ჰერკულესი (1997 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერკულესი
რეჟისორი
პროდიუსერი
  • ელის დიუი
  • ჯონ მასკერი
  • რონ კლემენტსი
ისტორია
როლებში
მუსიკა ალან მენკენი
მონტაჟი ტომ ფაინენი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures Distribution
პრემიერა
ხანგრძლივობა 93 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 85 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 252.7 მილიონი აშშ დოლარი[2]

ჰერკულესი (ინგლ. Hercules) — Walt Disney Feature Animation-ის 1997 წლის ანიმაციური ფილმი. მისი დისტრიბუტორი იყო Buena Vista Pictures Distribution. ეს არის დისნეის რიგით 35-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი მუსიკალურია და ეფუძნება ბერძნული მითოლოგიის გმირის, ჰერაკლეს (ცნობილს რომაული სახელით „ჰერკულესი“), ზევსის ძის შესახებ ლეგენდებს. დისნეის ანიმაციური ფილმების ისტორიის ფარგლებში ჰერკულესი იყო პირველი, რომელშიც პერსონაჟის სახით აფრო-ამერიკელი ქალი გამოჩნდა.

ფილმის შექმნა დაიწყო 1992 წელს. ჰერაკლეს ლეგენდების ადაპტირების მონახაზი წარადგინა ანიმატორმა ჯო ჰეიდარმა. ამასობაში, რეჟისორები, რონ კლემენტსი და ჯონ მასკერი „განძის პლანეტის“ ადრეული პროექტის ახალ ვერსიაზე მუშაობდნენ (მას შემდეგ, რაც მათ მიერ გადაღებულმა „ალადინმა“ კრიტიკოსების აღიარება და კომერციული წარმატება მოუპოვა). 1993 წელს განძის პლანეტა შეაჩერეს და იმავე წელს ორივე ჰერკულესს შეუერთდა. ჰეიდარის გამოუყენებელი იდეის შემდეგ, მათ შეისწავლეს ბერძნული მითოლოგიის ვარიაციები და უარი თქვეს ზევსის მრუშობის ასახვაზე. სხვადასხვა ცვლილების შემდეგ საბოლოო სცენარის პირველი მონახაზი ჰოლივუდის კლასიკური პერიოდის, კერძოდ — ექსცენტრული კომედიების გავლენით აიწყო. სცენარის შესამოკლებაზე მუშაობდნენ დონალდ მაკენერი, ბობ შოუ და ირენ მექი. ბრიტანელი კარიკატურისტი და ანიმატორი ჯერალდ სკარფი დამდგმელი მხატვარი იყო. მან პერსონაჟების 700-ზე მეტი დიზაინი შექმნა. ფონების დიზაინზე გავლენა მოახდინა საბერძნეთსა და თურქეთში მოგზაურობამ. ანიმაციის ძირითადი სცენები შეიქმნა კალიფორნიასა პარიზში. რამდენიმე სცენაში კომპიუტერული ანიმაცია გამოიყენეს, ძირითადად — ჰიდრასთან ბრძოლაზე მუშაობისას.

ჰერკულესი გამოვიდა 1997 წლის 27 ივნისს და მიიღო კინომიმომხილველთა დადებითი შეფასებები - განსაკუთრებით, ჯეიმზ ვუდსის მიერ გახმოვანებული ჰადესის გამო.[3] მიუხედავად ძირითადად აღფრთოვანებული შეფასებებისა, კინოთეატრებში მისი კომერციული წარმატება წინა ნამუშევრებთან შედარებით უფრო მცირე იყო და მსოფლიო შემოსავალმა 252.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა[2]. მას მოჰყვა პირდაპირ ვიდეოზე გამოცემული „ჰერკულესი: ნულიდან გმირამდე“, რომელიც იყო ანიმაციური სერიალის წინამორბედი. ორივე ასახავდა გმირის თავგადასავლებს იმ პერიოდში, როდესაც იგი პრომეთეს აკადემიის მოსწავლე იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hercules. British Board of Film Classification. წაკითხვის თარიღი: July 21, 2015.
  2. 2.0 2.1 2.2 Hercules (1997). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: February 3, 2008.
  3. Hercules (1997). Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: September 25, 2008.