კუზიანი ნოტრ-დამიდან (1996 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კუზიანი ნოტრ-დამიდან“

ჩრდილოეთ ამერიკული პოსტერი[1].
ჟანრი ისტორიულ-სათავგადასავლო
ფილმის ტიპი ნახატი ანიმაციური ფილმი
რეჟისორი გერი ტრუსდეილი
კირკ უაიზი
პროდიუსერი დონ ჰენი
ეფუძნება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
ვიქტორ ჰიუგო
როლებში
მუსიკა ალან მენკენი
მონტაჟი ელენ კენეში
სტუდია Walt Disney Pictures
Walt Disney Feature Animation
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
პრემიერა
  • 21 ივნისი, 1996 (1996-06-21)
ხანგრძლივობა 91 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 100 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 325.5 მილიონი აშშ დოლარი[2]

კუზიანი ნოტრ-დამიდან (ინგლ. The Hunchback of Notre Dame) — Walt Disney Feature Animation-ის 1996 წლის ანიმაციური ფილმი, რომლის დისტრიბუტორი იყო Buena Vista Pictures. ეს არის დისნეის რიგით 34-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.

ნამუშევარი ეფუძნება ვიქტორ ჰიუგოს რომანს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. სიუჟეტის მთავარი გმირია კვაზიმოდო, ხეიბარი მნათე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, რომელსაც ადგილობრივი საზოგადოება უფრთხის.

რეჟისორების, კირკ უაიზის და გერი ტრუსდეილის მიერ, დონ ჰენის პროდიუსერობით გადაღებულ ამ ფილმს ახმოვანებენ ტომ ჰალსი, დემი მური, ტონი ჯეი, კევინ კლაინი, პოლ კენდელი, ჯეისონ ალექსანდრი, ჩარლზ კიმბროუ, დევიდ ოგდენ სტირსი და მერი უაიქსი (რომლისთვისაც ვიქტორის, ჰუგოს და ლავერნის განსახიერება უკანასკნელი აღმოჩნდა). შექმნილი დისნეის რენესანსის პერიოდში, ეს არის განწყობით დისნეის ერთ-ერთი ბნელი ნაშრომი - ბავშვების მოკვლის, ვნებების, გენოციდის და ცოდვის თემებით - მიუხედავად იმისა, რომ MPAA-ს მოთხოვნით, ორიგინალური სცენარი შეიცვალა, რათა ფილმს კინოთეატრებში G-რეიტინგი მიეღო. მუსიკის ავტორია ალან მენკენი, ხოლო სიმღერების ტექსტების — მენკენი და სტივენ შვარცი (რომლებმაც ასე უკვე ითანამშრომლეს ფილმის „პოკაჰონტასი“ წარმოებისას).

კუზიანი ნოტრ-დამიდან გამოვიდა 1996 წლის 21 ივნისს. მას კრიტიკოსთა აღიარება ხვდა წილად და კომერციული წარმატებაც, მსოფლიო მასშტაბით 325 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. იგი 1996 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმებში რიგით მეხუთე იყო. ფილმმა მიიღო ოსკარი და ოქროს გლობუსი საუკეთესო მუსიკის კატეგორიებში. მისი უფრო მკაცრი, სასცენო ვერსია, შეიქმნა ჯეიმზ ლაპაინის მიერ და დაიდგა Walt Disney Theatrical-ის ხელშეწყობით. სპექტაკლი გადიოდა ბერლინში, 1999—2002 წლებში. პირდაპირ ვიდეოზე 1996 წელს გამოიცა მისი გაგრძელება, „კუზიანი ნოტრ-დამიდან II“

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stewart, Jocelyn (February 10, 2008). „Artist created many famous film posters“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: February 10, 2008.
  2. 2.0 2.1 The Hunchback of Notre Dame. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2012-01-05.