ბორსო დ’ესტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორსო დ’ესტე

ბორსო დ’ესტე (იტალ.: Borso d'Este) (დ. 1413 — გ. 20 აგვისტო, 1471) — ფერარას, მოდენასა და რეჯიო ემილიას მარკიზის ნიკოლო III დ’ესტეს უკანონო შვილი. მისი ძმის ლეონელო დ’ესტეს სიკვდილის შემდეგ 1450 წლის 1 ოქტომბერს ბორსო დ’ესტე მარკიზი გახდა.

1452 წლის 18 მაისს მან იმპერატორ ფრიდრიხ III-ისაგან ფერარა და მოდენა სამფლობელოდ, როგორც ვასალური მიწები და გერცოგის ტიტული მიიღო. 1471 წლის 14 აპრილს ამჯერად პაპისაგან მიიღო იგივე ფერარას ტერიტორია ვასალობის გარანტიით.

ბორსო დ’ესტეს კარი “ფერარას სამხატვრო სკოლის” ცენტრი იყო. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მხატვრები ფრანჩესკო დელ კოსა, ერკოლე დე’რობერტი და კოზიმო ტურა.

ბორსო დ’ესტე არ დაქორწინებულა და შთამომავალიც არ დაუტოვებია. მისი მემკვიდრე ნახევარძმა ერკოლე I დ’ესტე გახდა.