შინაარსზე გადასვლა

ტამბოვის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლქი
ტამბოვის ოლქი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 52°43′12″ ჩ. გ. 41°27′11″ ა. გ. / 52.72000° ჩ. გ. 41.45306° ა. გ. / 52.72000; 41.45306
დაარსდა 27 სექტემბერი, 1937
ფართობი 34300 კმ²
მოსახლეობა 956 292 (2024)
სასაათო სარტყელი მოსკოვის დრო და ევროპა/მოსკოვი[1]
საავტომობილო კოდი 68
ოფიციალური საიტი http://www.tambov.gov.ru/
ტამბოვის ოლქი — რუსეთი
ტამბოვის ოლქი

ტამბოვის ოლქი (რუს. Тамбовская область) — ოლქი რუსეთში. შედის რუსეთის ცენტრალურ ფედერალურ მხარეში. დაარსდა 1937 წლის 27 სექტემბერს. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ტამბოვი.

მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ცენტრში და უკავია ოკა-დონის ვაკის ცენტრალური ნაწილი. საშუალო სიმაღლე 110-115 მეტრია. მდინარეები განეკუთვნება ვოლგისა (ცნა შენაკადებით — ჩელნოვაია, კერშა, კაშმა) და დონის (ვორონეჟი შენაკადებით — ვორონა, სავალა, ბიტიუგი, მატირა) აუზებს. ცნა ადგილობრივი მნიშვნელობის სანაოსნო მდინარეა. ესაზღვრება რიაზანის, პენზის, სარატოვის, ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქები.

2002 წლის მონაცემების მიხედვით ოლქში ცხოვრობს:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: