მიკი მაუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიკი მაუსი
Mmface.png
პირველი გამოჩენა შეშლილი თვითმფრინავი (1928)
შემქმნელი უოლტ დისნეი, აბ აივერქსი
მსახიობი უოლტ დისნეი (1928–1947)
ჯიმი მაკ-დონალდი (1947–1977)
უეინ ელვინი (1977–2009)
ბრეტ აივენი (2009–დღემდე)
ინფორმაცია
სახეობა თაგვი
სქესი მამრობითი
მეორე ნახევარი მინი მაუსი
Mickey Mouse.jpg

მაიკლ „მიკი“ მაუსი (ინგლ. Michael „Mickey“ Mouse) — კომიკური ანიმაციური ფილმების პერსონაჟი, შექმნილი აბ აივერქსისა და უოლტ დისნეის მიერ. იგი პირველად 1928 წელს აივერქსმა დახატა, ისევე, როგორც მინი მაუსი. მიკი არის უოლტ დისნეის კომპანიის ოფიციალური ლოგოტიპის ნაწილი. იგი გამოიყურება, როგორც ანთროპომორფული თაგვი წითელი შორტით, დიდი ყვითელი ფეხსაცმლებით და თეთრი ხელთათმანებით და დღეისთვის იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობად ანიმაციურ პერსონაჟად.

მიკი თავდაპირველად გამოჩნდა ტესტური ჩვენებისას, ფილმში შეშლილი თვითმფრინავი. ოფიციალური დებიუტი შედგა მოკლემეტრაჟიან Steamboat Willie-ში (1928), რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ხმოვანი ანიმაციური ფილმი. თაგვი სულ 130-ზე მეტ ფილმში მონაწილეობს, რომელთა შორის აღსანიშნავია The Band Concert (1935), Brave Little Tailor (1938) და ფანტაზია (1940). იგი ძირითადად მოკლემეტრაჟიანი ფილმების პერსონაჟია, თუმცა ჩნდება სრულმეტრაჟიან ფილმებშიც. მისი მონაწილეობით ათი ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე, აქედან ერთ-ერთი, Lend a Paw, გახდა 1942 წლის ცერემონიის გამარჯვებული. 1978 წელს მიკი იქცა პირველ ანიმაციურ პერსონაჟად, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

1930 წლიდან მიკი კომიქსების პერსონაჟადაც იქცა. გაზეთში დაბეჭდილ მოკლე კომიქსების ძირითადად მხატვარი ფლოიდ გოტფრედსონი ქმნიდა. ეს ისტორიები 45 წლის განმავლობაში იბეჭდებოდა. მიკი აგრეთვე სხვა კომიქსების პერსონაჟი იყო, ისევე, როგორც სატელევიზიო გადაცემებისა და სერიალების, რომელთა შორის აღსანიშნავია The Mickey Mouse Club (1955–1996). იგი აგრეთვე სხვა მედიაფორმატების პერსონაჟია (მაგალითად, ვიდეო თამაშების) და დისნეის პარკების ერთ-ერთი აქტიური გმირია.

მიკი ძირითადად ჩნდება მეგობარი გოგონა მინი მაუსის, ძაღლ პლუტოს, დონალდ დაკისა და გუფის, ისევე, როგორც მტრულად განწყობილი პიტის კომპანიაში, ისევე, როგორც სხვა პერსონაჟებთან. თავდაპირველად იგი ოხუნჯი ანტიგმირი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში გარდაიქმნა თავგადასავლების მოყვარულ პერსონაჟად. 2009 წელს დაიწყო მისი ერთგვარი რებრენდინგი, როდესაც გამოვიდა თამაში Epic Mickey, რომელშიც მისი უფრო თავგადასავლების მოყვარული მხარე იყო ნაჩვენები.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Barnes, Brooks (2009-11-04). „After Mickey’s Makeover, Less Mr. Nice Guy“. New York Times. ციტირების თარიღი: 2009-11-05.