ფრანკენუინი (2012 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფრანკენუინი“
რეჟისორი ტიმ ბარტონი
პროდიუსერი ტიმ ბარტონი
ელისონ ებეტი
სცენარის ავტორი ჯონ ოგასტი
ეფუძნება ფრანკენუინი
— ტიმ ბარტონი
როლებში ჩარლი ტეენი
ფრენკ უელკერი
ვაინონა რაიდერი
ქეთრინ ო'ჰარა
მარტინ შორტი
მარტინ ლანდაუ
რობერტ კეპრონი
ატიკუს შეფერი
კომპოზიტორი დენი ელფმანი
ოპერატორი პიტერ სორგი
მონტაჟი კრის ლებენზონი
მარკ სოლომონი
სტუდია Tim Burton Productions
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 20 სექტემბერი, 2012 (2012-09-20) (Fantastic Fest)
  • 5 ოქტომბერი, 2012 (2012-10-05) (აშშ)
ხანგრძლივობა 87 წთ.[1]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 39 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 66,874,948 აშშ დოლარი [3]

ფრანკენუინი (ინგლ. Frankenweenie) — 2012 წლის ფენტეზის ჟანრის თოჯინური 3D ფილმი, რომლის რეჟისორია ტიმ ბარტონი.[4] იგი არის ბარტონის ამავე სახელწოდების 1984 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ახალი ვერსია, რომელიც თავის მხრივ, ნაწილობრივ ეფუძნება მერი შელის წიგნზე დაფუძნებულ „ფრანკენშტეინს“.

ისევე, როგორც ორიგინალური ფილმები, „ფრანკენუინი“ შავ-თეთრ ფერებშია გადაღებული. ეს არის ბარტონის რიგით მეოთხე თოჯინური ფილმი და პირველი მათ შორის, რომელიც არ არის მიუზიკლი. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ბიჭუნა ვიქტორის ძაღლი სპარკი იღუპება, მაგრამ იგი იყენებს მეცნიერებას, რათა გააცოცხლოს საყვარელი ცხოველი.

„ფრანკენუინი“ არის პირველი შავ-თეთრი და თოჯინური ფილმი, რომელიც გამოვიდა IMAX 3D ფორმატში[5]. მისი დისტრიბუტორია Walt Disney Pictures. ფილმი 2012 წლის 5 ოქტომბერს გამოვიდა. მან დადებითი შეფასებები და შემქმნელებს საშუალო შემოსავალი მოუტანა. ფილმი ნომინირებული იქნა ოქროს გლობუსზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციის ფილმისათვის და BAFTA-ზე საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის, ისევე, როგორც ოსკარზე საუკეთესო ფილმისათვის ანიმაციასთან დაკავშირებულ ყველა კატეგორიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FRANKENWEENIE (PG). British Board of Film Classification (2012-08-15). ციტირების თარიღი: 2012-08-21.
  2. http://www.latimes.com/entertainment/envelope/cotown/la-et-ct-box-office-taken-2-frankenweenie-20121004,0,4303930.story
  3. Frankenweenie (2012). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 6 October 2012.
  4. Wheeler, Jeremy. Frankenweenie. Allmovie. ციტირების თარიღი: September 26, 2012.
  5. Goldberg, Matt (March 6, 2012). „Disney to Release Tim Burton’s FRANKENWEENIE in IMAX 3D“. Collider.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 7, 2012. ციტირების თარიღი: March 6, 2012.