გამანადგურებელი რალფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გამანადგურებელი რალფი
რეჟისორი რიჩ მური
პროდიუსერი კლარკ სპენსერი
ისტორია რიჩ მური
ფილ ჯონსტონი
ჯიმ რერდონი
როლებში ჯონ კრისტოფერ რაილი
სარა სილვერმენი
ჯეკ მაკბრეიერი
ჯეინ ლინჩი
მუსიკა ჰენრი ჯეკმენი
მონტაჟი ტიმ მერტენსი
სტუდია Walt Disney Pictures
Walt Disney Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
პრემიერა
  • ოქტომბერი 29, 2012 (2012-10-29) (El Capitan Theatre)
  • ნოემბერი 2, 2012 (2012-11-02) (აშშ)
ხანგრძლივობა 101 წთ.[1]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 165 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 471.2 მილიონი[2]

გამანადგურებელი რალფი (ინგლ. Wreck-It Ralph) — 2012 წლის ამერიკული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.[3] იგი გადაიღო სტუდია Walt Disney Animation Studios-მა, ხოლო დისტრიბუტორია Walt Disney Pictures.[4] ეს არის უოლტ დისნეის ანიმაციური რიგით 52-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი წარმოადგენს მიძღვნას ვიდეო თამაშების 30-ზე მეტი ხნის ინდუსტრიის პერიოდისადმი. სიუჟეტის მიხედვით, თამაშების ბოროტი პერსონაჟი რალფი გადაწყვიტავს გმირად ქცევას. იგი მოგზაურობს სხვადასხვა თამაშში და უნდა გადაარჩინოს თამაშების სამყარო.

„რალფის“ რეჟისორია რიჩ მური („სიმფსონები“, „ფუტურამა“), ხოლო სცენარის ავტორები — ჯენიფერ ლი და ფილ ჯონსტონი. სცენარი ეფუძნება მურის, ჯონსტონისა და ჯიმ რერდონის ისტორიას. ჯონ ლასეტერი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია. როლებს ახმოვანებენ ჯონ კ. რაილი, სარა სილვერმენი, ჯეკ მაკ-ბრეიერი და ჯეინ ლინჩი.

ფილმის პრემიერა გაიმართა El Capitan Theatre-ში, 2012 წლის 29 ოქტომბერს[5]. ძირითად კინოგაქირავებაში იგი 2 ნოემბერს გამოვიდა. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 471 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი შეაგროვა (აქედან 189 მილიონი — აშშ-სა და კანადაში). კრიტიკოსთა კეთილგანწყობილი შეფასებების გარდა, მას წილად ხვდა კომერციული წარმატება, „ენის“ ჯილდოს სახით, ისევე, როგორც ოსკარის და ოქროს გლობუსის ნომინაციები - საუკეთესო ანიმაციურ სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში.[6][7][8] Blu-ray და DVD ფორმატებში ფილმი 2013 წლის მარტში გამოვიდა.

ფილმის გაგრძელება, „რალფი ტეხავს ინტერნეტს: გამანადგურებელი რალფი 2“, გამოვა 2018 წლის 21 ნოემბერს.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Walt Disney Studios. “Golden Globe Nominated for Best Animated Feature Film“, January 3, 2013. წაკითხვის თარიღი: March 3, 2013. 
  2. 2.0 2.1 Wreck-It Ralph (2012). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: Apr 19, 2013.
  3. Buchanan, Jason. Wreck-It Ralph. Allmovie.com. წაკითხვის თარიღი: November 19, 2012.
  4. Walt Disney Animation Studios via ComingSoon.net (June 13, 2011). „Disney Announces CG Comedy Adventure Wreck-It Ralph“. პრეს-რელიზი. დაარქივებულია ორიგინალიდან December 29, 2012-ში. http://www.webcitation.org/6DHCXSMEE. წაკითხვის თარიღი: June 13, 2011.
  5. Derschowitz, Jessica. “'Wreck-It Ralph' Premiere Brings Out Stars“, CBS News, Oct 30, 2012. წაკითხვის თარიღი: Nov 12, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან - December 29, 2012. 
  6. King, Susan. “40th Annie Award nominees and winners list“, Feb 2, 2013. წაკითხვის თარიღი: Feb 3, 2013. 
  7. Globe, Golden. “Golden Globes 2013: full list of nominations“, Dec 13, 2012. წაკითხვის თარიღი: Jan 3, 2013. 
  8. '2013 Oscar Nominees. Academy of Motion Picture Arts and Sciences (Jan 10, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - January 10, 2013. წაკითხვის თარიღი: Feb 3, 2013.
  9. Khatchatourian, Maane. (April 25, 2017) Disney Dates ‘Lion King,’ ‘Frozen 2,’ Pushes Fifth ‘Indiana Jones’ Film to 2020. Variety. წაკითხვის თარიღი: April 25, 2017.