ლილო და სტიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ლილო და სტიჩი“
რეჟისორი
პროდიუსერი კლარკ სპენსერი
სცენარის ავტორი
  • კრის სანდერსი
  • დინ დებლუა
როლებში
მუსიკა ალან სილვესტრი
მონტაჟი დარენ ტ. ჰოლმზი
სტუდია Walt Disney Pictures
Walt Disney Feature Animation
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 21 ივნისი, 2002 (2002-06-21)
ხანგრძლივობა 85 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 80 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 273.1 მილიონი აშშ დოლარი[1]

ლილო და სტიჩი (ინგლ. Lilo & Stitch) — Walt Disney Animation Studios|Walt Disney Feature Animation-ის 2002 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი[2]. მისი დისტრიბუტორი იყო Walt Disney Pictures. „ლილო და სტიჩი“ არის უოლტ დისნეის სტუდიების რიგით 42-ე ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი. მისი რეჟისორები არიან დინ დებლუა და კრის სანდერსი. როლებს ახმოვანებენ დეივი ჩეიზი, ტია კარერე, დევიდ ოგდენ სტირზი, კევინ მაკდონალდი, ვინ რეიმზი, ჯეისონ სკოტ ლი და კევინ მაიკლ რიჩარდსონი. ეს არის სტუდიების სამიდან მეორე ფილმი, რომელიც ძირითადად ფლორიდაში მდებარე სტუდიაში მომზადდა.

„ლილო და სტიჩი“ გამოვიდა 2002 წლის 21 ივნისს და მიიღო დადებითი შეფასებები. იგი ნომინირებული იყო ოსკარზე, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის - ჯილდო საბოლოოდ მიიღო Studio Ghibli-ს „აჩრდილწაღებულმა“, რომლის აშშ-ში დისტრიბუტორი ასევე Walt Disney Pictures იყო, ხოლო ერთ-ერთ როლს დეივი ჩეიზი ახმოვანებდა.

წარმატების გამო, „ლილოს და სტიჩის“ გაგრძელებებიც გამოვიდა. პირველი იყო პირდაპირ ვიდეოზე გამოსული „სტიჩი! - ფილმი“ (2003). შემდეგ გამოვიდა ტელესერიალი „ლილო და სტიჩი“ (2005), ხოლო სატელევიზიო ფილმი, „ლიროი და სტიჩი“, 2006 წელს გამოვიდა. იაპონიაში 2008-2011 წლებში გადიოდა ანიმე „სტიჩი!“, ხოლო მასთან დაკავშირებული სპეციალური გამოშვებები გამოვიდა 2012 და 2015 წელს. 2017 წლის 27 მარტს ჩინეთში გამოვიდა სერიალი „სტიჩი და აი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Lilo & Stitch. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2012-01-05.
  2. Amazon.com: Lilo and Stitch.