დაუკარით ჩემი მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაუკარით ჩემი მუსიკა
რეჟისორი ჯეკ კინი
კლაიდ ჯერონიმი
ჰემილტონ ლასკი
ჯოშუა მიდორი
რობერტ კორმეკი
პროდიუსერი უოლტ დისნეი
როლებში ნელსონ ედი
დინა შორი
ბენი გუდმენი
დები ენდრიუსები
ჯერი კოლონო
სტერლინგ ჰოლოუეი
ენდი რასელი
დევიდ ლიშინი
ტატიანა რიაბუჩინსკა
The Pied Pipers
The King's Men
The Ken Darby Chorus
მუსიკა ელიოტ დენიელი
კენ დარბი
ჩარლზ უოლკოტი
ოლივერ უოლესი
ედვარდ ჰ. პლამბი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი RKO Radio Pictures, Inc.
პრემიერა
  • აპრილი 20, 1946 (1946-04-20) (პრემიერა ნიუ-იორკში)[1]
  • აგვისტო 15, 1946 (1946-08-15) (აშშ)[1]
ხანგრძლივობა 75 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 1.35 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 2.25 მილიონი აშშ დოლარი (მხოლოდ აშშ)[3]

დაუკარით ჩემი მუსიკა (ინგლ. Make Mine Music) — 1946 წლის სრულმეტრაჟიანი ფილმი. მისი პროდიუსერია უოლტ დისნეი, ხოლო დისტრიბუტორი — RKO Radio Pictures. ფილმი კინოთეატრებში 1946 წლის 20 აპრილს გამოვიდა და დისნეის სტუდიების რიგით მერვე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დისნეის სტუდიების პერსონალის ნაწილი აშშ-ის არმიაში გაწევრიანდა. დარჩენილებს აშშ-ის მთავრობამ მოუწოდა, ემუშავათ პროპაგანდისტული და შემეცნებითი ხასიათის ფილმებზე. შედეგად სტუდიაში ბევრი დაუსრულებელი სცენარი დაგროვდა. რთულ პერიოდში ფილმების განყოფილების შესანარჩუნებლად, გამოვიდა რამდენიმე ანთოლოგიური ფილმი, შედგენილი სხვადასხვა ეპიზოდისგან - ამ ფილმის ჩათვლით. ამრიგად, „დაუკარით ჩემი მუსიკა“ ასეთ სერიაში მესამეა

ფილმი ძირითადად შედგება სტუდიაში შემორჩენილი მასალისგან, რომელიც არც ერთ ფილმში არ იქნა გამოყენებული. ძირითადად ეს არის ვიზუალური იმპროვიზაციები მუსიკის თანხლებით.

ფილმის ჩვენება აგრეთვე 1946 წლის კანის ფესტივალზე გაიმართა[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Make Mine Music: Detail View. American Film Institute. წაკითხვის თარიღი: April 29, 2014.
  2. Stengel, Fred. Variety (September 12, 1945).
  3. "60 Top Grossers of 1946", Variety 8 January 1947 p8
  4. Festival de Cannes: Make Mine Music. festival-cannes.com. წაკითხვის თარიღი: 2009-01-03.