან დიდი სიზუსტით გადმოსცა ის ძრწოლა, რომელიც გამუდმებით თან სდევდა. ეს იყო უძლურება უსაზღვროების წინაშე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი მხატვრები, ვან გოგი, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2010
  • Erickson, Kathleen Powers. At Eternity's Gate: The Spiritual Vision of Vincent van Gogh, 1998. ISBN 0-8028-4978-4
  • Walther, Ingo F.; Metzger, Rainer (2010) Van Gogh: The Complete Paintings, გვ. 680–682. ISBN 3-8365-2299-3. 
  1. 1.0 1.1 http://www.vangoghmuseum.nl/nl/collectie/s0149V1962