იოჰანა ვან გოგ-ბონგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოჰანა ვან გოგ-ბონგერი
Jo van Gogh-Bonger, by Woodbury and Page.jpg

დაიბადა4 ოქტომბერი, 1862
ამსტერდამი, ნიდერლანდები
გარდაიცვალა2 სექტემბერი, 1925 (62 წლის)
ლერენი, ნიდერლანდები
ეროვნებანიდერლანდელი

იოჰანა გეზინა „ჯო“ ვან გოგ-ბონგერი (დ. 4 ოქტომბერი, 1862 — გ. 2 ოქტომბერი, 1925) — თეო ვან გოგის, ხელოვნების ნაუშევრებით მოვაჭრისა და ვინსენტ ვან გოგის ძმის მეუღლე, რომელმაც ვინსენტის ცხოვრების თითქმის ყოველ ეტაპზე გარდამტეხი როლი ითამაშა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰანა ვან გოგ-ბონგერი დაიბადა 4 ოქტომბერს. ის შვიდი შვილიდან მეხუთე იყო, სადაზღვეო კომპანიის მაკლერის ქალიშვილი. მისი ოჯახი იყო მუსიკალური, სადაც საღამოობით იმართებოდა მუსიკალური წარმოდგენები, ძირითადად კვარტეტში, იოჰანა კი იყო პიანინოს პროფესიონალი დამკვრელი. საკუთარი უფროსი დებისგან განსხვავებით, რომლებიც აქტიურადიყვნენ ჩართული საოჯახო საქმიანობებში, იოჰანა, მხიარული და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, კონცენტრირებული იყო განათლებაზე და აქტიურად სწავლობდა ინგლისურ ენას, რითაც კოლეჯში ხარისხს იმაღლებდა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და მუშაობდა ბრიტანული მუზეუმის ბიბლიოთეკაში.[1]

17 წლის ასაკიდან მან დაიწყო დღიურის წერა, რომელშიც დეტალურად აღწერდა საკუტარ ყოველდღიურ ცხოვრებას. ამასთან ეს დღიური აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ვინსენტ ვან გოგის შესახებ. ამ პერიოდში ის ინსპირირებული იყო ანტი-კონფორმისტი მწერლის მულთათულის მიერ.

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰანა ვაჟთან, ვინსენტ ვილამთან ერთად, რაულ საისეტის ფოტო სტუდიაში, პარიზი, 1890

22 წელის ასაკში იოჰანა ვან გოგ-ბონგერი ინგლისურის მასწავლებელი გახდა გოგონების სასწავლებელში, ელბურგში, შემდეგ კი სკოლის უმაღლეს საფეხურზე ასწავლიდა უტრეხტში. ამსტერდამში იოჰანამ საზოგადოებასთან კონტაქტი დაამყარა თავისი ძმის ენდრიუ ბოგნერის დახმარებით, სწორედ მაშინ გაიცნო იოჰანამ თეო ვან გოგი, ვინსენტის ძმა. ვან გოგის ერთ-ერთმა დამ ის დაახასიათა, როგორც „ნაზი და ჭკვიანი“.

პირველი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოსა და იოჰანას მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი, თუმცაღა ქორწინების პირველ შეთავაზებაზე იოჰანამ თეოს უარი უთხრა, გაკვირვებულმა, რომ კაცი რომელიც ასე კარგად იცნობდა მას ცოლობას სთხოვდა, თუმცაღა შემდეგ წელს, როდესაც თეომ მას კიდევ ერთხელ სთხოვა ხელი, იოჰანა დათანხმდა, და 1889 წლის 17 აპრილს ისინი დაქორწინდნენ ამსტერდამში. მათი შვილი ვინსენტ ვილემი, დაიბადა 1890 წლის 31 იანვარს. 1891 წელს კი თეო ვან გოგი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა და მეუღლე ახალშობილ ბავშვთან ერთად ქვრივი დატოვა.

მას დარჩა მხოლოდ ერთი ბინა პარიზში უმნიშვნელო ძვირფასეულობითა და ავეჯით და მაზლის, ვინსენტ ვან გოგის იმ დროისათვის იაფი 200-მდე ნამუშევარი.[2] იოჰანას ურჩიეს რომ გაესხვისებინა ქონება, ამის ნაცვლად იოჰანა ნიდერლანდებში დაბრუნდა, გახსნა პანსიონატი ბუსუმში, სოფელში რომელიც ამსტერდამიდან, და დაიწყო კონტაქტების განახლება არტისტებთან. იგი აღარ წერდა დღიურს ქორწინების შემდეგ, მაგრამ განაგრძო, იმის ფიქრით, რომ მისი შვილი ერთ დღს ამას წაიკითხავდა. და დაიწყო ნაწარმოებების ინგლისურიდან ფრანგულად და ნიდერლანდურად თარგმნა რაც მისი შემოსავლის წყარო გახდა. 1905 წელს, მისი ოჯახის უკმაყოფილების მიუხედავად, ის ხდება ქალების სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი, მაგრამ ამას იოჰანასთვის შვილის აღზრდაში ხელი არ შეუშლია.

1892 წელს, როდესაც მიმდინარეობდა ვინსენტის ნახატების გამოფენის ორგანიზება, ჯონა უხეშად გააკრიტიკა არტისტმა რიჩარდ როლანდ ჰორსტმა:

"მისის ვან გოგი შარმიანი ქალია, მაგრამ საკმაოდ გამაღიზიანებელია, როდესაც ხალხი იმ თემაზე ლაპარაკობს, რისიც არაფერი გაეგება. ასევე დაბრმავებულია იმ იდეით, რომ მისი ხედვა და იდეები კვლავაც აქტუალურია. ეს სკოლის მოსწავლის ლაქლაქს გავს, არაფერი მეტი. ნამუშევარი რომელიც მისის ვან გოგის თქმით საუკეთესოა სინამდვილეში ყველაზე სევდიანი და დრამატულია, რომელმაც უბრალოდ მისი ცრემლები გამოიწვია, მას ავიწყდება, რომ მისი ცრემლები ვან გოგს ღმერთად აქცევს."[3]

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰანა ბონგერი, მეორე ქმრის ნახატი, 1905

1901 წლის აგვისტოში იოჰანა დაქორქინდა ის დაქორწინდა იოჰან ჩოენ გიშალკშე (1873–1912), ნიდერლანდელ მხატვარზე, რომელიც ამსტერდამში დაიბადა. 1912 წელს ის კვლავ დაქვრივდა. 1914 წელს, მან გადმოასვენა თეოს ნეშტი ოვერ-სიურ-ოაზში და ვინსენტის გვერდით დაკრძალა. სუროს ხალიჩები ამავე დღეს ორივვე საფლავისთვის მოიტანეს ექიმ პოლ გაშეს ბაღიდან, რომელი სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში ვინსენტს ზედამხედდველობდა და მკურნალობდა.

საქმიანობა და ვინსენტის წერილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინსენტისა და მისი მეუღლის, თეო ვან გოგის სიკვდილის შემდეგ იოჰანა შეუდგა ვინსენტის წერილების შეგროვებას, მაზე მუშაობას და შემდგომში მათი გამოქვეყნებაც გადაწყვიტა. მან ასევე უდიდესი როლი ითამაშა ვინსენტის რეპუტაციის განმტკიცებასა და პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ვინსენტის გამოფენების რეალიზაციის საკითხში. მან ამასთან დაწერა ვან გოგების ოჯახის სრული ისტორია.[4]

იოჰანას არ შეუწყვეტია ურთიერთობა ვინსენტის ახლო მეგობართან ეჟენ ბოხთან, რომელსაც მან შესთავაზა ვინსენტის მიერ 1891 წელს დახატული მისი პორტრეტი.[5] მან ასევე განაგრძო ურთიერთობა ვან გოგის მეორე მეგობართან, ემილ ბერნარდთან, რომელიც მას ვინსენტი ნახატების საქმის მოგვარებაში ეხმარებოდა.

ვინსენტ ვან გოგის შემოქმედების პოპულარიზაცია, გაცნობა და დაფასება მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო; თავდაპირველად გერმანიასა და ნიდერლანდებში შემდეგ კი მთელ ევროპაში. იოჰანა ვან გოგმა უდიდესი საქმე გააკეთა თეოსა და ვინსენტის მიმოწერების შენახვით, შესწავლითა და გამოქვეყნებით, რამაც გახსნა გზა ვინსენტის შემოქმედების უფრო დეტალურად შესწავლისაკენ. ამასთან იოჰანას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გერმანელ რედაქტორთან და არტისტთან პოლ კაიზერთან და მის ბიძაშვილ ბრუნო კაზიერთან, რომლებმაც უზრუნველყვეს გამოფენების გამართვა ბერლინში და 1914 წელს გამოაქვეყნეს ვინსენტისა და თეოს წერილების პირველი გერმანული ვერსია. ეს ერთგვარი იმპულსი გახდა ვინსენტის პოპულარიზაციისა მთელი ევროპის ფარგლებში.

ცხოვრების ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915-დან 1919 წლამდე იოჰანა ნიუ-იორკში ცხოვრობდა, შემდეგ კი კვლავ ამსტერდამში დაბრუნდა. ის 1925 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, 62 წლის ასაკში, ლარენში, ნიდერლანდებში. მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც ის ვინსენტის წერილების ინგლისურ ვერსიაზე მუშაოობდა. მას ჰყავდა ერთი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Van Gogh: The Life. S Naifeh & G. White Smith. Profile Books (2012) p450
  2. Memoirs of V.W.Van Gogh http://www.webexhibits.org/vangogh/memoir/nephew/1.html
  3. Quoted in J.M. Joosten, "Van Gogh publicaties (15) deel 6", Museumjournaal 15 (1970), pp. 157-58, note 61.
  4. Vincent van Gogh Memoir. Webexhibits.org. წაკითხვის თარიღი: June 3, 2011.
  5. Johanna van Gogh stayed in touch with Eugene Boch. Eugeneboch.com. წაკითხვის თარიღი: 2012-08-01.