სენ-პოლის თავშესაფარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენ-პოლის თავშესაფარი
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1889
ტიპი ზეთის საღებავები, ტილო
სიმაღლე 58
სიგანე 45
ქალაქი პარიზი
მუზეუმი ორსეის მუზეუმი

სენ-პოლის თავშესაფარინიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხავრის ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებულია 1889 წელს სენ-რემი-დე-პროვანსში და ეკუთვნის იმ ნახატების რიცხვს, რომელიც მხატვარმა სენ-რემის თავშესაფარში ცხოვრებისას, 1889-1890 წლებში შეასრულა. იქ ცხოვრებისას მხატვარის არეალი შემოსაზღვრული იყო თავშესაფრის კედლებით, მას არ ეძლეოდა შენობის გარეთ გასვლის უფლება და ის ხატავდა თავშესაფრის ბაღს, პურის მდელოებს, რომლებიც მისი ოთახის ფანჯრიდან მოჩანდა და მასტან ერთად მცხოვრებტა პორტრეტებს. თავშესაფარში ცხოვრების განმავლობაში ვან გოგმა გამოსცადა დაავადებები, რომლის დროსაც მას არ შეეძლო ხატვა. როცა მას ეძლეოდა საშუალება განეგრძო ხატვა, ეს მისთვის დიდი ძალისა და ნუგეში მიმცემი ხდებოდა. ბუნება მისთვის განსაკუთრებით მრავალმნიშვნელოვანი ხდებოდა. ხეები, მდელოები, მუხლუხოებიც კი მისთვის წარმოადგენდა ტრანსფორმაციის შესაძლებლობას, ყვავილების ამოსვლა კი მისთვის ცხოვრების ციკლის სიმბოლო იყო. ამ პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ზამბახები. ნამუშევრები, სადაც ნახატი შენობის ინტერიერს ასახავს, ნათლად გადმოსცემს იმ იზოლაციასა და სევდას, რომელსაც მხატვარი განიცდიდა.0 ვან გოგმა ასევე მრავალი ტილო შექმნა იმ მდელოს გამოსახულებით, რომელიც მისი საკნიდან ჩანდა, მათ შორის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია ვარსკვლავებიანი ღამე[1] და პურის ყანა კვიპაროსებით.

თავშესაფრის ტერიტორიაზე ყოფნისას ვან გოგი ასევე ასრულებდა იმ მხატვართა ნამუშევრის ანალოგებს, რომელთა შემოქმედებითაც მოხიბლული იყო. მაგრამ როცა მას თავშესაფრის დატოვება შეეძლო, ის ხატავდა ყველაფერს რაც ახალი იყო მისთვის, მაღ შორისაა ნახატი ზეთისხილის ხეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Moyer, Edward. Interactive canvas lets viewers stir Van Gogh's 'Starry Night' (14 February 2012). ციტატა: „"...one of the West's most iconic paintings: Vincent van Gogh's 'The Starry Night.'"“ ციტირების თარიღი: 12 June 2015.