კრელერ-მიულერის მუზეუმი
კრელერ-მიულერის მუზეუმი | |
---|---|
მუზეუმის შესასვლელი, 2008 | |
52°05′45″ ჩ. გ. 5°49′01″ ა. გ. / 52.09583° ჩ. გ. 5.81694° ა. გ. | |
დაარსდა | 13 ივლისი, 1938[1] |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
მდებარეობა | Ede და ოტერლო[2] |
სტატუსი |
ხელოვნების მუზეუმი სახელმწიფო მუზეუმი |
ვიზიტორები | 380,000 (2015)[3] |
დირექტორი | ლისეტ პელსერსი[4] |
ოფიციალური საიტი | [krollermuller.nl krollermuller.nl] |
კრელერ-მიულერის მუზეუმი (ნიდერლ. Kröller-Müller Museum) — სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი და სკულპტურის ბაღი, მდებარეობს ჰოგე-ველიუვეს ეროვნული პარკში, ოტერლოს ნაციონალურ ბაღში, ნიდერლანდებში. მუზეუმი დააარსა ხელოვნების კოლექციონერმა ჰელენ კრელერ-მიულერმა, ის 1938 წელს ოფიციალურად გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია ვინსენტ ვა გოგის ნამუშევრების კოლექცია რომელიც რაოდენობით მეორეზეა მოფლიოში ვან გოგის მუზეუმის შემდეგ. მუზეუმმა 2015 წელს 380,000 ვიზიტორი მიიღო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრელერ-მიუერის მუზეუმი დაარსდა ჰელენ კრელერ-მიულერის მიერ, ხარბი ხელოვნების კოლექციონერი, რომელიც ჰენკ ბრემერმაა დაარიგა, სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ვან გოგის გენია შეამჩნია და მისი ნამუშევრების შეგგროვება დაიწყო. 1935 წელს კი მან მთელი საკუტრი კოკექცია ნიდერლანდების სახელმწიფოს გადასცა. 1938 წელს გაიხსნა მუზეუმი რომლის არქიტექტორიც ჰენრი ვან დე ველდე იყო. სკულპტურული ბღი აიგო 1961 წელს რომელიც ახალ საგამოფენო სივრცე გახდა, ბაღის დიზაინერია ვიმ ქუისტი.[1]
კოლექცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის ექსპონატებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვან გოგის ნამუშევრები, როგორიცაა კაფის ტერასა ღამით, მარადისობის ჭიშკართან და კარტოფილის მჭამელები, რაც ვან გოგის კოლექციას სიდიდით მსოფლიოში მორეს ხდის ვან გოგის მუზეუმის შემდეგ. ვინსენტის ნამუშევრების გარდა მუზეუმში ვხვდებით სხვა კოლექციებსაც როგორიცაა პიტ მონდრიანის, ჟორჟ სერას, ოდილონ რედონის, ჟორჟ ბრაკის, პოლ გოგენის, ლუკას კრანახის, ჯეიმზ ენსორის, ხუან გირს და პაბლო პიკასოს კოლექციები.
სკულპტურის ბაღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრელერ-მიულერის მუზეუმი ასევე ცნობიალია დიდი სკულპტურის ბაღით, რომელიც ტყით შემოსაზღვრულ ბაღში მდებარეობს, ბაღი ერთ-ერთი ყველაზე ვრცელია ევროპაში, საკუთარი თანამედროვე ხელოვნების კოლექციებითა და სკულპტურებით. ბაღში წარმოდგენილია მუზეუმისათვის შესაფერისი გემოვნებით ნაგები ქანდაკებები, არქიტექტურა და მცენარეები.[5] კოლექვია შეიცავს ოგიუსტ როდინი, ჰენრი მურის, ჟან დუბუფეტის, მარკ დი სუვეროს, ლუციო ფონტანას, კლას ოლდენბურგის, ფრიც ვოტრუბას, ჟო ვან ლიშოტისა და მრავალი სხვა ხელოვანის ნამუშევარს.
გამორჩეული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
Paul Signac, საუზმე, 1886-87
-
ჟორჟ სერა, 1889-90
-
ანრი-ედმონდ კროსი, Fisherman, 1895
-
Odilon Redon, Cyclops, c. 1914
-
ხუან გრისი, ხილის ვაზა, 1914
-
რიჩარდ სერა, ერთი, 1988
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kröller-Müller State Museum, Otterlo. Netherlands: Kröller-Müller State Museum, 1973.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Johannes van der Wolk, "Helene Emma Laura Juliane Kröller-Müller" (in Dutch), Biografisch Woordenboek Gelderland, 1998. Retrieved 27 September 2013.
- ↑ 2.0 2.1 https://www.architectuur.org/bouwwerk/422/Uitbreiding_Rijksmuseum_Kroller_Muller.html
- ↑ "380.000 bezoekers voor Kröller-Müller in 2015" (in Dutch), De Stentor, 2016. Retrieved 15 January 2016.
- ↑ Structure, Kröller-Müller Museum. Retrieved 27 September 2013.
- ↑ Beukhof, H., Essen, F. van, Pelzers, E., Sevink, J. (2005) Nature and Art, The Hoge Veluwe, Waanders Uitgeverij, Zwolle.
- ↑ The potato eaters დაარქივებული 2013-04-04 საიტზე Wayback Machine. , Kröller-Müller Museum. Retrieved 24 August 2013.
- ↑ Terrace of a café at night (Place du Forum) დაარქივებული 2012-08-27 საიტზე Wayback Machine. , Kröller-Müller Museum. Retrieved 23 August 2013.