შინაარსზე გადასვლა

ტარია ტურუნენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარია ტურუნენი


ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტარია სოილ სუზანა ტურუნენი
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1977 (1977-08-17) (47 წლის)
დაბ. ადგილი Puhos, კიტეე
წარმოშობა კიტეე, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი სიმფონიური მეტალი, სიმფონიური როკი, კლასიკური მუსიკა, ოპერა, შერეული ჟანრები
საქმიანობა მომღერალი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო, ფლეიტა, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1996 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal, Spinefarm, Nuclear Blast, Roadrunner, NEMS Enterprises, Century Media, Drakkar Entertainment
საიტი tarjaturunen.com
ტარია ტურუნენი ვიკისაწყობში

ტარია ტურუნენიფინელი (ეთნიკურად ბალტიისპირელ-ფინელი) საოპერო, სრული ლირიკული სოპრანო, მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი. იგი დაიბადა 1977 წლის 17 აგვისტოს. ტარიას გამოშვებული აქვს ხუთი სოლო ალბომი. ის ცნობილია როგორც სიმფონიურ-პაუერ მეტალ ჯგუფ Nightwish-ის ყოფილი ლიდერი ვოკალისტი. Nightwish 1996 წელს დააარსეს ტარიამ და მისმა მეგობრებმა, ტუომას ჰოლოპაინენმა და ემპუ ვუორინენმა. ჯგუფის პირველი ალბომი იყო Angels Fall First, რომელიც გამოვიდა 1997 წლის 1 ნოემბერს. ტარიამ ჯგუფი დატოვა 2005 წლის 22 ოქტომბერს, ცხრაწლიანი მუშაობის შემდეგ, ტურ „Once upon a Tour“-ის ბოლოს.

2006 წელს, ტურუნენმა გამოუშვა საახალწლო ალბომი, Henkäys Ikuisuudesta, რის შემდეგაც, 25 ნოემბრიდან 26 დეკემბრამდე გამართა კლასიკური ტური. 2007 წელს, ტარიამ გამოუშვა My Winter Storm, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ჟანრებს, სიმფონიურ მეტალს, გოთიკურ მეტალს, კლასიკას და სხვ. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ამ ალბომის 500,000 ასლი, ხოლო Nightwish-ის ალბომები მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 5,5 მილიონი ასლის ოდენობით. ალბომის ტური, Storm World Tour, დაიწყო 2007 წლის 25 ნოემბერს და 2009 წლის 19 ოქტომბერს, ლონდონში დასრულდა.

What Lies Beneath, მომღერლის დღეისათვის ბოლო სოლო-ალბომი, 2010 წლის 3 სექტემბერს გამოვიდა. 2010 წლის 19 ივლისს გამოვიდა ამ ალბომის პირველი სინგლი, „Falling Awake“, ხოლო ოფიციალური სინგლი Until My Last Breath გამოვიდა 16 აგვისტოს.

ტარიას მიღებული აქვს 50-ზე მეტი პლატინისა და ოქროს დისკი; მისი გაყიდული ჩანაწერების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 6 მილიონ ასლს შეადგენს.

დაიბადა ფინეთში, კერძოდ - კიტეეში. ტურუნენი ძმებთან ერთად აღიზარდა. მან ფორტეპიანოზე დაკვრა ექვსი (6) წლის ასაკში დაიწყო. ტარია სკოლის ყველა ღონისძიებაზე მღეროდა და ყოველთვის იმსახურებდა მხურვალე ტაშს. როგორც მისი სკოლის მუსიკის მასწავლებელი, პლამენ დიმოვი აღნიშნავს, ტურუნენს არ სჭირდებოდა ბევრი ახსნა, იგი ერთხელ სწავლებითაც ყველას სჯობდა, როდესაც სხვა ნიჭიერ ბავშვებს მუდმივად უჭირდათ ხმის კონტროლი. ტარია არ მოსწონდათ სკოლელ გოგონებს, რადგან მისი ლამაზი ხმისა შურდათ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დიმოვმა პატარა მომღერლისათვის სკოლის გარეთ დაიწყო ღონისძიებების ჩატარება. როდესაც ტარია ტურუნენი 15 წლისა იყო, მან ათასობით მსმენელისათვის შეასრულა რამდენიმე სიმღერა ეკლესიებში.

მოგვიანებით, ტარია სავონლინას მუსიკისა და ხელოვნების სკოლაში შევიდა; თვრამეტი წლის ასაკში კი ქალაქ კუოპიოში გადავიდა საცხოვრებლად, რომ სიბელიუსის აკადემიაში ესწავლა. ასეც მოხდა, მან წარმატებით დაამთავრა აღნიშნული კონსერვატორია და მიიღო მაგისტრის ხარისხი.

ტარიამ 2003 წელს დაამთავრა კარლსრუეს (გერმანია) კონსერვატორია (Hochschule für Musik Karlsruhe) კლასიკური სიმღერის განხრით, სადაც მიენიჭა დოქტორის კვალიფიკაცია.

შესრულების სტილი და დიაპაზონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტარია ტურუნენის ხმის დიაპაზონი ალბომის „My Winter Storm“ მიხედვით.

ტარია ტურუნენი საოპერო სოპრანოა (სრული ლირიკული სოპრანო) 3 ოქტავის დიაპაზონით. სიმღერისას შეუძლია მეცო-სოპრანოსა და კონტრალტოს ნოტების გამოყენება, რამდენიმე სიმღერაში იყენებს კოლორატურული სოპრანოს ნოტებსაც.

ტარია თითქმის ყველა ნაწარმოებს ასრულებს საოპერო ტექნიკით — როგორც კლასიკურს, ასევე როკ-სიმღერას. ხშირად მოიხსენიება როგორც როკ–სოპრანო.

მუსიკალური ნაწყვეტები:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: