ორთვალა შავი ხარით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორთვალა შავი ხარით
The Ox Cart
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1884
კატალოგი F39 და JH505
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 60[1]
სიგანე 80[1]
ქალაქი პორტლენდი
მუზეუმი პორტლენდის ხელოვნების მუზეუმი

ორთვალა შავი ხარითნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესტულებული 1884 წელს, ზეთის საღებავებით, ტილოზე. ნახატი 2007 წელს შეწირული იქნა პორტლენდის ხელოვნების მუზეუმისთვის[2]

ვან გოგის ეს ნახატი ნუენენში, ადრეულ წლებშია შესრულებული, მანამ, სანამ მხატვარი სამხრეთ საფრანგეთში გაემგზავრებოდა. ნახატი შესრულებულია ძალზედ მუქი ფერებით[2], და დახასიათებულ იქნა როგორც „შემაწუხებელი“.[3] ამ ნახატის მსგავსი ნამუშევარი, ორთვალა წითელ-თეთრი ხარით, შესრულებულია იმავე წელს და ინახება კროლერ-მიულერის მუზეუმში, ნიდერლანდებში. ორთვალა შავი ხარით ეკუთვნოდა ოჯახს, რომელმაც ის 1950 წელს შეიძინა და 2007 წელს პორტლენდის მუზეუმს აჩუქა. ამ მუზეუმისთვის ეს ყველაზე ძვირადღირებული შემონაწირია.[2][4]

2010 წელს ნამუშევარს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა გამოკვლევები მხატვრის მუშაობის მეთოდისა და სხვა ინფორმაციების მისაღებად.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://www.vggallery.com/painting/p_0039.htm
  2. 2.0 2.1 2.2 Susan Stamberg, "Gift Brings Van Gogh's 'Ox-Cart' to Oregon Museum", Morning Edition, National Public Radio, December 3, 2007.
  3. D. K. Row, "The Portland Art Museum scores a painting by Vincent van Gogh", blogs, The Oregonian, October 15, 2007.
  4. 4.0 4.1 Joe Rojas-Burke, "OHSU techs look beneath a masterpiece's surface to get a clearer picture of van Gogh", The Oregonian, December 13, 2010, updated March 9, 2012.