არაბული დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არაბული ანბანი)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არაბული დამწერლობა
ტიპი: კონსონანტური
ენები: არაბული, ქურთული, სპარსული(ფარსი), პუშტუ, დარი, ურდუ და სხვა
დროის პერიოდი: 400-დან დღემდე
წინამორბედი დამწერლობები: ქანაანური დამწერლობა
 ფინიკიური დამწერლობა
  არამეული დამწერლობა
   სირიული დამწერლობა
    არაბული დამწერლობა
ISO 15924 კოდი: Arab
Arabic albayancalligraphy.svg
არაბული დამწერლობის გავრცელების არეალი.
არაბული კალიგრაფია

არაბული დამწერლობა (არაბ. الأبجدية العربي „ალ–აბჯადიჲა ალ-არაბიჲა“) — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დამწერლობა მსოფლიოში. მას ძირითადად იყენებენ არაბულ ქვეყნებში, აგრეთვე ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში. ისტორიულად არაბული ანბანის არსებობა მტკიცდება ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, ან ბოსნია. ამ უკანასკნელში არაბული ანბანის ბოსნიურ, დიაკრიტიკულად გავრცობილ ნაირსახეობას „არებიცას“ უწოდებენ.

ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბული ანბანი შედგება 28 ასოსგან და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. ასოების დიდ ნაწილს ოთხი სხვადასხვა სახე აქვს იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში. არაბულ ანბანში არ არის ხმოვნები. მათ აღსანიშნავად გამოყენებულია დიაკრიტიკული ნიშნები. წერის დროს ასოები ერთმანეთზეა გადაბმული, გამონაკლისია 6 ასო რომელიც მარცხნიდან არ გადაებმებიან ეს ასოებია: (ا)-ალიჶ,(د)-დალ,(ذ)-ზალ,(ر)-რა, (ز)-ზაინ, (و)-ვავ. გადაბმული წერა აუცილებელი მოთხოვნა არაბულისთვის. ქართულში გადაბმულად წერას ვიყენებთ მხოლოდ ხელნაწერში და სავარაუდოა, რომ არაბულის გავლენა უნდა იყოს.

ასო სიტყვის ბოლოში სიტყვის შუაში სიტყვის თავში თავისუფალი რიცხვითი მნიშვნელობა სახელწოდება ქართული
მნიშვნელობა
IPA
ტრანსკრიპცია
ლათინური
ტრანსლიტერაცია
1 1 أَلِفʾალიჶ ʾ /ʔ/ / // (/u/, /i/)
2 2 بَاءბა̄’ /b/ b
3 400 تَاءთა̄’ /t/ t
4 500 ثَاءა̄’ ჟღერს, როგორც
ინგლისური th (thank you),
ეგვიპტურ დიალექტში კი
როგორც — ან
/θ/
5 3 جِيمჯი̄მ /d͡ʒ/ ǧ
6 8 حَاءა̄’ /ħ/
7 600 خَاءხა̄’ /χ/
8 4 دَالდა̄ლ /d/ d
9 700 ذَالა̄ლ ჟღერს, როგორც
ინგლისური th (that)
/ð/
10 200 رَاءრა̄’ /r/ r
11 7 زَايზა̄ჲ (ზაჲნ) /z/ z
12 60 سِينსი̄ნ /s/ s
13 300 شِينში̄ნ /ʃ/ š
14 90 صَادსა̄დ //
15 ﺿ 800 ضَادდა̄დ //
16 9 طَاءტა̄’ //
17 900 ظَاءზა̄’ /ðˁ/
18 70 عَيْن‘აჲნ ʻ, ჸ /ʕ/ ʕ/ʿ
19 1000 غَيْنღაჲნ /ʁ/ ġ
20 80 فَاءჶა̄’ /f/ f
21 100 قَافკა̄ჶ მაგარი კ (ახლოსაა ყ-თან) /q/ q
22 20 كَافქა̄ჶ /k/ k
23 30 لاَمლიამ რბილი ლ /l/ l
24 40 مِيمმი̄მ /m/ m
25 50 نُونნუ̄ნ /n/ n
26 5 هَاءჰა̄’ /h/ h
27 6 وَاوვავ (უაუ) უ̂ (ინგლისური wow) /w/ / // w
28 10 يَاءჲეჰ’ /j/ / // y

დიაკრიტიკული ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიშანი სახელწოდება
00-Fatha.png ჶათჰა (فَتْحَة), მოკლე „ა“; გრძელი „ა“ გამოისახება < ـَا >
00-Fathatan.png თანუინ ჶათჰა იკითხება, როგორც „ან“; دَفْتَرًا - დაფთარ-ან
00-Kasra.png ქასრა (كَسْرَة), მოკლე „ი“; გრძელი „ი“ - < ـِي >
00-Kasratan.png თანუინ ქასრა იკითხება, როგორც „ინ“; دَفْتَرٍ - დაფთარ-ინ
00-Damma.png დამმა (ضَمَّة), მოკლე „უ“; გრძელი „უ“ - < ـُو >
00-Dammatan.png თანუინ დამმა იკითხება, როგორც „უნ“; دَفْتَرٌ - დაფთარ-უნ
00-Sukun.png სუქუუნ (سُكُون), დაისმის იმ თამხმოვნის თავზე, რომელსაც არ მოსდევს ხმოვანი.
01a-Alif-Hamza.png ჰამზა (همزة)
(სურათზე ალიჶთან ერთად), ყველაზე ხშირად დაისმის (و ي ا) ასოების თავზე და აღნიშნავს, რომ ხმოვანს წინ არ უძღვის თანხმოვანი.
00-Taschdid.png თაშდიდ (تشديد) ან შადდა (شَدَّةٌ), გადმოსცემს თანხმოვნის გაძლიერებას, გაორმაგებას; دَقَّ - დაყყა
00-Alif-Wasla.png უასლა (وصلة)
(სურათზე ალიჶთან ერთად), იწერება ალიჶ-ის თავზე და აღნიშნავს, რომ ეს ალიჶ-ი არ იკითხება.
01c-Alif-Madda.png მადდა (مدة)
(სურათზე ალიჶთან ერთად), იწერება ალიჶ-ის თავზე და ჩაენაცვლება ასოთა შეთანმება „ءَا-ს“, ან მიუთითებს ხმოვნის 2-ჯერ და მეტად დაგრძელებას.

არაბული ციფრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბები გამოიყენებენ ინდურ ციფრებს. ეს ციფრები მოგვიანებით ევროპელებმა გადაიღეს და დღემდე არაბულს უწოდებენ, მაგრამ ევროპაში გამოყენებული ციფრები მნიშვნელოვნად განსხვავდება არაბულ ქვეყნებში გამოყენებული ციფრებისაგან:

٠١٢٣٤٥٦٧٨٩

აღმოსავლეთ არაბულ ქვეყნებში, ირანში, პაკისტანში, ინდოეთში იყენებენ აღმოსავლეთ არაბულ ციფრებს:

۰۱۲۳۴۵۶۷۸۹

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Арабское письмо», Советский энциклопедический словарь. ред. А. М. Прохоров. М. Советская Энциклопедия. 1987 г., გვ. 70