ტუომას ჰოლოპაინენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტუომას ჰოლოპაინენი
Nightwish Zagreb (02).JPG
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტუომას ლაური იოჰანეს ჰოლოპაინენი
დაიბადა 25 დეკემბერი, 1976 (1976-12-25) (41 წლის)
კიტეე, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი სიმფონიური მეტალი, პაუერ მეტალი, გოთიკური მეტალი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი კლავიშებიანი საკრავები, ფორტეპიანო, გიტარა, ვოკალი, ბას გიტარა, საქსოფონი, კლარნეტი
აქტიური 1992- დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Spinefarm, Nuclear Blast, Roadrunner, Century Media, Drakkar Entertainment
ასოციაციები Nightwish, For My Pain..., ტიმო რაუტიაინენი
საიტი Tuomas-Holopainen.com - ოფიციალური საიტი

ტუომას ლაური იოჰანეს ჰოლოპაინენი (დ. 25 დეკემბერი, 1976, კიტეე, ფინეთი) — ფინელი კომპოზიტორი, პოეტი, მუსიკოსი და პროდიუსერი — ჯგუფ Nightwish-ის თანადამაარსებელი.ის ცნობილია როგორც სიმფონიურ მეტალ ჯგუფ Nightwish-ის კომპოზიტორი და პიანისტი. Nightwish 1996 წელს დააარსეს ტუომას ჰოლოპაინენმა და მისმა მეგობრებმა,ემპპუ ვუორინენმა და ტარია ტურუნენმა. ჯგუფის პირველი ალბომი იყო Angels Fall First, რომელიც გამოვიდა 1997 წლის 1 ნოემბერს. ის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ჯგუფია ფინეთში და მსოფლიო მასშტაბით 7 მილიონზე მეტი დისკი აქვს გამოცემული; მიღებული აქვს 11 ოქროსა და 11 პლატინის ჯილდო. Nightwish-ის ალბომები მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 5,5 მილიონი ასლის ოდენობით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუომას ლაური იოჰანეს ჰოლოპაინენი დაიბადა 1976 წლის 25 დეკემბერს, შობის დღეს, ფინეთის ქალაქ კიტეეში. 6 წლის ასაკში დედამისმა ტუომასი მიიყვანა კარელიის მუსიკალურ სკოლაში პიანინოს გაკვეთილებზე, რამდენიმე წლის შემდეგ მუსიკალური ცხოვრება გააგრძელა კლარნეტისა და საქსაფონის სწავლით. მუსიკის თეორიის კლასები უკვე დამთავრებული ჰქონდა, როდესაც საბოლოო გამოცდა ჩააბარა ინსტრუმენტებზე და მიიღო დიპლომი 15 წლის ასაკში, იგივე წელს, იგი გადაფრინდა კანსასში ერთი წლით როგორც უცხოელი სტუდენტი.1992 წლის სექტემბერში ტუომასი ოჯახმა წაიყვანა კანსასის ქალაქში, რომ ენახა Metallica–ს და Guns 'N Roses კონცერი, კონცერტმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მის მუსიკალურ და საერთოდ მთელ მის ცხოვრებაზე. შტატებიდან დაბრუნებისას, 93 წელს მეგობრებისაგან შემოთავაზება მიიღო რომ გაწევრიანებულიყო ჯგუფში სახელად "Dismal Silence" . შემდეგ ამას მოყვა "Nattvindens Gråt" და "Darkwoods My Betrothed." ამ ჯგუფებში ყოფნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1996 წლის ბოლოს გაჩნდა Nightwish–ის შექმნის იდეა. Nightwish–ის გარდა, აქვს რამდენიმე სხვა პროექტი, მაგალითად: "Sethian" , "For My Pain", "Kotiteollisuus", "Timo Rautiainen" & "Trio Niskalaukaus", "Silentium" (პროდიუსერი) & "Indica" (პროდიუსერი).

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nightwish[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Darkwoods My Betrothed[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

With Timo Rautiainen[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kylähullut[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: