შინაარსზე გადასვლა

რაია და უკანასკნელი დრაკონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„რაია და უკანასკნელი დრაკონი“
ჟანრი ანიმაცია, საოჯახო, საბავშვო
რეჟისორი დონ ჰოლი, კარლოს ლოპეს ესტრადა
პროდიუსერი Osnat Shurer,Peter Del Vecho
როლებში კელი მარი ტრანი, აკვაფინა, იზაკ ვანგი, ჯემა ჩანი, დენიელ დე კიმ, ბენედიქტ ვონგი, სანდრა ოუ, ტაილა ტრანი, ლუსილ სუნგი და ალან ტუდიკი.
მუსიკა James Newton Howard
მწარმოებელი კომპანია Walt Disney Animation Studios
გამოსვლის თარიღი 5 მარტი, 2021[1]
ხანგრძლივობა 107 წუთი[2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $100 მილიონი+[3]
შემოსავალი $130.4 მილიონი[4]

„რაია და უკანასკნელი დრაკონი“ (ინგლ. Raya and the last dragon) — რეჟისორების დონ ჰოლისა და კარლოს ლოპეს ესტრადას 2021 წლის ანიმაცია (საოჯახო, საბავშვო). მსახიობები:კელი მარი ტრანი, აკვაფინა, იზაკ ვანგი, ჯემა ჩანი, დენიელ დე კიმ, ბენედიქტ ვონგი, სანდრა ოუ, ტაილა ტრანი, ლუსილ სუნგი და ალან ტუდიკი. ფილმი მოგვითხრობ მეომარ პრინცესა რაიაზე, რომელსაც რთული დავალება აქვს:მან უნდა იპოვოს უკანასკნელი დრაკონი და იხსნას დედამიწა განადგურებისგან.

„რაია და უკანასკნელი დრაკონი“ აშშ-ში Walt Disney Animation Studios-ის მიერ გამოვიდა 2021 წლის 5 მარტს. ანიმაციამ მსოფლიო მასშტაბთ შემოსავლის სახით 130.4 მილიონი დოლარი მიიღო.

დიდი ხნის წინ, კუმანდრას ფანტაზიის სამყაროში, (რომელსაც დრაკონის ფორმა ჰქონდა) ადამიანები და დრაკონები ერთად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ მანამ, სანამ დრუნის სახელით ცნობილი გამანდგურებელი ურჩხულები მათ თავს დაესხმებოდნენ. ისინი ელვის სისწრაფით ვრეცლდებოდნენ და გზად ყველაფერს ანადგურებდნენ, ხოლო ცოცხალ არსებებს ქვებად აქცევდნენ. დრაკონები ადამიანების გადასარჩენად ძალას არ იშურებდნენ, მათ თავიც გაწირეს. მხოლოდ ბოლოს, უკანასკნელმა ცოცხალმა დრაკონმა, სისუდატემ შეძელო ურჩხულების განადგურება. მან მთელი მისი სიძლიერი გამოიყენა და განდევნა დრუნები, ბოლოს კი ეს ძალა ერთ ქვაში მოაქცია და ხალხს თილისმა დაუტოვა, თვითონ კი გაუჩინარდა.

დრუნების განდევნიდან რამდენიმე ხანში კუმანდრას მცხოვრებლები ერთმანეთს აუჯანყდნენ და თილისმისთვის ბრძოლა დაიწყეს, მათ სჯეროდათ, რომ თილისმა მათ ძალას შემატებდა. ამ აჯანყებამ კუმანდრას ნაწილებად დაყოფა გამოიწვა და წარმოქმნა ხუთი ნაწილი: კუდი, კლანჭი, ხერხემალი, ეშვი და გული. ისინი მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს სანამ გულის ბელადმა არ გადაწყვიტა, რომ კვლავ არსებობდა კუმანდრას გაერთიანების შანსი და ყველა ნაწილიდან მოიწვია ხალხები. მან იფიქრა, რომ ყველა მისნაირად კეთილგანწყობილი იქნებოდა ერთმანეთის მიმართ და არც უფიქრია იმაზე, რომ იქ ჩასული ხალხი თილისმისთვის დაიწყებდნენ ბრძოლას, რომელის სწორედ გულში ინახებოდა.

ამ სტუმრობის დროს, რაიამ, გულის ბელადის ქალიშვილმა გაიცნო ეშვის ბელადის ქალიშვილი, ნამარი. ისინი დამეგობრდნენ და რაია მას ზედმეტად ენდო, მან თავისი ახლად შეძენილი მეგობარი, იმ ოთახში შეიყვანა, სადაც თილისმა ინახებოდა. როგორც აღმოჩნდა, ნამარი არიყო ისეთივე ნდობით განწყობილი როგორც რაია და მან სასწრაფოდ თილისმის მოპარვა გადაწყვიტა, რა დროსაც რაია და ნამარი ერმანეთს შეებრძოლნენ. ამ ხმაურზე დანარჩენი ხალხიც მოვიდა და ყველამ დაიწყო ბრძოლა თილისმისთვის. ბრძოლამ თილისმის დამსხვრევა გამოიწვია, ნამსხვრევები კი სხვადასხვა ხალხებმა აიღეს. ქვის დამსსხვრევამ კი დრუნების გამოღვიძება და დაბრუნება გამოიწვია. მათი კვლავ განდევნის ერთადერთი გზა უკანასკნელი დრაკონის, სისუდატეს პოვნა და ახალი თილისმის შექმნა იყო და ეს დავალება რაიამ საკუთარ თავზე აიღო და გაუდგა გზას. მან მართლაც იპოვა სისუდატე, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ აღმოჩნდა. დრაკონს არ შეეძლო ახალი თილისმის შექმნა, აქ ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ ყველა ნაწილში წასულიყვნენ, ქვის ნაწილები შეეგროვებინათ და თილისმა აღედგინათ, ასეც მოიქცნენ. სისუდატეს და რაიას გზად ბევრი დაბრკოლება შეხვდათ და მეგობრებიც გაიჩინეს.

რაიას ეს გადაადგილება ყველა ნაწილში ნამარიმ შეამჩნია და გადაწყვიტა გაეგო რა განძრახვა ჰქონდა ყოფილ მეგობარს. ამასობაში რაიამ მართლაც მოიარა ყველა ნაწილი და შეაგროვა თილისმის ნაწილები. მათი ბოლო გაჩერება იყო ეშვი, აქ ყველაზე რთული იყო ქვის ნაწილის მოპარვა ამიტომ ნამარისთნ თბილი მოლაპარაკება სცადეს, რა დროსაც ნამარიმ მოკლა სისუტადე, მათი გადარჩენის მთავარი იმედი. ამაზე რაია ძალიან გაბრაზდა. მან ბევრი იბრძოლა, მოიპარა თილისმის ბოლო ნაწილიც და საბოლოოდ აღდგა დამსხვრეული თილისმა, განიდევნენ დრუნები, გაცოცხლდნენ ადამიანები, მათ შორის სისუდატეც და დაბრუნდნენ დრაკონები. ამ დროს დაბრუნდა ძველი მეგობრობაც და გაერთიანდა კუმანდრა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]