მემუარები
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა

ჰენრი ტოროს მემუარების, „უოლდენის“ სატიტულო გვერდი. (1854)
მემუარები (ფრანგ. memoire, ლათ. memoria - მოგონება) — ეპიკური ჟანრის პუბლიცისტური ნაწარმოები. იმ პირთა ჩანაწერები, რომელნიც წარსულ ამბავთა მონაწილენი თუ თვითმხილველნი იყვნენ[1][2]. თხრობის ფორმითა და ასახული მასალის მოწოდებით უახლოვდება დღიურს.
მემუარებში ორი მხარეა საყურადღებო:
- მწერლის პიროვნული, ავტობიოგრაფიული მომენტის წინ წამოწევა, რომლითაც შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ მისი ცხოვრების ზოგიერთ მხარეს;
- საერთო საზოგადოებრივი ამბების, ეპოქის, ისტორიული შემთხვევების, საზოგადოებრივი აზრის განვითარების აღწერა, რომლის უშუალო მონაწილეც ზოგჯერ თვით მწერალი ყოფილა. ამიტომ, ძალზე ხშირად, მეტად მნიშვნელოვანია მემუარების ავტორის მიერ მოწოდებული ცნობები.
მემუარების ნიმუშებია: სენ-სიმონის მემუარები, ნაპოლეონ ბონაპარტეს მემუარები წმინდა ელენედან, შარლ დე გოლის მემუარები. ქართულ ლიტერატურაში აღსანიშნავია დ. კლდიაშვილის, დ. ყიფიანის და ა.შ.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ „memoir“. Merriam-Webster.com. Merriam-Webster. July 5, 2015. http://www.merriam-webster.com/dictionary/memoir.
- ↑ „memoir“. Oxford Dictionaries. Oxford University Press. July 5, 2015. http://www.oxforddictionaries.com/us/definition/american_english/memoir.