შინაარსზე გადასვლა

სარატოვის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლქი
სარატოვის ოლქი
რუს. Саратовская область
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 51°47′00″ ჩ. გ. 46°44′00″ ა. გ. / 51.78333° ჩ. გ. 46.73333° ა. გ. / 51.78333; 46.73333
მმართველი Valery Radayev
დაარსდა 5 დეკემბერი, 1936
ფართობი 100830 კმ²
ოფიციალური ენა რუსული ენა
მოსახლეობა 2 369 405 (1 იანვარი, 2025)[1]
სასაათო სარტყელი Samara Time და Europe/Saratov[2]
საავტომობილო კოდი 64 და 164
ოფიციალური საიტი http://saratov.gov.ru/
სარატოვის ოლქი — რუსეთი
სარატოვის ოლქი

სარატოვის ოლქი (რუს. Саратовская область) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი. შედის რუსეთის ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი - სარატოვი. დაარსდა 1936 წლის 5 დეკემბერს.

სარატოვის ოლქი მდებარეობს ქვემო ვოლგისპირეთში, მარჯვენანაპირეთის უმეტესი ნაწილი ვოლგისპირა მაღლობს უკავია, ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კასპიისპირა დაბლობია. აღმოსავლეთი საზღვარი ობშჩი-სირტის კალთებზეა. მთავარი მდინარეა ვოლგა (420 კილომეტრი ოლქის ფარგლებში), რომელზედაც გაშენებულია ვოლგოგრადისა და სარატოვის წყალსაცავები. დასავლეთ ნაწილში მიედინება ხოპიორი, მედვედიცა, ილოვლია (დონის მარცხენა შენაკადები. ტერიტორიის დიდი ნაწილი სტაპის ზონაშია, ტყეს 5 % უკავია. ოლქს სამხრეთით ესაზღვრება ყაზახეთი, დასავლეთიდან ვოლგოგრადის, ვორონეჟისა და ტამბოვის ოლქები, ჩრდილოეთიდან სამარის, ულიანოვსკისა და ორენბურგის ოლქები.

2002 წლის აღწერის მიხედვით ოლქში ცხოვრობს:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Оценка численности постоянного населения на 1 января 2025 г. и в среднем за 2024 г. и компоненты её измененияРосстат, 2025.
  2. https://data.iana.org/time-zones/tzdb-2021e/europe