ჩალით გადახურული სახლები და კოტეჯები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩალით გადახურული სახლები და კოტეჯები
Cottages[1]
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1890
კატალოგი F750 და JH1984
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 60
სიგანე 73
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი
მუზეუმი ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი)

ჩალით გადახურული სახლები და კოტეჯებინიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული 1890 წელს, ოვერ-სიურ-უაზში, სამხრეთ საფრანგეთში,[2] ზეთის საღებავებით ტილოზე.

ვან გოგმა სიცოცხლის უკანასკნელი რამდენიმე თვე ოვერ-სიურ-უაზში, პარიზის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქში გაატარა, სადაც ის სენ-რემი-დე-პროვანსის თავშესაფრის დატოვების შემდეგ, 1890 წელს ჩავიდა.

ჩალით გადახურული სახლები და კოტეჯების შესახებ ვან გიგი ოვერში ჩასვლისთანავე, 1890 წლის 21 მაისს, უგზავნის წერილს თავის ძმას თეოსა და მის მეუღლეს, ჯოანას:„მაშინ, როცა შენ მოგწერე, ჯერ არაფერი მქონდა დახატული, ახლა ვმუშაობ ტილოზე, რომელზეც გამოსახული იქნება ჩალის სახურავებიანი კოტეჯები, წინ გლეხის ხორბლის ყანით, ხოლო უკან გორაკებით, ტილოზე, რომელიც ვფიქრობ მოგეწონება.“[3]

იან ჰულსკერის აზრით, ნახატი ერთ-ერთია იმ 20 ნახატიდან, რომელიც ვინსენტმა ოვერში ჩასვლისთანავე, 20 მაისიდან ამავე თვის ბოლომდე დახატა:„ჩვენ ერთი შეხედვით ვამჩნევთ ნახატში ნათელ ფერებს, რომელიც დამახასიათებელია ოვერში შესრულებული ტილოებისათვის და განასხვავებს მათ თუნდაც სენ-რემიში შესრულებული ტილოებისაგან. ასევე ეჭვგარეშეა განსხვავება და სტილისტური გარდატეხა ამ ნახატსა და მანამდე შესრულებულ ნამუშევრებს შორის.“[4]

ნახატი ეკუთვნის ერმიტაჟის მუზეუმის კოლექციას, სანქტ-პეტერბურგში.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.hermitagemuseum.org/wps/portal/hermitage/digital-collection/01.+Paintings/28774/
  2. van der Veen, Wouter; Knapp, Peter (2010) Van Gogh in Auvers: His Last Days. The Monacelli Press, გვ. 72. ISBN 1-58093-301-7. 
  3. To Theo van Gogh and Jo van Gogh-Bonger. Auvers-sur-Oise, on or about Wednesday, 21 May. Vincent van Gogh: The Letters. Vincent van Gogh Museum. ციტირების თარიღი: 10 February 2012.
  4. Hulsker, Jan (1986). The Complete Van Gogh: Paintings, Drawings, Sketches. New York, N.Y: Harrison House/Harry N. Abrams Distributed by Crown Publishers, Random House, გვ. 457. ISBN 0-517-44867-X. 
  5. Brooks, D. The Paintings: The Auvers-sur-Oise Period. The Vincent van Gogh Gallery, endorsed by Van Gogh Museum, Amsterdam. David Brooks (self-published). ციტირების თარიღი: 10 February 2012.