ვან გოგის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვან გოგის მუზეუმი

მუზეუმი, 2008
დაარსდა 2 ივნისი 1973 (1973-06-02)[1]
მდებარეობა პაულ პოტერსტრატის 7[2]
ამსტერდამი, ნიდერლანდები
სტატუსი ხელოვნების მუზეუმი
სახელმწიფო მუზეუმი
ვიზიტორები
  • 2.1 მილიონი (2016)[3]
  • 1.9 მილიონი (2015)[4]
  • მეორე ადგილზე ქვეყანაში (2015)[5]
  • 31-ე ადგილზე მსოფლიოში(2015)[6]
დირექტორი ალექს რუგერი[7]
ვებსაიტი vangoghmuseum.nl

ვან გოგის მუზეუმი (ნიდერლ. Van Gogh Museum) — ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ვინსენტ ვან გოგისა და მისი თანამედროვე ნიდერლანდელი მხატვრების სამუშევრები. მდებარეობს ნიდერლანდებში, ამსტერდამში, ქალქაის სამხრეთ ნაწილში. საქალაქო მუზეუმსა და კონცერტგებაუსთან ახლოს.[8]

მუზეუმი გაიხსნა 1973 წლის 2 ივნისს.[1] მდებარეობს შენობებში, რომლის არქოტექტორებიც იყვნენ გერიტ რიტველდი და კიშო კუროკავა. მუზეუმში გამოფენილია ვინსენტ ვან გოგის ყველაზე მეტი ნამუშევარი.

2015 წელს მუზეუმმა 1,9 მილიონ სტუმარს უმასპინძლა, გახდა მე-2 ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმი ჰოლანდიაში და 31-ე მუზეუმი მსოფლიოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვან გოგის გაუყიდავი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1890 წელს ვინსენტ ვან გოგის სიკვდილის შემდეგ მის ნახატებზე ზრუნვა ძმამ თეო ვან გოგმა იკისრა, თუმცაღა 6 თვის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. ნამუშევრების გაყიდვას და პოპულარიზაციას ამის შემდეგ ქვრივი ჯოანა ვან გოგ-ბონგერი შეუდგა,[9] მან მოახერხა საკუთარი კოლექციაც კი შეექმნა.

კოლექციამემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილმა ვინსენტ ვილემ ვან გოგმა წელს, რომელმაც ისინი ასესხა სამოქალაქო მუზეუმს ამსტერდამში სადაც ისინი დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა, შემდეგ კი გადაესა სახელმწიფოს მიერი ინიცირებული 1962 წელს.[9]

მუზეუმისათვის გადაცემული ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Vincent van Gogh - ავტოპორტრეტი ჩიბუხით, 1886, ვან გოგის მუზეუმი

ვან გოგის მუზეუმის დიზაინი შემუშავებული იქნა ნიდერლანდების მთავრობის მიერ 1963 წელს არქიტექტირ გერიტ რიტველდის მიერ..[10] რომელიც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, მშენებლობა კი საბოლოოდ 1973 ეწლს დასრულდა,[11] და მისი კარიც გაიღო.[12]

1998-1999 წლებში, შენობა განახლებული იქნა ნიდერლანდელი არქიტექტორის მარტინ ვან გურის მიერ[13] საგამოფენო დარბაზის დიზაინი კი შეიმუშავა იაპონელმა არქიტექტორმა კიშო კიროკავამ.[14]

2012 წლის ბოლოდან მუზეუმი 6 თვით კვლავ დაიკეტა გასაახლებლად. ამ პერიოდის განმავლობაში 75 ექსპონატი გამოიფინა ერმიტაჟის მუზეუმში.[15]

2013 წლის 9 სექტემბერს, მუზეუმმა გამოისყიდა დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ნამუშევარი, რომელსაც სხვა ნიდერლანდელი არტისტის სახელი მიეწერებოდა. ეს აიყო პირველი სრული ზომის ტილო რომელიც 1928 წლის შემდეგ იპოვნეს.მზის ჩასვლა მონმაჟურში ასახავს ხეებს, ბუჩქებს, ცას, დახატულია ვინსენტისათვის დამახასიათებელი ფუნჯის მონასმების სტილით. ის შეგვიძლია ზუსტად დავათარიღოთ ის რადგან ავტორი ნახატზე ძმისადმი, თეო ვან გოგისადმი მიწერილ წერილში საუბრობს და ამბობს, რომ ის 1888 წლის 4 ივლისს დახატა.[16] 2013 წლის 9 სექტემბერს ვან გოგის მუზეუმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნამუშევარი ვინსენტ ვან გოგს ეკუთვნის.[17][18]

ქურდობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს მუზეუმიდა ოცი ნამუშევარი მოიპარეს, მათ შორის ვან გოგის ადრეული ნახატი კარტოფილის მჭამელები. ქურდებმა შენობიდან გაპარვა მოახერხეს მაგრამ ქურდობიდან 35 წუთის შემდეგ ყველა ექსპონატი მიტოვებულ მანქანაში იპოვნეს. სამი ნამუშევარი - პურის ყანა ყორნებით, მშვიდი ცხოვრება ბიბლიით და მშვიდი ცხოვრება ხილით - დაზიანდა ქურდობის პროცესში.[19] ოთხი კაცი, მათ შორის მუზეუმის ორი მცველი, დანაშაულში მონაწილედ სცნეს და მიუსაჯეს 6-7 წლით თავისუფლების აღკვეთა.[20] მიიჩნევა, რომ ეს ყველაზე მასშტაბური ქურდობაა ნიდერლანდებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.[21]

2002 წელს მუზეუმიდან ორი ნამუშევარი მოიპარეს, კონგრეგაცია ტოვებს განახლებულ ტაძარს ნუენენში და ზღვის ხედი შევენინგენში.[22] ორი ნიდერლანდელი დანაშაულში ბრალდებულად სცნეს და მიუსაჯეს 4 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ნამუშევრების აღდგენას დიდი დრო დასჭირდა.[23][24] მუზეუმმა დააწესა ჯილდო €100,000 ოდენობით ნამუშევრების აღდგენისათვის.[25] FBI-ს ხელოვნებასთან დაკავშირებულ დამნაშავეებთან ბრძოლის ჯგუფმა ქურდობა ყველაზე მძიმე 10 დანაშაულში შეიტანა, და ორივე ნამუშევარი #30 მილიონად შეაფასა.[26] 2016 წლის სექტემბერში, ორივე ნახატი ნაპოვნი იქნა ფინანსთა გვარდიის მიერ ნაპოლში, იტალიაში და დაუბრუნდა ვან გოგის მუზეუმს ამსტერდამში.[27]

შენობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი მისაღები შენობა

მუზეუმი მდებარეობს მუზეუმპლეინში, ამსტერდამ-ზეიდის რაიონში, პაულუს პოტერსტრატის 7-ში, საქალაქო მუზეუმსა და რეიხსმუზეუმს შორის.[28] მუზეუმი სედგება ორი ნაგებობისგან, პირველია რიტველდის შენობა რომლის არქიტექტორიც არის გერიტ რიტველდი, მეორე კი არის კიროკავას დარბაზი, არქიტექტორი კიშო კიროკავა.[29] მუზეუმი მდებარეობს სტარდჰაუდერსკეიდის 55 ნომერში, ამსტერდამზეიდში.[28]

რიტველდის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიტველდის შენობა

რიტველდის შენობა მუზეუმის მთავარი ნაგებობაა სადაც გამოფენილია მთავარი კოლექციები. შენობას არის ოთხ სართულიანი და აქვს მიწისქვეშა სართული. პირველსართულზე არის მაღაზია, კაფე და მისაღები სივრცე. მეორე სართულზე გამოფენილია ვან გოგის ნამუშევრები ქრონოლოგიურად. მეორე სართულზე გამოფენილია რესტავრირებული ნამუშევრები და ამასთან არის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეც. მეოთხე სართულზე კი გამოფენილია ვან გოგის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.[30]

კიროკავას დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიროკავას დარბაზი გამოიყენება ფართომასშტაბიანი დროებითი გამოფენების ჩასატარებლად. შენობას აქვს ოვალური იატაკი და არის სამ სართულიანი. შენობაში მოხვედრა შესაძლებელია მიწისქვეშა შესასვლელით რომელიც მას რიტველდის შენოობიდან უერთდება.[30][31]

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვან გოგის ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვან გოგის მუზეუმში გამოფენილია ვან გოგის ყველაზე მეტი ნამუშევარი მსოფლიოში. აქ ინახება ვინსენტის 200 ნახატი, 400 ჩანახატი და 700-მდე წერილი.[32]

ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების კოლექცია სხვადასხვა ფაზებად იყოფა მისი ცხოვრების ეტაპების მიხედვით.

ნეუნენში შესრულებული ნამუშევრები (1880–1885):

ანტვერპენში შესრულებული ნამუშევრები (1886):

პარიზში შესრულებული ნამუშევრები (1886–1888):

არლში შესრულებული ნამუშევრები (1888–1889):

სენ-რემიში შესრულებული ნამუშევრები (1889–1890):

ოვერში შესრულებული ნამუშევრები (1890):

მუზეუმის მუდმივი კოლექცია ასევე ინახავს ვინსენტის ავტოპორტრეტების მთელ სერიას და რამდენიმე ადრეულ ნამუშევარს, დატარიღებულს 1882 წლით.

მუზეუმის სერვისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი სტუმრებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა ლექციები ვინსენტ ვანგოგის თუ მისი თანამედროვეების შესახებ, ვორქშოპებს, გიდ ტურებს. ასევე ტარდება აქტვიობები ბავშვებისთვის, რომლებიც ვინსენტის შემოქმედების შესწავლას უადვილებს მათ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 (ნიდერლანდური ენა) Ronald de Leeuw, "Introduction: the Van Gogh Museum as a National Museum, 1973-1994", Van Gogh Museum Journal, 1995. Retrieved 9 July 2014.
  2. Address, accessibility, directions and parking, Van Gogh Museum. Retrieved 9 July 2014.
  3. Jasper Piersma, "Van Gogh Museum zit Rijks op de hielen als populairste museum" (in Dutch), Het Parool, 2016. Retrieved 3 January 2017.
  4. (ნიდერლანდური ენა) "Bezoekersrecords voor Van Gogh Museum en NEMO", AT5, 2015. Retrieved 15 January 2016.
  5. (ნიდერლანდური ენა) Yannick Verberckmoes, "Veel meer bezoekers voor grootste Nederlandse musea", de Volkskrant, 2015. Retrieved 16 July 2016.
  6. Top 100 Art Museum Attendance, The Art Newspaper, 2016. Retrieved 16 July 2016.
  7. Management, Van Gogh Museum. Retrieved 13 July 2014.
  8. Museumplein, Archived 13 August 2012 საიტზე Wayback Machine.[[ ]] I Amsterdam. Retrieved 17 October 2012.
  9. 9.0 9.1 Van Gogh's Van Goghs: The Van Gogh Museum, National Gallery of Art, http://www.nga.gov/exhibitions/vgmsm.shtm. წაკითხვის თარიღი: 23 April 2011
  10. The Van Gogh Museum In Amsterdam Hosts Our Editor ~ The World's Largest Collection of Van Gogh’s Artwork, Art Knowledge News, http://www.artknowledgenews.com/2011_02_13_23_02_13_the_van_gogh_museum_in_amsterdam_hosts_our_editor_the_worlds_largest_collection_of_van_goghs_artwork.html. წაკითხვის თარიღი: 23 April 2011
  11. Gerrit Thomas Rietveld, SFMOMA, http://www.sfmoma.org/artists/4283. წაკითხვის თარიღი: 23 April 2011
  12. The Organization, Van Gogh Museum. Retrieved 30 January 2012.
  13. The museum's architecture in overview, Van Gogh Museum. Retrieved 6 February 2012.
  14. New Wing of the Van Gogh Museum, Kisho Kurokawa architect & associates, 2006, http://www.kisho.co.jp/page.php/220. წაკითხვის თარიღი: 23 April 2011
  15. Dan Saltzstein, "Amsterdam’s Van Gogh Museum to Close for Renovations", New York Times, 2011. Retrieved 5 February 2012.
  16. New Van Gogh Painting Unveiled in Amsterdam. NY Times. წაკითხვის თარიღი: 9 September 2013.
  17. Van Gogh's Sunset at Montmajour: 'a major addition to the oeuvre'. Daily Telegraph UK (10 September 2013). წაკითხვის თარიღი: 11 September 2013.
  18. New Vincent Van Gogh painting identified. BBC News. წაკითხვის თარიღი: 9 September 2013.
  19. Paul L. Montgomery, "Lost and Found: Huge van Gogh Theft Fails", New York Times, 1991. Retrieved 31 January 2012.
  20. (ნიდერლანდური ენა) "Rovers Van Gogh in hoger beroep forser gestraft", Trouw, 1992. Retrieved 24 February 2012.
  21. (ნიდერლანდური ენა) "Diefstal Van Goghs grootste kunstroof in Nederland" (subscribers only), NRC Handelsblad, 1991. Retrieved 24 February 2012.
  22. "Two van Gogh Works Are Stolen in Amsterdam", New York Times, 2002. Retrieved 5 February 2012.
  23. Lawrence Van Gelder, "Jail for Van Gogh Thieves", New York Times, 2004. Retrieved 5 February 2012.
  24. (ნიდერლანდური ენა) "Ook bij hof veroordeling van rovers", de Volkskrant, 2005. Retrieved 5 February 2012.
  25. Van Gogh Museum offers reward for information about theft of paintings (press release), Van Gogh Museum, 2003. Retrieved 5 February 2012.
  26. Van Gogh Museum Robbery, Federal Bureau of Investigation. Retrieved 23 February 2012.
  27. Van Gogh paintings stolen from Amsterdam found in Italy“, BBC News, 30 September 2016. წაკითხვის თარიღი: 30 September 2016. 
  28. 28.0 28.1 Contact, Van Gogh Museum. Retrieved 3 February 2012.
  29. The museum's architecture in overview, Van Gogh Museum. Retrieved 5 February 2012.
  30. 30.0 30.1 (ნიდერლანდური ენა) Informatie (Dutch visitor's brochure, February 2012), Van Gogh Museum.
  31. The layout, Van Gogh Museum. Retrieved 5 February 2012.
  32. History of the collection, Van Gogh Museum. Retrieved 30 January 2012.