ანდრიეს ბონგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანდრიეს ბონგერი ზედმეტსახელად „დრიესი“ ნიდერლ. Andries (André) Bonger (დ. 20 მაისი, 1861 — გ. 20 იანვარი, 1936) — იოჰანა ვან გოგ-ბონგერის რჩეული ძმა. ანდრიესი იყო მისი მომავალი სიძის, თეო ვან გოგის ახლო მეგობარი პარიზში ცხოვრებისას. სწორედ ანდრეასმა გააცნო თეოს თავისი და იოჰანა. ის ასევე იცნობდა ვინსენტ ვან გოგს რომელიც წერილებში მას ანდრედ მოიხსენიებს.[1]

წერილში, რომელიც ანდრიეს ბონგერმა მშობლებს მიწერა 1885 წლის 31 მარტს, 1885, ის ამბოს თეო ვან გოგის შესახებ, რომ მან წინა კვირას მიიღო მოულოდნელი და საშინელი ინფორმაცია მამის გარდაცვალების შესახებ, რომელიც აპოპლექსიის შეტევით გარდაიცვალა და რომლის შესახებ ჯანმრთელობის დადებითი ცნობაც წინა დღეს იყო მოსული. მან ასევე ახსენა, რომ ვან გოგი არ იყო ძლიერი, და რომ ეს მელანქოლიური და სახიფათო გარემოება იყო. მის მომდევნო რამდენიმე წერილში ანდრიესს ბონგერი თეოს როგორც ახლო მეგობარს მოიხსენიებს.[2]

1886 წელს თეო ვან გოგი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ კავშრი ანდრეის ბონგერთან მას აღარ ჰქონია. ბონგერი ასევე გამოხატავს საკუტარ შთაბეჭდილებას და მოსაზრებას, რომ [ვინსენტ ვან გოგი]] ძმას, თეოს საკმაოდ უხეშად ეპყრობოდა, რის გამოც თეო ძალიან ღონემიხდილი იყო. თეო ბონგერების ოჯახს პირველად ესტუმრა 1886 წლის აგვისტოში.[3]

ბონგერმა ამსტერდამში მუშაობა სადაზღვეო კომპანიაში დაიწყო. ანდრეისი იყო ახლო მეგობარი ბერტრანდ ჯეან რედონისა, ცნობილი როგორც ოდილონ რედონი, და ფლობდა მისი ნამუშევრების დიდ კოლექციას. მის კოლექციაში ასევე შედიოდა ვინსენ ვან გოგის, პოლ სეზანის და ემილ ბერნარდის ნახატები, რომლებსაც ის კარგად იცნობდა.[1] ანდრიესი დაკრძალულია ზორგვლიდის სასაფლაოზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Memoir of Johanna Gesina van Gogh-Bonger. Van Gogh Letters. WebExhibits (2011). წაკითხვის თარიღი: 2011-04-29.
  2. Letter from Andries Bonger to His Parents, Paris, 1885. Van Gogh Letters. WebExhibits (2011). წაკითხვის თარიღი: 2011-04-29.
  3. Andreis Bonger. Letter to His Parents. Written 1886 in Paris.. Van Gogh Letters. WebExhibits (2011). წაკითხვის თარიღი: 2011-04-29.