შინაარსზე გადასვლა

ატლანტიდა: დაკარგული იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ატლანტიდა: დაკარგული იმპერია“
რეჟისორი
პროდიუსერი დონ ჰენი
სცენარის ავტორი
ისტორია
მუსიკა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
მონტაჟი ელენ კენეში
სტუდია
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 3 ივნისი, 2001 (2001-06-03) (პრემიერა)
  • 15 ივნისი, 2001 (2001-06-15) (აშშ)
ხანგრძლივობა 96 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 90–120 მილიონი აშშ დოლარი[1][2][3]
შემოსავალი 186.1 მილიონი აშშ დოლარი[3]

ატლანტიდა: დაკარგული იმპერია (ინგლ. Atlantis: The Lost Empire) — Walt Disney Feature Animation-ის 2001 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. მისი დისტრიბუტორი იყო Buena Vista Pictures. „ატლანტიდა: დაკარგული იმპერია“ არის უოლტ დისნეის სტუდიების პირველი ანიმაციური ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. იგი აგრეთვე არის სტუდიების რიგით 41-ე სრულმეტაჟიანი ანიმაციური ფილმი. ფილმის რეჟისორები არიან გერი ტრუსდეილი და კირკ უაიზი, ხოლო პროდიუსერი - დონ ჰენი.

სიუჟეტი მიმდინარეობს 1914 წელს. მის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცი ინტერესდება ძველი წმინდა წიგნით, რომელიც მას და მოგზაურთა გუნდის სხვა წევრებს ატლანტიდის ძიებაში ეხმარება.

ფილმის წარმოება დაიწყო 1996 წლის „კუზიანის“ შემდეგ. კიდევ ერთი მუსიკალური ფილმის სანაცვლოდ, გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა მოქმედებითი და სათავგადასავლო ჟანრის ნამუშევარი ჟიულ ვერნის ნაწარმოებების შთაგონებით. ატლანტიდა გამოირჩევა კომიქსების მხატვარ მაიკ მინიოლას სტილის გამოყენებით. თავის დროისთვის, მასში გამოიყენებოდა უფრო მეტი კომპიუტერული გრაფიკა, ვიდრე დისნეის რომელიმე სხვა წინა ნამუშევარში, თუმცა გადაღებული იქნა ანამორფულ ფორმატში. ლინგვისტ მარკ ოკრანდის მიერ აგრეთვე შეიქმნა სპეციალური ენა, რომელსაც ფილმში წარმოდგენილ ატლანტიდაზე იყენებენ. მუსიკის ავტორია ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი.

ფილმის პრემიერა გაიმართა ჰოლივუდში, El Capitan Theatre-ში, 2001 წლის 3 ივნისს. ფართო ჩვენებები დაიწყო 15 ივნისს. მისი შემოსავალი მინიმალური იყო - 100 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით შემქმნელებს მსოფლიო მასშტაბით 186 მილიონი მოუტანა, აქედან 84 მილიონი — აშშ-ში. ფილმის წარუმატებლობის გამო, დისნეიმ შეწყვიტა დაგეგმილი დაკავშირებული ტელესერიალის წარმოება და დისნეილენდში შესაბამისი ატრაქციონის დადგმის პროექტი. კრიტიკოსების ნაწილმა მოიწონა, რომ იგი არ ჰგავდა დისნეის სხვა ფილმებს, თუმცა სხვებმა აღნიშნეს, რომ ფილმში არ იყო სიმღერები და ბუნდოვანი იყო, თუ რა ასაკის მაყურებელზე იყო ატლანდიდა გათვლილი. ამასთან, ფილმი ნომინირებული იყო რამდენი ჯილდოზე (მათ შორის — 7 „ენიზე“) და ოქროს კოჭის დაჯილდოებაზე 2002 წელს გაიმარჯვა ხმის საუკეთესო მონტაჟის კატეგორიაში.

2002 წლის 29 იანვარს ფილმი გამოვიდა VHS/DVD ფორმატებში, ხოლო 2013 წლის 11 ივნისს — Blu-ray-ზე. მინიოლას შემოქმედების გავლენის გამო, ატლანტიდა ითვლება საკულტო ნაშრომად. პირდაპირ ვიდეოზე მისი გაგრძელება, ატლანტიდა: მაილოს დაბრუნება, 2003 წელს გამოვიდა,

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Atlantis: The Lost Empire. The-Numbers. Nash Information Services. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 10, 2013. ციტირების თარიღი: January 6, 2012.
  2. Lyman, Rick; Fabrikant, Geraldine (May 21, 2001). „Suddenly, High Stakes for Disney's Film and TV Businesses“. The New York Times. ციტირების თარიღი: July 4, 2011. ციტატა: „Besides, Disney executives maintain that they have made it easier for their animated features to break even by a cost-cutting campaign that made Atlantis, which cost $100 million, about 35 percent cheaper to produce than the studio's other recent animated efforts.“
  3. 3.0 3.1 Atlantis: The Lost Empire (2001). Box Office Mojo. Amazon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: July 3, 2011.