პოკაჰონტასი (1995 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოკაჰონტასი
ჟანრი ისტორიულ-სათავგადასავლო
ფილმის ტიპი ნახატი ფილმი
რეჟისორი მაიკ გებრიელი
ერიკ გოლდბერგი
პროდიუსერი ჯეიმზ პენტეკოსტი
ეფუძნება პოკაჰონტასი
- მაიკ გებრიელი
ისტორია გლენ კინი
ჯო გრანტი
რალფ ზონდაგი
ბარნი მეტინსონი
ედ გომბერტი
კაან კელიონი
ფრენსის გლებასი
რობერტ გიბზი
ბრიუს მორისი
ტოდ კუროსავა
დანკან მერჯორიბენქსი
კრის ბაკი
როლებში
მუსიკა ალან მენკენი
მონტაჟი ჰ. ლი პიტერსონი
სტუდია Walt Disney Pictures
Walt Disney Feature Animation
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
პრემიერა
  • ივნისი 23, 1995 (1995-06-23)
ხანგრძლივობა 82 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 55 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 346.1 მილიონი აშშ დოლარი[1]

პოკაჰონტასი (ინგლ. Pocahontas) — Walt Disney Feature Animation-ის 1995 წლის ანიმაციური ფილმი, რომლის დისტრიბუტორია Buena Vista Pictures. ეს არის დისნეის 33-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. პოკაჰონტასი წარმოადგენს დისნეის რენესანსის ნაწილს.

გადაღებული რეჟისორების, მაიკ გებრიელის და ერიკ გოლდბერგის მიერ, ფილმი შთაგონებულია ინდიელი პოკაჰონტასის ნამდვილი ამბით და ლეგენდებით. მასში გადმოცემულია მთავარი პერსონაჟის შეხვედრა ინგლისელ ჯონ სმითთან და კოლონიზატორებთან. როლებს ახმოვანებენ ირენ ბედარი, მელ გიბსონი, დევიდ ოგდენ სტირსი, რასელ მინზი, კრისტიან ბეილი, ბილი კონოლი და ლინდა ჰანტი. მუსიკის ავტორია ალან მენკენი, ხოლო სიმღერების ტექსტების — მენკენი და სტივენ შვარცი.

პოკაჰონტასი გამოვიდა 1995 წლის 23 ივნისს და მიიღო კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები. მისი ანიმაციური და მუსიკალური მხარე დადებითად შეაფასეს, მაგრამ კრიტიკულად განიხილეს ამბავი და ისტორიულ ფაქტებთან შეუსაბამობა. მიუხედავად ამისა, ნამუშევარი კომერციული წარმატებით სარგებლობდა და მსოფლიოში შემოსავალმა 346 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ფილმმა მიიღო ორი ოსკარი, საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის (მენკენი) და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის („Colors of the Wind“). ფილმს მოჰყვა ვიდეოთამაშიც. 1998 წელს პირდაპირ ვიდეოზე გამოვიდა ფილმის გაგრძელება, „პოკაჰონტასი II: მოგზაურობა ახალ სამყაროში“.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პოკაჰონტასი (საუნტრეკი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Box Office Mojo. Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: August 10, 2013.