ფანტაზია (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფანტაზია
რეჟისორი
პროდიუსერი
მთხრობელი დიმზ ტეილორი
როლებში
მუსიკა ფილადელფიის ორკესტრი
ოპერატორი ჯეიმზ უონგ ჰაუ
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი
პრემიერა
  • ნოემბერი 13, 1940 (1940-11-13)
ხანგრძლივობა 126 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 2.28 მილიონი აშშ დოლარი[2][3]
შემოსავალი 76.4–83.3 მილიონი აშშ დოლარი[4][5]

ფანტაზია (ინგლ. Fantasia) — 1940 წლის მუსიკალური ანიმაციური ფილმი, გადაღებული უოლტ დისნეის პროდიუსერობით და გამოშვებული Walt Disney Productions-ის მიერ. სცენარის ავტორები არიან ჯო გრანტი და დიკ ჰუმერი, ხოლო მეთვალყურე პროდიუსერი — ბენ შარპსტინი. ეს არის მესამე დისნეის სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებს შორის. „ფანტაზია“ შედგება ცხრა დამოუკიდებელი ანიმაციური ჩანახატისგან, რომლის მუსიკალურ თანხლებას ასრულებს ფილადელფიის ორკესტრი ლეოპოლდ სტოკოვსკის ხელმძღვანელობით. ყოველი ამ ცხრა ნაწილისგან შესრულებულია საკუთარ სტილისტიკაში და დამოუკიდებელია სიუჟეტურად, ხოლო მათი მაკავშირებელია კრიტიკოს და კომპოზიტორ დიმზ ტეილორის, როგორც კონფერანსიეს, კომენტარები და ორკესტრის რეპეტიცია ყოველი ეპიზოდის წინ.

დისნეიმ ფილმის კონცეფცია შეიმუშავა, როდესაც თითქმის დაასრულეს მუშაობა ანიმაციურ ეპიზოდზე „ჯადოქრის შეგირდი“. იგი განკუთვნილი იყო „სულელური სიმფონიებისთვის“ და უნდა აღენიშნა მიკი მაუსის დაბრუნება, ვინაიდან მანამდე მისმა პოპულარობამ იკლო. წარმოება უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე სავარაუდო შემოსავალი, ამიტომ დისნეიმ გადაწყვიტა, ეს ეპიზოდი შეეტანა ფილმში, რომელშიც სხვა ეპიზოდებიც მოხვდებოდა. საუნდტრეკი იწერებოდა მრავალარხიან სისტემაზე და წარმოდგენილი იყო Fantasound-ის ფორმატით, საპილოტო ჟღერადობით, რომელმაც „ფანტაზია“ აქცია სტერეო აუდიოს თანხლებით ნაჩვენებ პირველ კომერციულ ფილმად.

„ფანტაზია“ პირველად გამოვიდა შეზღუდული რაოდენობის კინოთეატრებში, აშშ-ის ცამეტ ქალაქში, 1940 წლის 13 ნოემბრიდან. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მიანიჭეს, მეორე მსოფლიო ომის ფონზე მიმდინარე მოვლენების გამო, ევროპაში ფილმი არ გამოსულა. ამ მიზეზით, ფილმის წარმოების დიდი ხარჯით, სპეციალური ხმოვანი სისტემის კინოთეატრებში მონტაჟთან დაკავშირებული პრობლემების გამო, „ფანტაზიას“ შემოსავალი არ ჰქონია. შემდგომში „ფანტაზია“ არაერთხელ გამოვიდა ხელმეორედ, ამა თუ იმ ვერსიაში შეცვლილი ორიგინალური კადრებით, აღდგენილი თუ ამოშლილი აუდიოთანხლებით. 2012 წლისთვის აშშ-ში ფილმის შემოსავალმა 76.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იგი ყველა დროის რიგით 22-ე შემოსავლიანი ფილმი იყო (ინფლაციის გათვალისწინებით). „ფანტაზია“ იქცა ფრენჩაიზად, რომელშიც შედის მთელი რიგი ვიდეო თამაშები, დისნეილენდის ატრაქციონები, კონცერტები და კინოთეატრებში გამოსული „ფანტაზია 2000“, შექმნილი როი ედვარდ დისნეის მიერ. „ფანტაზიის“ რეპუტაცია წლების განმავლობაში გაიზარდა, იგი ამჟამად ფართოდ არის აღიარებული. 1998 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა იგი შეიტანა თავისი 100 საუკეთესო ფილმის სიაში, 58-ე ადგილზე. ამავე გაერთიანების საუკეთესო ანიმაციური ფილმების ათეულში იგი მეხუთე ადგილს იკავებს.

პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა მასალა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FANTASIA (U). British Board of Film Classification (July 21, 1941). წაკითხვის თარიღი: January 10, 2014.
  2. Goldmark and Taylor, p. 88
  3. Paris, Barry. (November 13, 1982) 'Fantasia' gets a re-recorded soundtrack. Pittsburgh Post-Gazette. წაკითხვის თარიღი: March 6, 2011.
  4. Fantasia Boxofficemojo. Retrieved July 14, 2015.
  5. Box Office Information for Fantasia. The Numbers. Retrieved April 13, 2012.