ოლივერი და კომპანია
„ოლივერი და კომპანია“ | |
---|---|
რეჟისორი | ჯორჯ სკრიბნერი |
ეფუძნება |
ოლივერ ტვისტი — ჩარლზ დიკენსი |
ისტორია |
|
როლებში | |
მუსიკა | ჯონათან ალბერტ კლოუსონ რედფორდი |
სტუდია | |
დისტრიბუტორი | Buena Vista Pictures Distribution |
პრემიერა | 18 ნოემბერი 1988 |
ხანგრძლივობა | 73 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 31 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 74.2 მილიონი აშშ დოლარი[2] |
ოლივერი და კომპანია (ინგლ. Oliver & Company) — Walt Disney Feature Animation-ის 1988 წლის ანიმაციური ფილმი, Buena Vista Pictures Distribution-ის დისტრიბუციით. იგი უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების რიგით 27-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია და ეფუძნება ჩარლზ დიკენსის რომანს „ოლივერ ტვისტი“. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ოლივერი არის უსახლკარო კნუტი, რომელიც იკარგება ქალაქის ქუჩებში და დიდ თავგადასავალში ამოჰყოფს თავს. მოქმედება ლონდონიდან გადატანილია 1980-იანების ნიუ-იორკში. ფეიჯინის ბანდა შედგება ძაღლებისგან (აქედან ერთ-ერთია დოჯერი), ხოლო საიკსი მევახშეა.
ფილმის წარმოება დაიწყო 1987 წელს, „ოლივერის და დოჯერის“ სამუშაო სახელწოდებით. იგი გამოვიდა აშშ-ში, კანადაში და გაერთიანებულ სამეფოში 1996 წლის 29 მარტს. იმავე წელს ფილმი ვიდეოზეც გამოიცა, 2002 და 2009 წელს - DVD-ზე, ხოლო 2013 წელს, 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად - Blu-ray-ზე.
სიმღერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Once Upon a Time in New York City
- Why Should I Worry - დოჯერი, გუნდი
- Streets of Gold - რიტა, დოჯერი, გუნდი
- Perfect Isn't Easy - ჟორჟეტა
- Good Company - ჯენი
- Why Should I Worry (რეპრიზა) — ყველა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- „ოლივერი და კომპანია“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ოლივერი და კომპანია“ — ანიმაციური ფილმების მონაცემთა დიდ ბაზაში
- „ოლივერი და კომპანია“ — Allmovie-ზე
- „ოლივერი და კომპანია“ — Box Office Mojo-ზე
- „ოლივერი და კომპანია“ — Rotten Tomatoes
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Oliver & Company (1988). The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2016. ციტირების თარიღი: December 14, 2016.
- ↑ Oliver & Company. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 5, 2012.