ლაპლანდია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაპლანდია (მრავალმნიშვნელოვანი).
LocationSapmi.png
რაპადელტა, სარეკის ეროვნული პარკი

ლაპლანდია (საამთა ენაზე Sápmi, Sámeednam, ფინურად Lappi, შვედურად Lappland და ნორვეგიულად Lapland) — ტრადიციულად საამებით (ლოპარებით, ლაპლანდებით) დასახლებული კულტურული რეგიონის დასახელება. მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში (ფენოსკანდინავიის ჩრდილოეთი). ლაპლანდია ერთიანი სახელმწიფო არასდროს ყოფილა; დღესდღეობით ის დანაწილეობული აქვს ოთხ სახელმწიფოს, ესენია: ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და რუსეთი.

სარეკის ეროვნული პარკი

გეოგრაფიული მონაცემები[რედაქტირება]

შვედეთის ლაპლანდია უამრავი მდინარის ველებით და ხეობებით დასერილ მთისწინეთს წარმოადგენს.მისი ჩრდილო და დასავლეთი ნაწილი კელენის მაღლობების წანაზარდებით არის დაკავებული. ამ მთიანეთს ტბებითა და ჭაობებით მდიდარი ტერასა მოსდევს, მის იქით კი ტყეებითა და საძოვრებით მდიდარი საზღვაო ზოლია. ეს მხარე შედარებით განვითარებული მოსახლეობით არის დასახლებული, მთებში კი მომთაბარე საამები სახლობენ.

ლაპლანდიის ტერიტორიაზე ისეთი დიდი მდინარეები მიედინება, როგორიცაა : ტურნეო, მუონიო, კემიიოკი, ოულუიოკი, კალიქსი, ლულე, პიტე, ტულომა, ივალოიოკი.

რეგიონის ტერიტორიაზე ტუნდრა და მუდმივი ყინულიც ხშირი სანახავია. საამების ეროვნული პარკი - ევროპაში უმსხვილეს ეროვნულ პარკად არის მიჩნეული.

პეიზაჟი ქალაქ იოკმოკთან, შვედეთი

ისტორიული მონაცემები[რედაქტირება]

ლაპლანდიაში ნადირობისა და თევზჭერის ნეოლითის დროინდელი კვალია აღმოჩენილი. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, დაახლოებით, 100 წელს, ლაპლანდია საამებით დასახლდა, რომლებიც XVII საუკუნეში შვედებმა შეავიწროვეს, ჩრდილოეთისკენ განდევნეს და დახარკეს. ლაპლანდიის სამხრეთი ნაწილი 1809 წლამდე შვედეთს ეკუთვნოდა. მომდევნო პერიოდებში კი თანამედროვე ფინეთის ტერიტორია და მასთან ერთად ლაპლანდიაც რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა. შესაბამისად, 1809 წლიდან სამხრეთი ლაპლანდია გაიყო დასავლეთ (შვედურ) და აღმოსავლეთ (ფინურ) ნაწილებად. 1917 წელს ფინეთმა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დამოუკიდებლობა აღიდგინა, თუმცაღა, მოკლე ხანში თავისი ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორიები (კარელია, კოლის ნახევარკუნძული) დაკარგა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლაპლანდიის მოსახლეობა მსოფლიოს თეთრკანიან მოსახლეობას შორის, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი წესით ცხოვრობს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ოთხ ქვეყანაში მდებარე ლაპლანდია შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად იყოფა:

უმსხვილესი ქალაქები: კირუნა, როვანიემი, იოკმოკი, არვიდსიაური, ტორნიო, ინარი, კოლის ნახევარკუნძულზე ქალაქი მურმანსკი, რომელიც რეგიონის უდიდესი ქალაქია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: