არლელი ქალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არლელი ქალი
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1888
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 92.5
სიგანე 73.5
ქალაქი პარიზი
მუზეუმი ორსეის მუზეუმი

არლელი ქალინიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, აგრეთვე ცნობილი როგორც მადამ გინუქსის პორტრეტი, ერთ-ერთი იმ ექვსი მსგავსი პორტრეტიდან რომელიც ვინსენტმა 1888 წლის ნოემბერში არლში და სენ რემიში დახატა.

მარი ჯულიანი, პორტრეტზე გამოსახული ქალბატონი დაიბადა 8 ივნისს, არლში, 1848 წელს და გარდაიცვალა 1911 წლის 2 აგვისტოს, 1886 წელს ის დაქორწინდა ჯოზეფ მიშელ ჟინოზე და მასთან ერთად დააარსა კაფე დე ლა გერი, ლამარტინის 30 ნომერში, რომლის ხშირი სტუმარიც ვან გოგი 1888 წლიდან ხდება. ვან გოგის ცნობილი ყვითელი სახლიც სწორედ ამ კაფის მახლობლად მდებარეობდა. სწორედ ამ კაფის ტერასაა გამოსახული ნახატზე კაფის ტერასა ღამით.

ვან გოგისა და კაფის მფლობელთა ურთიერთობას ოფიციალური სახე ჰქონდა მაგრამ ეს გოგენის არლში ჩასვლამ შეცვალა. მან შეძლო ის რომ 40 წილს ქალბატონი საკუთარი პორტრეტის დახატვაზე დათანხმდა. ამის შემდეგ ვან გოგმა და გოგენმა არლელი ქალის ნახატთა მთელი სერია შექმნეს. ვან გოგმა ამ სერიას ერთ საათში შესრულებული[1] უწოდა.

1888 წლის ნოემბრის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამუშევრებიდან პირველი ვერსია ამჟამად ორსეის მუზეუმში, პარიზში ინახება. ცნობილია რომ ამ ნამუშევრებზე მუშაობას ერთი და იგივე მასალაზე ვან გოგი და გოგენი ერთდროულად შეუდგნენ არლში, 1888 წლის ნოემბერსა და დეკემბერში.[2]

ვან გოგს ამას გარდა მადამ ჟინუს კიდევ რამდენიმე ნახატი აქვს შესრულებული, სადაც ქალბატონს წიგნები და ქოლგა უჭირავს.

1890 წლის თებერვლის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენ რემის თავშესაფარში ყოფნისას ვინსენტმა მადამ ჟინუს, არლელი ქალის კიდევ 5 პორტრეტი დახატა, რომელიც განსხვავდება 1888 წელს გოგენთან ერთად შესრულებული ნამუშევრებისაგან, ამათგან ერთი ვინსენტმა ძმას, თეო ვან გოგს, ერთი გოგენს, ერთი კი თავად ქალბატონ ჟინუს გაუგზავნა. ნამუშევრების ნაწილი ამჟამად შენახულია კროლერ-მიულერის მუზეუმში. ცნობილია რომ ვან გოგი ნახატების ახალი სერიის დახატვას 1890 წლის თებერვალში შეუდგა,[3] როდესაც მისი ავადმყოფობა განსაკუთრებით მძინე სტადიაში იყო.[4] გოგენი წერდა რომ ნახატების ეს სერია განსაკუთრებით მშვენიერია, რომ მასში რაღაც განსხვავებული დაინახა, და საკუთარ ნამუშევრებზე მეტადაც კი მოეწონა.

1890 წლის 5 ივნისს საკუთარი დისადმი მიწერილ წერილში ვან გოგი პორტრეტის ხატვის მისეულ ფილოსოფიას ამჟღავნებს: „მე მიყვარს პორტრეტების შექმნა, რომლებიც აპოკალიფსის ტოლფასი იქნება ხალხისათვის, ერთი სიტყვით არ მსურს რეალისტური ნახატის შექმნა, მსურს კარგად გადმოვცე ჩემი შთაბეჭდილება და გრძნობა, გამოვიყენო თანამედროვე ცოდნა, გამოცდილება, ფერების შერწყმა და შევქმნა ღირებული პერსონაჟი... არლელი ქალის ზედმეტად უფერულია“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. To Theo van Gogh. Arles, on or about Saturday, 3 November 1888. Vincent van Gogh: The Letters. Vincent van Gogh Museum. ციტირების თარიღი: 9 February 2012.
  2. Letter; see Druick & Seghers
  3. Hulsker, Jan (1985). The Complete Van Gogh. Crescent, გვ. 440. ISBN 0-517-44867-X. 
  4. To Paul Gauguin, Auvers-sur-Oise, on or about Tuesday, 17 June 1890. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum. ციტირების თარიღი: 9 February 2012.