ღამე მოტიტვლებულ მთაზე (მუსორგსკი)
იერსახე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ღამე მოტიტვლებულ მთაზე (რუს. Ночь на лысой горе) არის მოდესტ მუსორგსკის ადრინდელი ნაწარმოები, რომლის ჩანაფიქრი დაიბადა 1860 წ., როდესაც კომპოზიტორი მუშაობდა მუსიკაზე მეგდენის დრამისათვის „კუდიანი“. შვიდი წლის შემდგომ მან ეს მუსიკა გადააკეთა 4 ეპიზოდისგან შემდგარ სიმფონიურ სურათად „ივანეს ღამე მოტიტვლებულ მთაზე“
- 1. კუდიანთა თავშეყრა, მითქმა-მოთქმებითა და ჭორებით
- 2. ტარტაროზის მატარებელი
- 3. უწმინდური ტარტაროზის სადიდებელი
- 4. შაბაში.
ნაწარმოების უკანასკნელი რედაქცია - ფანტაზია „ღამე მოტიტვლებულ მთაზე“ - ეკუთვნის კომპოზიტორ ნ. რიმსკი-კორსაკოვს, რომელმაც ავტორის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ (1886) მთლიანად თავიდან გააორკესტრა მუსორგსკის თხზულებიდან შერჩეული საუკეთესო მუსიკალური ეპიზოდები. სწორედ ამ სახით შესრულდა ნაწარმოები პირველად 1886 წლის 15 ოქტომბერს ქ. პეტერბურგში, ნ. რიმსკი-კორსაკოვის დირიჟორობით, და ამ სახით დამკვიდრდა სიმფონიურ ლიტერატურაში.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
|