ყაბარდოელები
ყაბარდოელები (საკუთარი სახელწოდება адыгэ ადიღე) — ხალხი, ცხოვრობენ ძირითადად ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. საერთო რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში 520 000 კაცი (2002).[1] სახლობენ აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. ენა ყაბარდოული. განეკუთვნება კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღურ ჯგუფს.
მორწმუნე მუსლიმანები არიან (XVIII საუკუნემდე გავრცელებული იყო ქრისტიანობა და წარმართულ რწმენათა ნაშთები). ეთნოგენეზი საერთო აქვთ სხვა ადიღეებთან. ყაბარდოელების ხალხად ჩამოყალიბება დაკავშირებულია ფეოდალურ ურთიერთობების განვითარებასთან (XII-XIV საუკუნეებში). 1557 წელს შეუერთდნენ რუსეთს. ყაბარდოელების ძირითადი საქმიანობა — მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა (ხის კვეთა, მეიარაღეობა, მეუნაგირეობა, მექეჩეობა, მენაბდეობა, ოქრომჭედლობა).
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X, გვ. 605, თბ., 1985 წელი.