ვინი პუჰი (2011 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვინი პუჰი (მრავალმნიშვნელოვანი).
ვინი პუჰი
ჟანრი სათავგადასავლო
ფილმის ტიპი ნახატი ანიმაციური ფილმი
რეჟისორი
პროდიუსერი
ეფუძნება ვინი პუჰი
- ალან ალექსანდრ მილნი
ისტორია
მთხრობელი ჯონ კლიზი
როლებში
მუსიკა ჰენრი ჯეკმენი
ოპერატორი ხულიო მაკატი
მონტაჟი ლიზა ლინდერი
სტუდია
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
პრემიერა
  • აპრილი 15, 2011 (2011-04-15) (გაერთიანებული სამეფო, ირლანდია)
  • ივლისი 15, 2011 (2011-07-15) (აშშ)
ხანგრძლივობა 63 წთ.[1]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 50.1 მილიონი აშშ დოლარი[3]

ვინი პუჰი (ინგლ. ვინი პუჰი) — Walt Disney Animation Studios-ის 2011 წლის ამერიკული ანიმაციური ფილმი, Walt Disney Pictures-ის დისტრიბუციით. იგი ეფუძნება ალან ალექსანდრ მილნის ამავე სახელწოდების მოთხრობების სერიას და წარმოადგენს დისნეის ვინი პუჰის ფრენჩაიზის ნაწილი. იგი არის კინოთეატრებისთვის გამოშვებული „პუჰის“ მეხუთე ფილმი და დისნეის სტუდიების მიერ მილნის ამ მოთხრობების მეორე სრულმეტრაჟიანი ადაპტირება. ჯიმ კამინგზი ახმოვანებს პუჰის და ვეფხვის პერსონაჟებს, ხოლო სხვა როლებს — ტომ ოუტზი, ტომ კენი, კრეიგ ფერგიუსონი, ბად ლაკი და კრისტენ ანდერსონ-ლოპესი. სიუჟეტით, ტყის მაცხოვრებლები მიემართებიან კრისტოფერ რობინის დასახმარებლად, ხოლო პუჰი ერბძვის შიმშილს და თაფლის სურვილს. რეჟისორები არიან სტივენ ჯონ ანდერსონი და დონ ჰოლი. მილნის მოთხრობების ადაპტირებაზე მუშაობდა ბარნი მეტინსონი, პროდიუსერ პიტერ დელ ვეხოს, კლარკ სპენსერის, ჯონ ლესეტერის და კრეიგ სოსტის თანაშემწეობით. ფილმის მთხრობელია ჯონ კლიზი.[4][5]

ფილმი გაერთიანებულ სამეფოში 2011 წლის 15 აპრილს გამოვიდა[6], ხოლო 15 ივლისს - აშშ-ში[4]. მისი წარმოება დაიწყო 2009 წელს, როდესაც ჯონ ლესეტერმა გამოაცხადა, რომ სურდათ ისეთი ფილმის შექმნა, რომელიც „თაობებს გაუძლებდა“.[7]

ფილმში ჟღერს ექვსი სიმღერა, შესრულებული კრისტენ ანდერსონ-ლოპესის და რობერტ ლოპესის მიერ, ისევე, როგორც ძმები შერმანების „Winnie the Pooh“ ვერსია, შესრულებული ზოუი დეშანელის მიერ.[8] ფილმი ეძღვნება დენ რიდს, რომელიც მუშაობდა ფილმებზე „იმპერატორის ახალი თავგადასავალი“ და „ნახევარქათამა“ და გარდაიცვალა 2010 წლის 25 მაისს. ეს აგრეთვე არის ჰიუელ ჰაუზერის პირველი და ერთადერთი როლი კინოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Winnie the Pooh: Movie Review“, The Hollywood Reporter, March 31, 2011. წაკითხვის თარიღი: October 3, 2016. „It's 69 minutes long, including 10 devoted to the credits, ... arguable feature length for the program is reached by tacking on a six-minute opening cartoon, The Ballad of Nessie,...“ 
  2. Winnie the Pooh. Box Office Mojo. Internet Movie Database. წაკითხვის თარიღი: November 14, 2011.
  3. Winnie the Pooh (2011) - Financial Information. The Numbers. წაკითხვის თარიღი: May 18, 2016.
  4. 4.0 4.1 Orange, Alan. “Winnie the Pooh Trailer and Photos“, November 11, 2010. წაკითხვის თარიღი: May 31, 2011. 
  5. Patta, Gig. “Poster for Winnie the Pooh Animated Movie“, February 25, 2011. წაკითხვის თარიღი: May 31, 2011. 
  6. Launching Films. UK Film Distributors' Association. წაკითხვის თარიღი: November 13, 2010.
  7. Brown, Mark. “Disney Brings Back Winnie the Pooh“, September 10, 2009. წაკითხვის თარიღი: May 31, 2011. 
  8. Walt Disney Pictures. “Zooey Deschanel Performs Three Songs for Winnie the Pooh Read more: Zooey Deschanel Performs Three Songs for Winnie the Pooh“, March 31, 2011. წაკითხვის თარიღი: September 6, 2011.