სალამი, მეგობრებო
„სალამი, მეგობრებო“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | |
პროდიუსერი | უოლტ დისნეი |
ისტორია |
|
მთხრობელი | ფრედ შილდზი |
როლებში |
|
მუსიკა | |
სტუდია | Walt Disney Productions |
დისტრიბუტორი | RKO Radio Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 42 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა |
|
სალამი, მეგობრებო (ესპ. Saludos Amigos) — 1942 წლის ანიმაციური ფილმი. მისი პროდიუსერია უოლტ დისნეი, ხოლო დისტრიბუტორი — RKO Radio Pictures. იგი არის დისნეის რიგით მეექვსე სრულმეტრაჟიანი ფილმი და პირველი, რომელიც ანთოლოგიური ჟანრის არის და შედგება რამდენიმე ნოველისგან (ასეთი უოლტ დისნეის სტუდიებმა 1940-იანებში სულ ექვსი გამოუშვეს). ფილმში მოთხრობილი ოთხი ამბავი მიმდინარეობს ლათინურ ამერიკაში, აქედან ორში მონაწილეობს დონალდ დაკი, ერთში კი — გუფი. ფილმში აგრეთვე პირველად ჩნდება ხოსე კარიოკა, ბრაზილიელი სიგარიანი თუთიყუში[2] „სალამი, მეგობრებო“ იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ დისნეიმ შექმნა კიდევ ერთი ფილმი ლათინურ ამერიკაზე, „სამი კაბალერო“.
ფილმის პრემიერა გაიმართა 1942 წლის 24 აგვისტოს, რიო-დე-ჟანეიროში. აშშ-ში იგი 1943 წლის 6 თებერვალს გამოვიდა. ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო და 1949 წელს კინოგაქირავებაში გამოვიდა, ასევე განმეორებით გამოშვებულ „დამბოსთან“ ერთად.
ფილმი წარდგენილი იქნა ოსკარზე ნომინაციებში „საუკეთესო ხმა“, „საუკეთესო მუსიკა“ და „საუკეთესო სიმღერა“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- „სალამი, მეგობრებო“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „სალამი, მეგობრებო“ — ანიმაციური ფილმების მონაცემთა დიდ ბაზაში
- „სალამი, მეგობრებო“ — Rotten Tomatoes
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Saludos Amigos: Detail View. American Film Institute. ციტირების თარიღი: April 22, 2014.
- ↑ Walt & El Grupo (დოკუმენტური, 2008).