დამბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დამბო
Dumbo-1941-poster.jpg
რეჟისორი მეთვალყურე:
ბენ შარპსტინი
სცენების რეჟისორები:
ნორმან ფერგიუსონი
უილფრედ ჯექსონი
ბილ რობერტსი
ჯეკ კინი
სემიუელ არმსტრონგი
პროდიუსერი უოლტ დისნეი
ეფუძნება დამბო
- ჰელენ ებერსონი
ჰაროლდ პერლი
ისტორია ოტო ინგლენდერი
ჯო გრანტი
დიკ ჰუმერი
მთხრობელი ჯონ მაკლაიში
როლებში ედვარდ ბროფი
ჰერმან ბინგი
მარგარეტ რაიტი
სტერლინგ ჰოლოუეი
ვერნა ფელტონი
კლიფ ედვარდსი
მუსიკა ფრენკ ჩერჩილი
ოლივერ უოლესი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი RKO Radio Pictures
პრემიერა
  • ოქტომბერი 23, 1941 (1941-10-23) (ნიუ-იორკი)[1]
  • ოქტომბერი 31, 1941 (1941-10-31) (U.S.)
ხანგრძლივობა 64 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 950 000 აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 1.6 მილიონი აშშ დოლარი[3]

დამბო (ინგლ. Dumbo) — Walt Disney Productions-ის 1941 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. მისი პროდიუსერია უოლტ დისნეი, ხოლო დისტრიბუტორი — RKO Radio Pictures. ფილმის სიუჟეტი ეფუძნება მწერალ ჰელენ ებერსონის და მხატვარ ჰაროლდ პერლის ამბავს, რომელიც შეიქმნა თამაშის პროტოტიპის სახით[4]. მთავარი პერსონაჟი ჯამბო უმცროსია, ნახევრად-ანთროპომორფული სპლიყვი, რომელსაც დაცინვით უწოდებენ „დამბოს“ (ინგლ. dumb, ქართ. სულელი). მას ძირითადად დასცინიან დიდი ყურების გამო, თუმცა სინამდვილეში მას შეუძლია ფრენა, თუკი მათ გამოიყენებს, როგორც ფრთებს. ფილმის განმავლობაში მის ერთგულ მეგობრად რჩება თაგვი ტიმოთი (პაროდირება იმ სტერეოტიპული ფაქტის, რომ თაგვები და სპილოები ერთმანეთის მსგავსები არიან).

„დამბო“ გამოვიდა 1941 წლის 23 ოქტომბერს. „ფანტაზიის“ წარუმატებლობის შემდეგ, დისნეის სტუდიებისთვის ეს იყო სიმარტივის და ბიუჯეტის ეკონომიის ნიმუში. 64 წუთიანი ეს ფილმი დისნეის სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოკლეა. მუსიკა ფილმისთვის ჩაიწერა სტანდარტული, RCA-ის სისტემით. ამასთან, ერთ-ერთი ხმის სინთეზირება მოხდა Sonovox-ის სისტემით.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Baby Mine (ბეტი ნოისი)
  • Casey Junior (The Sportsmen)
  • Look Out for Mr. Stork (The Sportsmen)
  • Song of the Roustabouts (The King's Men)
  • The Clown Song (იგივე We're gonna hit the big boss for a rise) (ბილი ფლეტჩერი, ედი ჰოლდენი და ბილი შიტსი)
  • Pink Elephants on Parade (The Sportsmen)
  • When I See an Elephant Fly (კლიფ ედვარდსი და ჰელ ჯონსონის გუნდი)
  • When I See an Elephant Fly (რეპრიზა)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dumbo: Detail View. American Film Institute. წაკითხვის თარიღი: April 14, 2014.
  2. Dumbo. Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: January 5, 2012.
  3. ბარიერი, 318
  4. Obituary: Helen Aberson Mayer. The Independent. April 12, 1999. Retrieved September 30, 2009.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დამბო&oldid=3285222“-დან