წისქვილი ჰააგასთან ახლოს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წისქვილი ჰააგასთან ახლოს
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1882
ტიპი აკვარელი
მუზეუმი პირადი კოლექცია

წისქვილი ჰააგასთან ახლოსნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული აკვარელის საღებავებით. წინათ ითვლებოდა, რომ ნახატის შესრულების თარიღი 1881 წელია, თუმცა ისტორიკოსთა ბოლო დასკვნით ის მომდევნო, 1882 წლის ზაფხულშია შესრულებული.[1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახატი შესრულებულია ეტენის მუნიციპალიტეტში, სადაც ის 1881 წლის ოქტომბერში ჩავიდა. ნახტი არაა მოხსენიებული წყაროებსა თუ ლიტერატურაში, ამიტომ მასზე ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება, მაგრამ ნათელია, რომ ნახატი, რომელიც უნიკალურია იმით, რომ შესრულებულია აკვარელის საღებავებით დახატულია 1882 წლის ზაფხულში, მანამ, სანამ ვინსენტი ჰააგაში გაემგზავრებოდა.[1][2] წისქვილი (ნიდერლ. Laakmolen), რომელიც ნახატზეა გამოსახული, მდებარეობდა რეისვეიკში (52°4′4.16″N 4°19′56.98″E), სოფელში ჰააგასთან ახლოს.

აკვარელით შესრულებული ნამუშევარი £2 322 500-ად გაიყიდა ლონდონში, 2015 წლის ივნისში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Sale 10334 Lot 14. Christie's.
  2. Op de Coul, 1990