გოგონა ტყეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოგონა ტყეში
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1882
ტიპი ზეთი, ტილო
ქალაქი ნიდერლანდები
მუზეუმი კროლერ-მიულერის მუზეუმი

გოგონა ტყეშინიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებულია ზეთის საღებავებით ტილოზე, 1882 წელს. ინახება კროლერ-მიულერის მუზეუმში.

გოგონა ტყეში ან თეთრებში ჩაცმული გოგონა ტყეში.[1] ამ ნამუშევრის შესახებ ვან გოგმა ჩანაწერი გააკეთა, სადაც ის ამბობს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს, და როგორ მოელის ნახატის შეფასებას მნახველების მიერ და გამოთქვანს ვარაუდს თუ როგორ შეიძლება ის შეაფასონ: „ტყის შემდეგ ნამუშევარში გამოსახულია განიერი ფართო წიფლის ხეები მშრალი ტოტებით დაფარულ მიწაზე, და პატარა ფიგურა თეთრებში ჩაცმული ქალისა. ძალიან რთული იყო მისი სისუფთავის შენარჩუნება და მისთვის სივრცისა და დისტანციის მოძებნა წიფლის ხეებს შორის — მისი შემოსვლით ადგილიც და სივრცეც იცვლება პერსპექტივაში — როცა შემოგვყავს ვიღაც, რომელიც დადის და სუნთქავს, ეს გაგრძნობინებს ტყის არომატსა და სურნელებას.“[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Girl in a wood. Collection. Kröller-Müller Museum. წაკითხვის თარიღი: April 13, 2011.
  2. Letter from Vincent van Gogh to Theo van Gogh, The Hague, 20 August 1882. Letters of Vincent van Gogh. WebExhibits (2011). წაკითხვის თარიღი: April 12, 2011.