კონკია (1950 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონკია
რეჟისორი
პროდიუსერი უოლტ დისნეი
ეფუძნება კონკია
- შარლ პერო
მთხრობელი ბეტი ლუ გერსონი
როლებში
კომპოზიტორი ოლივერ უოლესი
პოლ ჯ. სმითი
მონტაჟი დონალდ ჰელიდეი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი RKO Radio Pictures
პრემიერა
  • თებერვალი 15, 1950 (1950-02-15) (ბოსტონი)[1]
  • მარტი 4, 1950 (1950-03-04) (აშშ)[1]
ხანგრძლივობა 75 წთ.[2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 2.9 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 263.6 მილიონი აშშ დოლარი[3]

კონკია (ინგლ. Cinderella) — უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების მეთორმეტე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, გამოსული 1950 წელს. მისი დისტრიბუტორი იყო RKO Radio Pictures. ფილმი ეფუძნება შარლ პეროს ამავე სახელწოდების ზღაპარს, თუმცა, ცნობილი სიუჟეტი ოდნავ განსხვავდება იმით, რომ ფილმში დიდი როლს თამაშობს დამატებული გმირების, მხიარული თაგვების ფაქტორი.

ფილმის რეჟისორები არიან კლაიდ ჯერონიმი, ჰემილტონ ლასკი და უილფრედ ჯექსონი. სიმღერების ავტორები არიან მაკ დევიდი, ჯერი ლივინგსტონი და ელ ჰოფმანი. ფილმში ჟღერს სიმღერები „Cinderella“, „A Dream is a Wish Your Heart Makes“, „Sing Sweet Nightingale“, „The Work Song“, „Bibbidi-Bobbidi-Boo“ და „So This is Love“. პერსონაჟებს ახმოვანებენ აილინ ვუდსი, ელეონორ ოდლი, ვერნა ფელტონი, როდა უილიამსი, ჯიმი მაკდონალდი, ლუის ვან რუტენი, დონ ბერკლი, მაიკ დაგლასი და ლუსილ ბლისი.

ფილმის წარმოების პერიოდში Walt Disney Productions საგრძნობლად დაზარალებული იყო იმით, რომ მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ ახერხებდა ევროპაში საკუთარი ფილმების გატანას. ამის გამო კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა ფილმები „პინოქიო“, „ფანტაზია“ და „ბემბი“, თუმცა ყველა შედარებით წარმატებით გადიოდა მსოფლიოს ეკრანებზე, ხელახლა და ვიდეოზე გამოშვების შემდეგ. მაგრამ, „კონკიას“ შექმნისას სტუდიის ზარალი 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და იგი გაკოტრების პირას იდგა. უოლტ დისნეი და ანიმატორები ფილმის წარმოებას დაუბრუნდნენ 1948 წელს, მას შემდეგ, რაც დაასრულეს მთელი რიგი ანთოლოგიური, ეპიზოდებზე დაფუძნებული ფილმების შექმნა. შარლ პეროს ზღაპრის სრულმეტრაჟიან ფილმად ადაპტირება მოხდა შემდგომში დისნეის ცხრა მოხუცის მიერ, რომლებიც მუშაობდნენ ფილმის დამდგმელი მხატვრების სახით. ორწლიანი წარმოების შემდეგ, „კონკია“ 1950 წლის 15 თებერვალს გამოვიდა. იმ დროისთვის ფილმი იქცა „ფიფქიას“ შემდეგ კომერციულად ყველაზე დიდ წარმატებად და სტუდიის მომავალიც უკეთესობისკენ შეაბრუნა. ამერიკის კინოინსტიტუტის სიაში „ათი საუკეთესო ათეული“ იგი ერთ-ერთ ადგილს იკავებს. ფილმი ოსკარის სამ ჯილდოზე იყო ნომინირებული, მათ შორის — ორიგინალური სიმღერისთვის „Bibbidi-Bobbidi-Boo“. წლების შემდეგ მას მოჰყვა პირდაპირ ვიდეოზე გამოცემული ორი გაგრძელება - „კონკია II: ოცნებები ხდება“ და „კონკია III“, ისევე, როგორც მხატვრული ფილმი, გადაღებული კენეთ ბრანას მიერ[4].

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — მეკ დევიდი, ჯერი ლივინგსტონი, ელ ჰოფმანი.

# სახელწოდება შემსრულებელი ხანგრძლივობა
1. „Cinderella (Main Title)“ ჯად კონლონის გუნდი; მერნი ნიქსონი 2:52
2. „A Dream Is a Wish Your Heart Makes“ აილინ ვუდსი 4:34
3. „A Visitor/Caught in a Trap/Lucifer/Feed the Chickens/Breakfast is Served/Time on Our Hands“ ოლივერ უოლესი; პოლ ჯ. სმითი 2:11
4. „The King's Plan“ პოლ ჯ. სმითი; ოლივერ უოლესი 1:22
5. „The Music Lesson/Oh, Sing Sweet Nightingale/Bad Boy Lucifer/A Message from His Majesty“ როდა უილიამსი; აილინ ვუდსი; პოლ ჯ. სმითი; ოლივერ უოლესი 2:07
6. „Little Dressmakers/The Work Song/Scavenger Hunt/A Dream Is a Wish Your Heart Makes/The Dress/My Beads/Escape to the Garden“ ჯეიმზ მაკ-დონალდი; ოლივერ უოლესი; პოლ ჯ. სმითი 9:24
7. „Where Did I Put That Thing/Bibbidi-Bobbidi-Boo“ ვერნა ფელტონი; პოლ ჯ. სმითი; ოლივერ უოლესი 4:48
8. „Reception at the Palace/So This Is Love“ აილინ ვუდსი; პოლ ჯ. სმითი; მაიკ დაგლასი; ოლივერ უოლესი 5:45
9. „The Stroke of Midnight/Thank You Fairy Godmother“ ოლივერ უოლესი; პოლ ჯ. სმითი 2:05
10. „Locked in the Tower/Gus and Jaq to the Rescue/Slipper Fittings/Cinderella's Slipper/Finale“ ოლივერ უოლესი; პოლ ჯ. სმითი 7:42
11. „I'm In The Middle Of A Muddle“ (დემო ჩანაწერი)    

ყველა სიმღერის ავტორი — მეკ დევიდი, ჯერი ლივინგსტონი, ელ ჰოფმანი, გარდა #12-სა (ლარი მორი, ჩარლზ უოლკოტი) და #13-სა (ჯიმ ბრიკმენი, ჯეკ კეგელი, ჯეიმი ჯონსი).

ყველა სიმღერის ავტორი — მეკ დევიდი, ჯერი ლივინგსტონი, ელ ჰოფმანი.

ყველა სიმღერის ავტორი — მეკ დევიდი, ჯერი ლივინგსტონი, ელ ჰოფმანი.

გაგრძელებები და სხვა ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Cinderella: Detail View. American Film Institute. წაკითხვის თარიღი: May 13, 2014.
  2. CINDERELLA (U). British Board of Film Classification (March 9, 1950). წაკითხვის თარიღი: March 9, 2013.
  3. 3.0 3.1 Box Office Information for Cinderella.. The Numbers. წაკითხვის თარიღი: April 14, 2012.
  4. Disney Dates ‘Cinderella’ For March 2015“, 24 June 2013. წაკითხვის თარიღი: 25 June 2013. 
  5. Disney's Cinderella KIDS