თეო ვან გოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეო ვან გოგი
Theo van Gogh (1888).png

დაიბადა 1 მაისი, 1857
ზუნდერტი, ნიდერლანდები
გარდაიცვალა 25 იანვარი, 1891 (33 წლის)
უტრეხტი, ნიდერლანდები
ეროვნება ნიდერლანდელი
საქმიანობა ხელოვნების ნამუშევრებით მოვაჭრე
ცნობილია ვინსენტ ვან გოგისა და მისი წერილებით

თეოდორუს „თეო“ ვან გოგი [1](ნიდერლ. Theo van Gogh) [2] (დ. 1 მაისი, 1857 — გ. 25 იანვარი, 1891) — ნიდერლანდელი ხელოვნების ნამუშევრებით მოვაჭრე. ის იყო ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ძმა, სწორედ მისმა ფინანსურმა და ფსიქოლოგიურმა დახმარებამ მისცა საშუალება ვინენტს სიცოცხლის ბოლომდე დაეხატა. თეო გარდაიცვალა 33 წლის ასაკში, 37 წლის ვინსენტის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემედგ.

თეო განსაკუთრებით ცნობილია თავისი დიდი გავლენით ძმაზე, ვინსენტ ვან გოგზე; ეს რაღათქმაუნდა ჩრლდილის ქვეშ აყენებს მის უდიდესი მოღვაწეობის წლებს, როგორც ხელოვნების ნამუშევრებით მოვაჭრისა და მნიშვნელოვანი პერსონის. თეომ უდიდესი როლი ითამაშა ნიდერლანდელი და ფრანგი იმდროინდელი მხატვრებისა და არტისტების ნამუშევრების პოპულარიზაციასა და გაყიდვაში.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეო ვან გოგი, 1878

თეოდორუს „თეო“ ვან გოგი დაიბადა 1857 წლის 1 მაისს სოფელ ზუნდერტში, ნიდერლანდებში, ჩრდილოეთი ბრაბანტის პროვინციაში. ის იყო თეოდორუს ვან გოგისა და ანა კორნელია კარბენტისის ვაჟი. მისი უფროსი ძმა იყო ვინსენტ ვან გოგი (1853–1890), რომელიც შემდგომში ცნობილი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი გახდა.

ბიზნესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეო ვან გოგი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა პარიზელ ხელოვნების მანუშევრებით მოვაჭრეთა ნიდერლანდურ ოფისში (Goupil & Cie) ჰააგაში. 1873 წლის 1 იანვარს თეო ვან გოგი მიიწვიეს ბრიუსელის ოფისში სადაც ის ყველაზე ახალგაზრდა იყო. ლონდონის ოფისში მუშაობის შემდეგ უკვე გამოცდილი თეო ვან გოგი ჰააგაში ბრუნდება სადაც უკვე დიდ წარმატებას მიაღწევს.[4] 1884 წლისთვის ის უკვე პარიზის მთავარი ოფისის წევრია. 1880-1881 წლებიდან, რაც მისი ფინანსური შესაძლებლობა საგრძნობლად განვითარდა ის იწყებს ვინსენტისთვის სამხატვრო მასალების, ტილოების, საღებავების გაგზავნას და ამასთან ფინანსურადაც ეხმარება მას, რომელიც იმ დროს ჯერ ნიდერლანდებში ცხოვრობდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზშ თეო ვან გოგი შეხვდა ენდრიუ ბოგნერს და მის დას ჯოანას. ისინი დაქორწინდნენ 1889 წლის 17 აპრილს, ამსტერდამში და შემდეგ გადავიდნენ პარიზში საცხოვრებლად. მათი შვილი ვინსენტ ვილემ ვან გოგი დაიბადა პარიზში 1890 წლის 31 იანვარს. 8 ივნისს ოჯახი ესტუმრა ვინსენტ ვან გოგს, რომელიც პარისთან ახლოს ოვერ-სიურ-ოაზში ვხოვრობდა. ვინსენტი სწორედ ამავე თვის ბოლოს გარდაიცვალა 1890 წელს. თეო უკანასკნელ წლებში ტვინის დაზიანების გამო გონების სისუსტით იტანჯებოდა,[5][6] ვინსენტის გარდაცვალებბის შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდომარეობა უარესობისკენ წავიდა, დასუსტებული თეო ვერ აღიქვამდა ვინსენტის არყოფნას, ექვსი თვის შემდეგ კი ისიც გარდაიცვალა (25 იანვარი 1891) 33 წლის ასაკში დენ დოლდერში.[7]

თეო ვან გოგის შვილთაშვილის ასევე თეო ვან გოგი ჰქვია, ის იყო ცნობილი და წარმატებული რეჟისორი, რომელიც ამსტერდამის ქუჩებში 2004 წელს ისლამისტმა ექსტრემისტმა მოკლა, მკვლელობის მიზეზი მის მიერ გადაღებული კრიტიკული ფილმი იყო ისლამის შესახებ.[8]

ურთიერთობა ვინსენტთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1887 წელს ვინსენტ ვან გოგის მიერ შესრულებული პორტრეტი, დიდი ხნის მანძილზე მიჩნეული როგორც ავტოპორტრეტი, 2011 წლის გამოკვლევებით დამტკიცდა რომ ნახატზე გამოსახულია თეო ვან გოგი.[9]

თეო მთელი ცხოვრების მანძილზე უდიდეს პატივს სცემდა და აღმერთებდა საკუთარ ძმას ვინსენტ ვან გოგს. მაგრამ მასთან კონტაქტი ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა, მას შემდეგაც კი რაც ვინსენტმა მასთან სამხატვრო სფეროში თანამშრომლობა გადაწყვიტა. გარკვეულწილად ძმებს შორის ურთიერთობის ხელის შემშლელი ფაქტორი მათი განსხვავებული შეხედულებები და გემოვნება იყო. თეოს ყველა ფაქტორის მიუხედავად არასოდეს შეუწყვეტია წერილების მიწერა ძმისადმი. გადარჩენილი წერილების უმრავლესობა ვინსენტ ვან გოგისაა, თუმცა გადარჩენილია თეოს წერილების მცირე რაოდენობაც. თეოზე დიდ გავლენას ახდენდა მისი ძმის ფსიქოლოგიური და გონებრივი მდგომარეობა, ის ყოველთვის რჩებოდა ვინსენტის უახლოეს მეგობრად რომელიც ყოველთვის უგებდა მას.[10] ცნობილია, რომ ვინსენტის სამხატვრო კარიერა სწორედ თეოს ფინანსური დახმარების საფუძველზე მიმდინარეობდა წარმატებით. ამასთან თეო ეხმარებოდა ძმას ნამუშევრების პოპულარიზაციაში და ასევე ხალხთან და საკუთარ თავთან კომუნიკაციაში, რაც ვინსენტისთვის იმ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. თეოს ძმისადმი მიწერილი გადარჩენილი წერილების უდიდესი ნაწილი სავსეა ქებით კომპლიმენტებიტა და გამამხნევებელი სიტყვებით. ვინსენტი ყოველთვის უყვებოდა თეოს საკუთარი იდეების, ნამუშევრების, ჩანახატების გრძნობების შესახებ და იცოდა, რომ თეოს რჩევა და აზრი გამოსადეგი და სასიამოვნო იქნებოდა.[11]

მოვაჭრე და არტისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაღათქმაუნდა ხაზგასასმელია, რომ თეო ვან გოგის ცხოვრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გავლენის გამო საკუთარ ძმაზე ვინსენტ ვან გოგზე, თუმცაღა თავად თეოს ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია. მისმა სახელოვნებო და ბიზნეს საქმიანობამ უდიდესი როლი ითამაშა იმდროინდელი თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში, მაგრამ ეს ფაქტი თეოსა და ვინსენტის ურთიერთობით იჩრდილება. თეომ უდიდესი როლი ითამაშა იმდროინდელი ნიდერლანდელი და ფრანგი არტისტების შემოქმედების განვითარებასა და პოპულარიზაციის საკითხში.[12] თეოს ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ მხატვრების ფენასთან და საკმაოდ კარგად იცნობდა მათ, განსაკუთრებით იმპრესიონისტ და პოსტიმპრესიონისტ მხატვრებს, როგორებიც იყვნენ კლოდ მონე და ედგარ დეგა რომლებიც მან საკუტარ კომპანიაში გაიცნო.[13]

1886 წელს თეო ვან გოგმა, ძმა ვინსენტ ვან გოგი მიიწვია პარიზში მასტან ერთად საცხოვრებლად, და ამავე წლის მაისიდან ისინი ერთად ცხოვროობდნენ ბინაში მონმაჟურში. თეომ ვინსენტს პარიზში გაააცნო პოლ გოგენი, პოლ სეზანი, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი, ანრი რუსო, კამილ პისარო და ჟორჟ სერა, 1888 წელს ამას მოჰყვა ის რომ გოგენი შეუერტდა ვინსენტს, დაუახლოვდა მას და მასთან ერთად იცხოვრა კიდეც არლში გარკვეული ხნით.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

მიმოწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძმებს მთელი სიცოცხლის მანძლზე ჰქონდათ მიმოწერა ერთმანეთთან და ეს მათთვის სტიმულის მიმცემი და გამამხნევებელი იყო, განსაკუთრები ვინსენტისთვის რომლის ცხოვრებაც საკმაოდ რთულ მტანჯველ და ემოციურად დატვირთულ ეპიზოდებს შეიცავს. თეო იმ ადამიანების მოკლე სიაშში შედიოდა, რომლებსაც ვინსენტი ენდობოდა და ესაუბრებოდა. ეს წერილები ერთადერთი სანდო წყარო და მასალაა ვინსენტის ცხოვრების შესასწავლად, რომლებშიც არა მარტო მისი ცხოვრების ეტაპების სრული მიმდინარეობა ისახება, არამედ მისი გრძნობები განცდები და შეგრძნებებიც. სულ დაწერილი 800 წერილიდან ვინსენტმა ერთი მესამედი თეოს მიწერა, მათ შორის თავისი პიველი და უკანასკნელი წერილები.[14] ამ წერილების დღემდე მოღწევაში უდიდესი წვლილი მიუძღვით თეოსა და მის მეუღლეს.[10] შემორჩენილია თეოს წერილების ძალიან მცირე რაოდენობა, რადგან ვინსენტმა ვერ შეძლო მათი შენახვა.[15] წერილები შეგროვებული იქნა და გამოიცა წიგნში ვინსენტ ვან გოგის წერილები.[16][17]

ძმების ურთიერთობაზე გადაღებულია ფილმიც სახელად ვინსენტი და თეო (1990), რომლის დირექტორიც იყო რობერტ ოლტმენი ამავე თემაზეა შექმნილი 1956 წლის ფილმი სიცოცხლის წყურვილი, გადაღებული რეჟსორი ვინსენტ მინელის მიერ, რომელშიც თეოს როლს ასრულებს ბრიტანელი მსახიობი ჯეიმზ დონალდი, ვინსენტის როლს კი ჰოლივუდის ვარსკვლავი კირკ დაგლასი.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Two graves and two gravestones side by side; heading behind a bed of green leaves, bearing the remains of Vincent and Theo Van Gogh, where they lie in the cemetery of Auvers-sur-Oise. The stone to the left bears the inscription: Ici Repose Vincent van Gogh (1853–1890) and the stone to the right reads: Ici Repose Theodore van Gogh (1857–1891)
ვინსენტისა და თო ვან გოგის საფლავები ოვერის სასაფლაოზე

თეო ვან გოგის ჯანმრთელობა განსაკუთრებით ვინსენტის გარდაცვალებიდან ერთ თვის შემდეგ გაუარესდა. ის იქვავილემ არნცის საავადმყოფოში, ფსიქიატრიუ ლჰოსპიტალში, დენ დოლერში 1890 წლის 18 ნოემბერს. პარიზში მას დაუსვეს დიაგნოზი რომლის მიხედვითაც ის მწვავე და მზარდი ამბლით იტანჯებოდა. გამოკვლევებმა ეს დიაგნოზი დაადასტურეს. 1 დეკემბრის ჩანაწერებით მისი დიაგნოზია პარალიტიური სიჩლუნგე, ტვინის დაავადება. ის გარდაიცვალა 1891 წლის 25 იანვარს. სიკვდილის მიზეზად სახელდება ტვინის ქრონიკული დამბლა, გამოწვეული „მემკვიდრული თვისებებით, გადაღლითა და დარდით.“[7] 1914 წელს თეო ვან გოგის ცხედარი გადაასვენეს ოვერში თავისი ძმის გვერდით.[18]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Naifeh, Steven and Gregory White Smith. Van Gogh: the Life, p.23 New York: Random House (2011); ISBN 978-0-375-50748-9
  2. In isolation, van is pronounced [vɑn].
  3. "Theo van Gogh. Amsterdam, Van Gogh Museum". JSTOR. Retrieved 25 September 2011.
  4. Jan Hulsker (1990). Vincent and Theo van Gogh: A Dual Biography. Fuller Technical Publications. 
  5. Voskuil, PH. "[Theo van Gogh's medical record]". Ned Tijdschr Geneeskd 136: 1777–80. PMID 1407128.
  6. Google Books, Deborah Hayden, POX, Genius, Madness and the Mysteries of Syphilis, p. 152; retrieved 23 June 2009
  7. 7.0 7.1 van der Veen, Wouter; Knapp, Peter (2010) Van Gogh in Auvers: His Last Days. Monacelli Press, გვ. 260–264. ISBN 978-1-58093-301-8. 
  8. Gunman kills Dutch film director, retrieved 21 July 2009
  9. Portrait of Theo van Gogh, 1887. Van Gogh Museum. წაკითხვის თარიღი: 20 July 2010.
  10. 10.0 10.1 Irving Stone (1937). Dear Theo: The Autobiography of Vincent Van Gogh. The New American Library. 
  11. "Vincent van Gogh(Dutch Painter)" . Britannica. Retrieved 25 September 2011.
  12. "Theo van Gogh. Amsterdam, Van Gogh Museum" . JSTOR. Retrieved 25 September 2011.
  13. Rewald, Gazette des Beaux-Arts 1973
  14. "Important figures in the life of Vincent van Gogh", Van Gogh Gallery. Retrieved 22 May 2011.
  15. რედ. Ronald de Leeuw: The Letters of Vincent Van Gogh. Penguin Group. ISBN 0-7139-9135-6. 
  16. (2009) Vincent van Gogh - The Letters: The Complete Illustrated and Annotated Edition. Thames and Hudson. ISBN 0-500-23865-0. 
  17. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum. წაკითხვის თარიღი: 20 July 2011.
  18. "La tombe de Vincent Van Gogh – Auvers-sur-Oise, France". Groundspeak. Retrieved 23 June 2009.