მეფე ლომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მეფე ლომი“
ფილმის ტიპი ნახატი ფილმი
რეჟისორი
პროდიუსერი დონ ჰენი
ისტორია
როლებში
მუსიკა ჰანს ციმერი
მონტაჟი აივენ ბილანჩო
სტუდია Walt Disney Pictures
Walt Disney Feature Animation
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
პრემიერა
  • 15 ივნისი, 1994 (1994-06-15)
ხანგრძლივობა 88 წთ[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 45 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 968.5 აშშ დოლარი[2]

მეფე ლომი (ინგლ. The Lion King) — Walt Disney Feature Animation-ის 1994 წლის ანიმაციური ფილმი, რომლის დისტრიბუტორია Buena Vista Pictures. ეს არის დისნეის რიგით 32-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევარი.

ფილმში მოქმედება აფრიკაში, ლომების სამეფოში მიმდინარეობს და ნაწილობრივ შთაგონებულია უილიამ შექსპირის „ჰამლეტის“ სიუჟეტით. იგი შეიქმნა დისნეის რენესანსის პერიოდში. ფილმის რეჟისორები არიან როჯერ ალერსი და რობ მინკოფი, ხოლო პროდიუსერი — დონ ჰენი. სცენარის ავტორები არიან ირენ მექი, ჯონათან რობერტსი და ლინდა ვულვერტონი. მუსიკის ავტორები არიან ელტონ ჯონი (სიმღერები) და ჰანს ციმერი (ორკესტრული ნაწილი), ტექსტის - ტიმ რაისი. ფილმს ახმოვანებდნენ მეთიუ ბროდერიკი, ჯეიმზ ერლ ჯოუნსი, ჯერემი აირონსი, ჯონათან ტეილორ თომასი, მოირა კელი, ნეითან ლეინი, ერნი საბელა, როუენ ატკინსონი, რობერტ გიიომი, მეჯ სინკლერი, ვუპი გოლდბერგი, ჩიჩ მარინი და ჯიმ კამინგსი.

სიუჟეტის მიხედვით, ლომის ბოკვერ სიმბას ბიძა, „ნაიარევი“, კლავს მამამისს, მუფასას და ხდება მეფე. სიმბა გარიყულია, მაგრამ მეგობრების, ტიმონის და პუმბას, აგრეთვე ბავშვობის მეგობრის და შამან რაფიკის თანაშემწეობით, უკვე გაზრდილი, ბრუნდება და სამეფოს ნაიარევის ბატონობისგან ათავისუფლებს, იკავებს რა ადგილს სიცოცხლის წრეში, როგორც კანონიერი მეფე.

ფილმის ადრეული იდეა გაჩნდა 1988 წელს, როდესაც ერთმანეთს, ევროპაში „ოლივერის და კომპანიის“ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში შეხვდნენ ჯეფრი კაცენბერგი, როი ედვარდ დისნეი და პიტერ შნაიდერი. თომას დიშმა შექმნა ფილმის მონახაზი, ხოლო ვულვერტონი მუშაობდა პირველ სცენარებზე. ჯორჯ სკრიბნერი დანიშნეს რეჟისორად, მას კი მოგვიანებით ალერსი შეუერთდა. 1991 წელს „პოკაჰონტასის“ პარალელურად დაიწყეს მეფე ლომზე მუშაობაც. სამუშაოში ჩართული იყო დისნეის სტუდიების ანიმატორების უმეტესობა. მოგვიანებით წარმოებამ კენიაში გადაინაცვლა, როდესაც დაიწყეს ლანდშაფტების და ცხოველების კვლევა. სკრიბნერმა პროექტი დატოვა, უკმაყოფილომ, რომ ეს ფილმიც მუსიკალური იქნებოდა. მას მინკოფი ჩაენაცვლა. ჰენს, პროექტში გამოჩენისას, არ მოეწონა სცენარი და იგი შეცვალეს. ფლორიდაში, Disney-MGM Studios-ში შეიქმნა ფილმის დაახლოებით 20 ანიმაციური სეგმენტი. რამდენიმე, მათ შორის გნუების სცენაში, კომპიუტერული ანიმაციაც გამოიყენეს.

მეფე ლომი 1994 წლის 15 ივნისს გამოვიდა და დაიმსახურა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები, რომლებმაც მოიწონეს მუსიკა, ამბავი და ანიმაციის ხარისხი. იგი იყო 1994 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და რიგით მეორე ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანების სიაში. ნამუშევარმა ორი ოსკარი მიიღო (მუსიკის კატეგორიებში) და ორი ოქროს გლობუსი - საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიისთვის. წარმატებას მოჰყვა ფრენჩაიზის შემუშავებაც, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა მიუზიკლი; ორი პირდაპირ ვიდეოზე გამოსული ფილმი, „მეფე ლომი 2: სიმბას სიამაყე“ და „მეფე ლომი 1½“; ორი ტელესერიალი, „ტიმონი და პუმბა“ და „მცველი ლომი“, აგრეთვე თავად მეფე ლომის 3D ვერსია.

2006 წელს ფილმების ეროვნულმა რეესტრმა მეფე ლომი აირჩია კონგრესის ბიბლიოთეკაში შესატანად, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნამუშევარი“.

2019 წელს დაგეგმილია მეფე ლომის სამგანზომილებიანი გრაფიკის ფორმატის კინოვერსიის გამოშვება.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი ნაწილობრივ ეფუძნება უილიამ შექსპირის პიესა „ჰამლეტს“. ლომის ბოკვერ სიმბას ბიძამისი, ნაიარევი, თვალწინ უკლავს მამას, მუფასას, მაგრამ შთააგონებს პატარას, რომ მამა სწორედ მის გამო დაიღუპა. სიმბა იძულებულია, დატოვოს სამეფო და გადაიხვეწოს სხვა ქვეყანაში, სადაც გაიცნობს მხიარულ პუმბასა და ტიმონს. გადის წლები და, ბავშვობის მეგობრის, ნალას ნაამბობის შთაგონებით, სიმბა უბრუნდება შინაურ გარემოს და, ნაიარევთან ბრძოლაში იბრუნებს დანგრეულ სამეფოს.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმმა მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიისთვის. ჰანს ციმერმა მიიღო ოსკარი საუკეთესო მუსიკისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Lion King (U). British Board of Film Classification. ციტირების თარიღი: July 21, 2013.
  2. 2.0 2.1 The Lion King. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: October 4, 2011.