მელა და ძაღლი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელა და ძაღლი
Foxandhound.jpg
რეჟისორი
პროდიუსერი
ეფუძნება მელა და ძაღლი
- დენიელ პრეტ მენიქსი
ისტორია
  • ლარი კლემონსი
  • ტედ ბერმანი
  • დევიდ მიშენერი
  • პიტერ იანგი
  • ბარნი მეტინსონი
  • სტივ ჰალეტი
  • ერლ კრესი
  • ვენს ჯერი
როლებში
მუსიკა ბადი ბეიკერი
მონტაჟი
  • ჯეიმზ მელტონი
  • ჯიმ კოფორდი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი Buena Vista Distribution
პრემიერა
  • ივლისი 10, 1981 (1981-07-10)
ხანგრძლივობა 83 წთ.
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 12 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 63.5 მილიონი აშშ დოლარი[2]

მელა და ძაღლი (ინგლ. The Fox and the Hound) — Walt Disney Productions-ის 1981 წლის ანიმაციური ფილმი, Buena Vista Distribution-ის დისტრიბუციით. ეს არის უოლტ დისნეის სტუდიების რიგით 24-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი ეფუძნება დენიელ პრეტ მენიქსის ამავე სახელწოდების მოთხრობას. სიუჟეტით, ორი მეგობარი, მელა და ძაღლი, ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებას მიუხედავად იმისა, რომ ინსტინქტურად მტრობა აკავშირებთ.

ფილმი თავისი გამოსვლის დროისთვის ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე იყო, რაც წარმოადგენდა 12 მილიონ აშშ დოლარს. მას აგრეთვე მოჰყვა პირდაპირ ვიდეოზე გამოცემული გაგრძელება - „მელა და ძაღლი 2“ (2006). „მელა და ძაღლის“ პრემიერა გაიმართა კიდევ ერთ ანიმაციურ ფილმთან, „Once Upon a Mouse“ ერთად[3], ხოლო კინოთეატრებში მასშტაბური ჩვენება დაიწყო 1988 წლის 25 მარტს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგб რაც პატარა მელა ობლად რჩება, ბუ სახელად „დიდი დედა“ მას მიუყვანს ქვრივ ტვიდს. ტვიდი მელას „ტოდს“ შეარქმევს. ამასობაში, ტვიდის მეზობელი, ეიმოს სლეიდი, იყვანს ლეკვს სახელად „კოპერი“ და აღსაზრდელად თავის ასაკოვან ძაღლს მიაბარებს. მალე ტოდი და კოპერი მეგობრები ხდებიან, მაგრამ ერთ დღეს ბებერი ძაღლი შეიტყობს ამის შესახებ და, პატრონთან ერთად დაედევნება ტოდს. მელას მხოლოდ ტვიდი გადაარჩენს, ხოლო სლეიდი შეჰპირდება ტვიდს, რომ ოდესმე მაინც მოკლავს ტოდს. სანადირო სეზონის დაწყებისთანავე სლეიდს ძაღლები ტყეში გაჰყავს. ამასობაში კი ტვიდი უხსნის ტოდს, რომ კოპერთან მეგობრობა ვერ გაგრძელდება, რადგან ორივე ბუნებით ერთმანეთის მტერია - თუმცა ტოდი მას არ უჯერებს.

თვეების შემდეგ ტოდი და კოპერი უკვე წამოზრდილები არიან. ერთ დღეს ტოდი შეეცდება მეგობრის მონახულებას, მაგრამ კოპერი უხსნის, რომ ის უკვე მონადირე ძაღლია და ამიტომ ბევრი რამ მათ ურთიერთობაშიც უნდა შეიცვალოს. ბებერი ძაღლი იღვიძებს, აღვიძებს სლეიდსაც, იწყება დევნა და ბებერ ძაღლს მატარებელი ეჯახება. იგი ამიერიდან ხეიბარია. კოპერიც და მისი პატრონიც ამიერიდან ტოდის დაჭერას განიზრახავენ, რათა შური იძიონ.

ტვიდი ხვდება, რომ ტოდის მასთან დარჩენა უკვე საშიშია და მას გააცნობს მელას სახელად „ვიქსი“, რომელიც ტოდს უყვარდება. სლეიდი და კოპერი კი ორივეზე ნადირობენ. მაგრამ მოულოდნელად ყველას თავს ესხმის დიდი დათვი. სლეიდი საკუთარ ხაფანგში ეგება, ხოლო კოპერი ცდილობს, გაუმკლავდეს დათვს. საბოლოოდ მას უერთდება ტოდი და, დათვთან ერთად, ეცემა ჩანჩქერის დინებაში. კოპერი იპოვნის ტოდს, რომელიც თავს იკატუნებს, თითქოს მკვდარია. მოახლოებული სლეიდი ცდილობს, ესროლოს ტოდს, მაგრამ ხედავს რა, რომ მელა ისედაც არ ინძრევა, თან მიჰყავს კოპერი. ბოლოს, კოპერი უკან იხედება და ტოდს უღიმის. ტოდი გარბის, ხვდება ვიქსის და ბორცვიდან ორივე ათვალიერებს კოპერისა და ტვიდის სახლებს.

გახმოვანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელა და ძაღლი

საუნდტრეკი - სხვადასხვა
გამოცემის თარიღი 1981
ჩაიწერა 1980-1981
ჟანრი საბავშვო მუსიკა, კლასიკური მუსიკა
ლეიბლი Walt Disney

ფილმის საუნდტრეკული ალბომი, 5 სიმღერით, გამოვიდა 1981 წელს, ლეიბლზე Walt Disney Records.[4][5]

# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი შემსრულებელი ხანგრძლივობა
1. Best of Friends   სტენ ფიდელი პერლ ბეილი  
2. Lack of Education   ჯიმ სტეფორდი პერლ ბეილი  
3. A Huntin' Man   ჯიმ სტეფორდი ჯეკ ალბერტსონი  
4. Appreciate the Lady   ჯიმ სტეფორდი პერლ ბეილი  
5. Goodbye May Seem Forever   ჯეფრი პატჩი ჟანეტ ნოლანი და გუნდი  

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ansen, David (July 13, 1981). „Forest Friendship“. Newsweek. 
  2. The Fox and the Hound (1981). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: September 20, 2008.
  3. Fox and the Hound, The (film) - D23. Disney D23. Disney.com. დაარქივებულია ორიგინალიდან September 6, 2015-ში. წაკითხვის თარიღი: August 11, 2015.
  4. The Fox and the Hound - Soundtrack Details. SoundtrackCollector.com. წაკითხვის თარიღი: April 14, 2014.
  5. Various - The Fox and the Hound (Vinyl, LP). Discogs. წაკითხვის თარიღი: April 14, 2014.