სამი კაბალერო
„სამი კაბალერო“ | |
---|---|
რეჟისორი |
|
პროდიუსერი | უოლტ დისნეი |
ისტორია |
|
როლებში |
|
მუსიკა | |
სტუდია | Walt Disney Productions |
დისტრიბუტორი | RKO Radio Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 72 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა |
|
სამი კაბალერო (ინგლ. The Three Caballeros) — 1944 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი გამოუშვა Walt Disney Productions-მა, RKO Radio Pictures-ის დისტრიბუციით. ფილმის პრემიერა 1944 წლის 21 დეკემბერს, მეხიკოში გაიმართა, აშშ-ში — შემდეგი წლის 3 თებერვალს, ხოლო ბრიტანეთში — მარტში. ამ, რიგით მეშვიდე დისნეის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების სერიაში, ისევე, როგორც ფილმში „სალამი, მეგობრებო“, მოქმედება კვლავ ლათინურ ამერიკაში მიმდინარეობს. მასში შერწყმულია მსახიობების და ანიმაციური პერსონაჟების მოქმედება. „სამი კაბალერო“ მეორეა დისნეის მიერ 1940-იანებში გადაღებულ ფილმებში, რომლებიც ნოველებისგან შედგება.
ფილმი შედგება სხვადასხვა ეპიზოდისგან, რომლებშიც დონალდ დაკი ხსნის საჩუქრებს მეგობრებისგან ლათინური ამერიკიდან. მასში მონაწილეობს იმ პერიოდის რამდენიმე ვარსკვლავი, მომღერლები აურორა მირანდა (კარმენ მირანდა და) და დორა ლუსი, ისევე, როგორც კარმენ მოლინა.
ფილმი კეთილი ნების გზავნილს ატარებს. დონალდის გარდა, მასში ჩნდება ხოსე კარიოკაც (ბრაზილია), მოგვიანებით კი — პანჩიტო პისტოლესი (მექსიკა).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- „სამი კაბალერო“ — ამერიკის კინოინსტიტუტის ფილმების კატალოგი
- „სამი კაბალერო“ — Allmovie-ზე
- „სამი კაბალერო“ — ანიმაციური ფილმების მონაცემთა დიდ ბაზაში
- „სამი კაბალერო“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „სამი კაბალერო“ — Rotten Tomatoes
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Three Caballeros: Detail View. American Film Institute. ციტირების თარიღი: April 27, 2014.