კიბორჩხალა ზურგზე
| კიბორჩხალა ზურგზე | |
|---|---|
| A crab on its back | |
|
| |
| ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
| წელი | 1888 |
| კატალოგი | F605[1] და JH1663[1] |
| ტიპი | ზეთი, ტილო |
| სიმაღლე | 38 |
| სიგანე | 46.5 |
| ქალაქი | ამსტერდამი |
| მუზეუმი | ვან გოგის მუზეუმი |
კიბორჩხალა ზურგზე (ნიდერლ. Een op zijn rug liggende krab) — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, რომელზეც გამოსახულია ერთადერთი, ზურგზე მწოლიარე კიბორჩხალა, უკან მწვანე ფონით. ნამუშევარი შესრულებულია 1888 წელს, ზეთის საღებავებით ტილოზე და ინახება ვან გოგის მუზეუმში, ამსტერდამში.[2]
შესაძლოა, ვინსენტს ნახატის დახატვა კაცუსიკა ჰოკუსაის მსგავსი ტიპის ნამუშევარმა შთააგონა, რომელიც მან Le Japon Artistique-ს მაღაზიაში ნახა და შემდგომში, 1888 წელს ძმამ, თეო ვან გოგმა გამოუგზავნა.[2][3]
მსგავსი ნამუშევარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1889 წელს, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოვიდა, ვან გოგმა მეორე მსგავსი ტიპის ნამუშევარი — ორი კიბორჩხალა დახატა. ნახატზე გამოსახულია ორი, ერთი მუცელზე და მეორე ზურგზე მწოლიარე კიბორჩხალა. ეს ნახატი ლონდონში, ეროვნულ გალერეაშია შენახული.[3]

სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 http://www.vangoghmuseum.nl/nl/collectie/s0124V1962
- 1 2 Crab on its Back, 1888 დაარქივებული 2014-07-26 საიტზე Wayback Machine. , Van Gogh Museum. Retrieved on 16 July 2014.
- 1 2 Two Crabs, National Gallery. Retrieved on 17 July 2014.