პროვანსის გზა ღამით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პროვანსის გზა ღამით
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1890
ტიპი ზეთი, ტილო
ქალაქი ოტერლო, ნიდერლანდები
მუზეუმი კრიოლერ მიულერის მუზეუმი

პროვანსის გზა ღამით ნიდერლ. Cypres bij sterrennachtნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი ხმატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, აგრეთვე ცნობილი როგორც გზა კვიპაროსითა და ვარსკვლავებით და სოფლის გზა პროვანსში ღამით. შესრულებულია 1890 წელს, ზეთის საღებავებით ტილოზე. ეს არის უკანასკნელი იმ ნახატებს შორის, რომლებიც ვინსენტმა სენ-რემი-დე-პროვანსში, საფრანგეთში ყოფნისას დახატა.[1] ნამუშევარი ეკუთვნის კრიულერ-მიულერის მუზეუმის კოლექციას, ოტერლოში.

პროდუქცია და გავლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვანსის გზა ღამით შესრულებულია 1890 წლის მაისში.[2] საკუთარი ძმის, თეო ვან გოგისადმი მიწერილ ადრეულ წერილში ვან გოგი წერს, რომ კვიპაროსები ყოველთვის იპყრობდნენ მის ყურადღებას და რომ მან მათი აღქმა და გადმოცემა შეძლო, კვიპაროსებისა, რომლებიც ეგვიპტურ ობელისკებს გვანან. ვან გოგი კვიპაროსების ღამის ფონზე ხატვას 1888 წლიდან შეუდგა მას შემდეგ რაც არლში გადავიდა სცხოვრებლად.[3] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხატვრო სტილი რაც ვინსნეტ ვან გოგის ბოლო წლებში შესრულებული ნახატებისთვისაა დამახასიათებელი. ამ სტილის საშუალებით ვინსენტი ახერხებდა ზუსტად გადმოეცა საკუთარი ემოცია, გრძნობები და ფიქრები. აღსანიშნავია ფერთა პალიტრა და მოსმის განსხვავებული სტილი. პროვანსის გზა ღამით შეიძლება ითქვას რომ ყოველივე ამას უკეთ ასახავს ვიდრე ვარსკვლავებიანი ღამე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Maurer 1998, გვ. 106.
  2. Erickson 1998, გვ. 176.
  3. Welsh-Ovcharov 1987, გვ. 55.