შინაარსზე გადასვლა

ორი კიბორჩხალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორი კიბორჩხალა
Two Crabs[1]
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1889
კატალოგი F606 და JH1662
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 47
სიგანე 61
ქალაქი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მუზეუმი ეროვნული გალერეა

ორი კიბორჩხალანიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული 1889 წელს, ზეთის საღებავებით ტილოზე. ნახატზე გამოხახულია ორი კიბორჩხალა, ერთი ზურგზე მეორე კი მუცელზე.[2] ტილოს ზომებია 47 × 61 სმ.[3]

ვან გოგმა ნახატი 1889 წლის იანვარში დახატა, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გაეწერა. შესაძლოა ვინსენტს ნახატის დახატვა კაცუსიკა ჰოკუსაის მსგავსი ტიპის ნამუშევარმა შთააგონა, რომელიც მან Le Japon Artistique-ს მაღაზიაში ნახა და შემდგომში, 1888 წელს ძმამ, თეო ვან გოგმა გამოუგზავნა.[2]

ნამუშევარი ლონდონის ეროვნული გალერეის 45 ოთახის ექსპონატია, რომელიც გალერეას პირადი კოლექციონერისგან აქვს ნაქირავები.[3]

მსგავსი ნამუშევარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიბორჩხალა ზურგზე ვან გოგის მიერ შესრულებული მსგავსი ტიპის ნამუშევარია, რომელზეც ერთადერთი, ზურგზე დაწოლილი კიბორჩხალაა გამოსახული, რომელიც ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში ინახება.[2]

კიბორჩხალა ზურგზე (1888)