იქაბოდის და მისტერ გომბეშოს თავგადასავლები
| „იქაბოდის და მისტერ გომბეშოს თავგადასავლები“ | |
|---|---|
|
| |
| რეჟისორი |
ჯეკ კინი კლაიდ ჯერონიმი ჯეიმზ ელგარი |
| პროდიუსერი | უოლტ დისნეი |
| ეფუძნება |
ქარი ტირიფებში — კენეთ გრემი მძინარე ღრმულის ლეგენდა — ვაშინგტონ ირვინი |
| მთხრობელი |
ბეზილ რეტბოუნი (ქარი ტირიფებში) ბინგ კროსბი (მძინარე ღრმულის ლეგენდა) |
| როლებში |
ერიკ ბლორი ჯ. პეტ ო'მელი კოლინ კემპბელი ჯონ მაკლეიში კემპბელ გრანტი კლოდ ალისტერი ლესლი დენისონი ედმონდ სტივენსი The Rhythmaires |
| კომპოზიტორი | ოლივერ უოლესი |
| მონტაჟი | ჯონ ო. იანგი |
| სტუდია | Walt Disney Productions |
| დისტრიბუტორი | RKO Radio Pictures, Inc. |
| პრემიერა |
|
| ხანგრძლივობა | 68 წთ. |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
იქაბოდის და მისტერ გომბეშოს თავგადასავლები (ინგლ. The Adventures of Ichabod and Mr. Toad) — 1949 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც გამოუშვა Walt Disney Productions-მა, ხოლო დისტრიბუტორი იყო RKO Radio Pictures. ფილმის პირველი ნახევარი ეფუძნება კენეთ გრემის წიგნს „ქარი ტირიფებში“, ხოლო მეორე - ვაშინგტონ ირვინის „მძინარე ღრმულის ლეგენდას“.
ეს არის უოლტ დისნეის სტუდიების რიგით მეთერთმეტე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი და უკანასკნელი 1940-იან წლებში. იქაბოდის და მისტერ გომბეშოს თავგადასავლები აგრეთვე არის სტუდიების უკანასკნელი 1977 წლის „პინი პუჰამდე“, რომელიც ერთზე მეტი ამბისგან შედგება.
1955 წლიდან ფილმის ორივე ნაწილი სატელევიზიო ეთერში ცალ-ცალკე გადიოდა, „დისნეილენდის“ ფარგლებში. ვიდეოკასეტების გამოჩენასთან ერთად ორივე ერთად გამოიცემოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- „იქაბოდის და მისტერ გომბეშოს თავგადასავლები“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „იქაბოდის და მისტერ გომბეშოს თავგადასავლები“ — ანიმაციური ფილმების მონაცემთა დიდ ბაზაში