შინაარსზე გადასვლა

ვლადიმირის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვლადიმირი (მრავალმნიშვნელოვანი).
ოლქი
ვლადიმირის ოლქი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
შიდა დაყოფა Alexandrovsky District[1] , Vyaznikovsky District[1] , Gorokhovetsky District[1] , Gus-Khrustalny District[1] , Kameshkovsky District[1] , Kirzhachsky District[1] , Kovrovsky District[1] , Kolchuginsky District[1] , Melenkovsky District[1] , Muromsky District[1] , Petushinsky District[1] , Selivanovsky District[1] , Sobinsky District[1] , Sudogodsky District[1] , Suzdalsky District[1] , Yuryev-Polsky District[1] , Kovrov Urban Okrug[1] , Murom Urban Okrug[1] , Closed Town of Raduzhny[1] , Municipal Formation of the City of Gus-Khrustalny[1] და Municipal Formation of the City of Vladimir[1]
კოორდინატები 56°05′00″ ჩ. გ. 40°37′00″ ა. გ. / 56.08333° ჩ. გ. 40.61667° ა. გ. / 56.08333; 40.61667
მმართველი Vladimir Sipyagin
დაარსდა 14 აგვისტო, 1944
ფართობი 29000 კმ²
მოსახლეობა 1 309 942 (2024)
სასაათო სარტყელი მოსკოვის დრო, ევროპა/მოსკოვი[2] და UTC+3
საავტომობილო კოდი 33
ოფიციალური საიტი http://www.avo.ru/
ვლადიმირის ოლქი — რუსეთი
ვლადიმირის ოლქი

ვლადიმირის ოლქი (რუს. Влади́мирская о́бласть) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ცენტრალურ ფედერალურ ოლქში.

ვლადიმირის ოლქი რუსეთის ევროპულ ნაწილში, ვოლგა-ოკას შუამდინარეთის სამხრეთით მდებარეობს. ოლქის სიგრძეა 170 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და 280 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.

ოლქის ჰავა ზომიერად კონტინენტურია, 0 °C ქვემოთ ტემერატურის დღე-ღამური ხანგრძლივობა 137 დღეა, საშუალო წლიური ტემპერატურა 5 °C-ია (სტანდარტული გადაცდომა 12 °C), იანვრის საშუალო ტემპერატურაა −13 °C, ივლისისა +19 °C, თოვლის საფარის საშუალო სისქე 40 მმ-ია (დაახლოებით 144 დღე დევს). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 420—740 მმ, ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა 160-180 დღეა.

ნაპოვნია ადამიანის სადგომები - „სინგირი“ - ზემო პალეოლითის დროიდან (დაახ. 25 ათასი წლის წინ ჩვენს ერამდე). მურომის არქეოლოგიური გათხრებით ამ მიწების ფინო-უგორული წარმომავლობა მტკიცდება. შუა საუკუნეებიდან ამ ტერიტორიებს უკვე რუსები იკავებენ.

  • მოსახლეობა 1449,5 ათ. ადამიანი (იანვარი 2008) (1472,6 — 2006; 1487,2 — 2005)
  • მოსახლეობის სიმჭიდროვე: 49,8 ად./კმ² (იანვარი 2008)
  • ქალაქის მოსახლეობის კუთრი წონა: 77,8 % (იანვარი 2008) (77,5 % — (2006) 78,5 % — (2005))
ეროვნებამოსახლეობა 2002 წელს, ათ. (*დაარქივებული 2012-01-26 საიტზე Wayback Machine. )
რუსები1443,9
უკრაინელები16,8
თათრები8,7
ბელარუსები5,7
სომხები5,0
მორდველები3,6
აზერბაიჯანელები3,1
ჩუვაშები2,3
ბოშები2,3
მოლდოველები2,1
გერმანელები1,4
ქართველები1,0
მარიელები1,0
ნაჩვენები ეროვნებების რაოდენობა 1000 კაცს აღემატება

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 OKTMO. 179/2016.
  2. https://data.iana.org/time-zones/tzdb-2021e/europe