აფხაზურ-ადიღური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  ადიღური ენები
  აფხაზურ-აბაზური ენები
  უბიხური ენა
აფხაზურ-ადიღური ენები კავკასიაში
აფხაზურ-ადიღური ენები თურქეთში

აფხაზურ-ადიღური ენები[1], ან ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური ენებიიბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ჩრდილო-დასავლური ჯგუფი. მოიცავს აფხაზურ, აბაზურ, ადიღეურ, ყაბარდოულ და უბიხურ ენებს.

კლაციფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამახასიათებელი ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ენათა ერთ ჯგუფად გაერთიანება ეფუძნება მათთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს:

  1. ფონეტიკაში ხმოვანთა სისტემა მარტივია (2—3 ფონემა), თანხმოვანთა — რთული (80-მდე ფონემა);
  2. გრამატიკაში — სახელის სისტემა მარტივია, ზმნისა — შეუდარებლად რთული.

ზმნაში პრევერბები და სიტყვაწარმოების პრეფიქსები წარმოდგენილია დიდი რაიოდენობით. სახელისა და ზმნის ფუძეები უპირატესად ერთმარცვლიანია. მარტივი წინადადება ქმნის ინდეფინიტურ, ნომინატიურ და ერგატიულ კონსტრუქციებს. წინადადებაში სიტყვათა რიგს გრამატიკული მნიშვნელობა ენიჭება.

აფხაზურ-ადიღური ენების ლექსიკის ერთიანობა დაცულია უპირატესად ნაცვალსახელებში, რიცხვით სახელებსა და ზმნებში, ყველა ეს ენა აგლუტინაციურია პოლისინთეტიზმის ტენდენციითურთ. ამ საერთო ნიშნების გარდა, დასტურდება ზოგიერთი მოვლენა, რომლის მიხედვითაც ცალ-ცალკე ჯგუფდება აფხაზურ-აბაზური ენები (ნივთისა და ადამიანის გრამატიკული კლასების არსებობა, ბრუნვათა სისტემის უქონლობა) და ადიღური ენები (ადიღეური და ყაბარდოული; შედარებით განვითარებული ბრუნება, გრამატიკული კლასების გაქრობა). უბიხურ ენას გარდამავალი ადგილი უჭირავს ამ ორ ქვეჯგუფს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007