დისნეილენდი
დისნეილენდი | |
---|---|
![]() ![]() მძინარე მზეთუნახავის სასახლე, 2013, დისნეილენდის სიმბოლო | |
ადგილმდებარეობა | Disneyland Resort, 1313 Disneyland Dr, ანაჰაიმი, კალიფორნია, აშშ |
კოორდინატები | 33°49′N 117°55′W / 33.81° ჩ. გ. 117.92° დ. გ. |
თემა | ზღაპრები და დისნეის პერსონაჟები |
მფლობელი | The Walt Disney Company |
ოპერატორი | Walt Disney Parks and Resorts |
გახსნილია | 17 ივლისი, 1955[1] |
წინა სახელწოდებები | დისნეილენდი |
სეზონი | მთელი წელი |
საიტი |
დისნეილენდის პარკი (ინგლ. Disneyland Park), მანამდე ცნობილი, როგორც დისნეილენდი (ინგლ. Disneyland) — უოლტ დისნეის მიერ დაარსებული გასართობი პარკი. მდებარეობს ანაჰაიმში (კალიფორნია, აშშ). პარკში წარმოდგენილია მრავალი ატრაქციონი, კინოთეატრი, სასტუმრო თუ მუზეუმი.
დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს. მანამდე უოლტ დისნეისთვის ასეთი ტიპის პარკი წლების განმავლობაში ნამდვილი ოცნება იყო. პარკის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის მასში დისნეის ანიმაციური ფილმების გმირებად გადაცმული მსახიობების მონაწილეობა. ამასთან, მსგავსი პარკები გახსნილია ტოკიოში, ჰონგ-კონგსა და პარიზში, თუმცა ერთადერთი პარკი, რომელზეც უშუალოდ უოლტ დისნეი მუშაობდა, არის ამერიკული დისნეილენდი.
დისნეილენდს ჰყავს უფრო მეტი სტუმარი, ვიდრე რომელიმე სხვა გასართობ პარკს. გახსნის დღიდან იგი იხილა 650 მილიონმა სტუმარმა. 2013 წელს მან უმასპინძლა დაახლოებით 16.2 მილიონ სტუმარს და მნახველთა რაოდენობის მხრივ წლიური შედეგებით სიაში რიგით მესამე იყო.[2] 2005 წლის მარტის ინფორმაციის მიხედვით, პარკში დასაქმებულია 65.700 ადამიანი, აქედან 20.000 – დისნეის თანამშრომლები, ხოლო 3000 – მესამე პირის კონტრაქტორები ან მათი დირექტორები.[3]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დისნეილენდი“ ვიკისაწყობში.
- დისნეილენდის პარკი - ოფიციალური საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Disneyland Celebrates 56 Years on July 17 « Disney Parks Blogდაარქივებული January 20, 2013, საიტზე Wayback Machine. . Disneyparks.disney.go.com. Retrieved on September 6, 2013.
- ↑ Pimentel, Joseph (თებერვალი 22, 2015). „Disney raises ticket prices for U.S. parks“. The Orange County Register. p. Local 1, 18. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 23, 2015. ციტირების თარიღი: თებერვალი 23, 2015.
- ↑ News from the Disney Board — March 04, 2005. The Walt Disney Company (March 4, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-10.