პინოქიო (1940 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პინოქიო“
ჟანრი ზღაპარი
ფილმის ტიპი ნახატი ფილმი
რეჟისორი მეთვალყურე:
ბენ შარპსტინი
ჰემილტონ ლასკი
სცენების რეჟისორები:
ნორმან ფერგიუსონი
ტ. ჰიი
უილფრედ ჯექსონი
ჯეკ კინი
ბილ რობერტსი
პროდიუსერი უოლტ დისნეი
ეფუძნება პინოქიოს თავგადასავლები. ხის თოჯინას ამბავი
კარლო კოლოდი
როლებში კლიფ ედვარდსი
დიკ ჯოუნსი
კრისტიან რაბი
მელ ბლენკი
უოლტერ კეტლეტი
ჩარლზ ჯუდელსი
ეველინ ვენებლი
ფრენკი დერო
კომპოზიტორი ლი ჰარლაინი
პოლ ჯ. სმითი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი RKO Radio Pictures
პრემიერა
  • 7 თებერვალი, 1940 (1940-02-07) (ცენტრალური თეატრი (ნიუ-იორკი))
  • 23 თებერვალი, 1940 (1940-02-23)[1]
ხანგრძლივობა 88 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 2 289 247[2]
შემოსავალი 84.2 მილიონი აშშ დოლარი[3]

პინოქიო (ინგლ. Pinocchio) — Walt Disney Productions-ის 1940 წლის სტულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი გადაღებულია მწერალ კარლო კოლოდის წიგნის „პინოქიოს თავგადასავლები. ხის თოჯინას ამბავი“ მიხედვით. მისი პროდიუსერია უოლტ დისნეი, ხოლო დისტრიბუტორი — RKO Radio Pictures.

სიუჟეტის მიხედვით, ოსტატი ამზადებს თოჯინას, რომელსაც პინოქიოს უწოდებს. მას აცოცხლებს ლურჯი ფერია და ჰპირდება, რომ გადააქცევს ნამდვილ ბიჭუნას, თუ ის იქნება გულადი და სამართლიანი. ამით იწყება პინოქიოს რთული მოგზაურობა. სიუჟეტი ადაპტირებულია აურელიუს ბატალიას, უილიამ კოტრელის, ოტო ინგლენდერის, ერდმან პენერის, ტედ სირსის და უებ სმითის. მეთვალყურე რეჟისორები იყვნენ ბენ შარპსტინი და ჰემილტონ ლასკი. ფილმის ცალკე სცენების ანიმაციაზე მუშაობდნენ ნორმან ფერგიუსონი, ტ. ჰიი, უილფრედ ჯექსონი, ჯეკ კინი და ბილ რობერტსი. „პინოქიო“ წარმოადგენს აღსანიშნავ მიღწევას ეფექტების ანიმაციის სფეროში, რითაც რეალიზმის შეგრძნება ენიჭება ტრანსპორტის, სხვადასხვა მექანიზმის და ბუნებრივი ელემენტების - წვიმის, ელვის, ბოლის, ჩრდილის და წყლის - ეკრანზე გამოტანას. ფილმი გამოვიდა 1940 წლის 7 თებერვალს.

კრიტიკოსების აზრით, ეს არის მორალებით სავსე ნამუშევარი, რომელიც ბავშვებს ასწავლის მძიმე შრომას და შუა ფენის ფასეულობებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელმაც რამდენიმე ოსკარი მიიღო (საუკეთესო მუსიკის და საუკეთესო სიმღერის, „When You Wish Upon A Star“, კატეგორიებში), კინოთეატრებში „პინოქიო“ თავდაპირველად წარუმატებელი აღმოჩნდა. 1945 წელს ხელმეორედ გამოშვებისას მას მეტი წარმატება ხვდა წილად. „პინოქიო“ აგრეთვე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ანიმაციურ ფილმად და Rotten Tomatoes-ზე აქვს უნიკალური, 100% რეიტინგი. ფილმი თუ მისი პერსონაჟები ფიგურირებენ პოპულარულ კულტურაში, არიან წარმოდგენილები დისნეის პარკებში და სხვა ფორმებით. 1994 წელს ფილმების ეროვნულმა რეესტრმა „პინოქიო“ აირჩია კონგრესის ბიბლიოთეკაში შესატანად, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნამუშევარი“.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. When You Wish upon a Star - კლიფ ედვარდზი
  2. Little Wooden Head - კრისტიან რაბი
  3. Give a Little Whistle - კლიფ ედვარდზი და დიკი ჯონსი
  4. Hi-Diddle-Dee-Dee (An Actor's Life for Me) — უოლტერ კეტლეტი
  5. I've Got No Strings - დიკი ჯონსი და მეი ქუესტელი
  6. Hi-Diddle-Dee-Dee (რეპრიზა) — უოლტერ კეტლეტი
  7. When You Wish upon a Star (რეპრიზა) — კლიდ ედვარდზი და გუნდი

სხვა სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმისათვის დაიწერა, მაგრამ არ იქნა გამოყენებული სიმღერები:

  • I'm a Happy-Go-Lucky Fellow (იგივე Jiminy Cricket)
  • As I Was Saying to the Duchess
  • Three Cheers For Anything
  • Monstro the Whale - გუნდი
  • Turn On the Old Music Box

სხვა გამოშვებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი ასევე გამოდიოდა კინოთეატრებში 1945, 1954, 1962, 1971, 1978, 1984, და 1992 წლებში. 1992 წლის ვერსია წარმოადგენდა რესტავრირებულ ჩანაწერს. ფილმი ვიდეოკასეტებზე სულ ოთხჯერ გამოვიდა, ხოლო DVD-ზე - სამჯერ. აღსანიშნავია მისი 2009 წლის Blu-ray ფორმატის ვერსიაც.

DVD-ზე ფილმი პირველად 1999 წელს გამოჩნდა. მეორედ ეს მოხდა 2000 წელს, ხოლო მესამე DVD-ს გამოცემას თან Blu-ray-ს გამოსვლაც ახლდა (2009 წელს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pinocchio: Detail View. American Film Institute. ციტირების თარიღი: April 12, 2014.
  2. Barrier 1999, pp. 269–73.
  3. Pinocchio. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: June 10, 2009.