უოლტერ სკოტი
სერ უოლტერ სკოტი (ინგლ. Sir Walter Scott, 1st Baronet; დ. 15 აგვისტო, 1771, ედინბურგი, შოტლანდია — გ. 21 სექტემბერი, 1832, ებოსფორდის მამული, შოტლადია), — შოტლანდიელი პოეტი, დრამატურგი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, რომანისტი, მუსიკოლოგი, ბიოგრაფი, მწერალი, მოსამართლე, ადვოკატი და უამრავი ისტორიული ნაშრომის ავტორი.
გარკვეული თვალსაზრისით სკოტი პირველი ინგლისურენოვანი ავტორი იყო, რომელიც ნამდვილი საერთაშორისო წარმატებით სარგებლობდა საკუთარი სიცოცხლის პერიოდში, ჰყავდა რა მკითხველები ევროპაში, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი რომანები და პოემები დღემდე აქტუალურია და მისი ნაწარმოებების უმრავლეოსბა კლასიკად ითვლება, როგორც ინგლისურენოვან ლიტერატურაში, ისე შოტლანდიურ ლიტერატურაში. განთქმულ ნაწარმოებთა შორისაა „აივენჰო“, „რობ როი“, „ტბის ქალბატონი", „უევერლი“, „მიდლოტიანის გული" და „ლამერმულის პატარძალი".
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომავალი მწერალი ქალაქ ედინბურგში, 1771 წლის 15 აგვისტოს, შეძლებული შოტლანდიელი იურისტის, ჯონ უოლტერისა და ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ქალიშვილის, ენ რეზერფორის ოჯახში დაიბადა. მეცხრე შვილი გახლდათ 13-შვილიან ოჯახში, რომელმაც საბოლოოდ, მხოლოდ 6-ის გაზრდა მოახერხა, რადგან ბავშვები ადრეულ ასაკში იმ დროისთვის გავრცელებულ დაავადებას ემსხვრეპლნენ.
1773 წელს პოლიომიელიტით დასნეულების შედეგად, უოლტერი მარჯვენა ფეხით დაკოჭლდა. ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, გარშემო მყოფებს გამორჩეული გონიერებითა და ფენომენური მეხსიერებით აოცებდა. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად პაპასთან, გაღარიბებულ აზნაურთან გაგზავნეს მთებში, სადაც გაეცნო თავისი ხალხის ლეგენდებს, გადმოცემებს, ტრადიციებს, ხალხურ პოეზიას, რამაც დიდი როლი შეასრულა პატარა უოლტერის მსოფხედველობის ჩამოყალიბებაში. წერა-კითხვა შინაბერა მამიდამ ასწავლა. სწავლობდა ედინბურგის კოლეჯში, აქ სწავლისაც გატაცებული იყო ალპინიზმით, მალე ფიზიკურად მოღონიერდა და თანატოლებს შორის საუცხოო მთხრობელის სახელიც მოიხვეჭა. ბევრს კითხულობდა, გატაცებული იყო რომანებითა და პოეზიით, მეგობრებთან ერთად „პოეტური საზოგადოება“ ჩამოაყალიბა.
1792 წელს ედინბურგის უნივერსიტეტში გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ადვოკატის წოდება მიენიჭა და როგორც პრესტიჟული პროფესიის წარმომადგენელი, საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდა.საადვოკატო პრაქტიკის პირველი წლების განმავლობაში ბევრს მოგზაურობდა ქვეყანაში და შოტლანდიელი გმირების შესახებ შეთხზულ ხალხურ ლეგენდებსა და ბალადებს აგროვებდა.
ლიტერატურული მოღვაწეობა პოეზიით დაიწყო. ჯერ გერმანული პოეზიის ნიმუშებს თარგმნიდა, შემდგომ კი საკუთარი ნაწარმოებების შეთხზვას მიჰყო ხელი. ამავე დროს, შოტლანდიური ფოლკლორის ნიმუშების შეგროვებას განაგრძობდა და 1802 წელს გამოსცა „შოტლანდიური საზღვრის სიმღერების“ ორტომეული, რომელშიც საკუთარი, ორიგინალურ ბალადებსა და სამხრეთ შოტლანდიური ლეგენდების გადამუშავებულ ვარიანტებს მოუყარა თავი. ცოტა ხანში შეთხზა „მარმიონი“, რომელიც ლექსად დაწერილი პირველი რომანის ნიმუშად დარჩა მსოფლიო ლიტერატურაში.
პროზაული ნაწარმოებების წერას უოლტერ სკოტმა უკვე სახელმოხვეჭილი პოეტის რანგში მიჰყო ხელი. პირველი რომანი — „უევერლი, ანუ სამოცი წლის წინ“ 1814 წელს გამოვიდა. სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, მწერალი უდიდესი შრომისუნარიანობით გამოირჩეოდა და ჩვეულებრივ, წელიწადში ორ რომანს გამოსცემდა. საბოლოო ჯამში, ოცდაათწლიანი ლიტერატურული მოღვაწეობის განმავლობაში 28 რომანი, 9 პოემა, უამრავი ვრცელი მოთხრობა, სტატია და ისტორიული ნაშრომი შექმნა.
შემდგომ მთელ მსოფლიოში ცნობილი მისი ისტორიული რომანების წერა ორმოცდაორი წლის ასაკში დაიწყო და, საყოველთა აღიარებით, ისტორიული რომანის უნივერსალური სტრუქტურა შექმნა, რომელშიც ერთმანეთს ორგანულად ერწყმის წარსული სინამდვილე და ავტორის გამონაგონი. მისი შემოქმედების ამ, ყველაზე პოპულარულ, ნაწილს თემატურად ორ ჯგუფად ჰყოფენ: ე.წ. „შოტლანდიურ“ რომანებად (მათ შორისაა „რობ როი“) და ინგლისისა და საფრანგეთის წარსულის ამსახველ თხზულებებად (მათ შორისაა „აივენჰო“).
სკოტი 1797 წელს დაქორწინდა მარგარეტ შარლოტ შარპენიტერი წმინდა მარის ეკლესიაში. სკოტს ჰყავდა 4 შვილი :სოფია სკოტი(1799 - 1837, ცოლისგან ), უოლტერ სკოტი (1801-1847, ენ რუფოლდისგან), ანა სკოტი (1803-1833, ენ რუფოლდისგან), ჩარლზ სკოტი (1805-1847 ენ რუფოლდისგან).
1820-იან წლებში მწერალმა შექმნა ისტორიული და ისტორიულ-ლიტერატურული თემატიკის ნაშრომები: „ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრება“, „შოტლანდიის ისტორია“, „ლორდი ბაირონის სიკვდილი“.
1825 წელს ლონდონის ბირჟაზე უმწვავესი ე.წ. "ფინანსური პანიკა" ატყდა; სკოტის გამომცემელსა და სტამბის პატრონს მევალეებმა ვალის სასწრაფოდ ნაღდი ფულით დაბრუნება მოსთხოვეს. მათ ეს ვერ შეძლეს და თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს. ეს კრიზისი მწერალსაც შეეხო, მაგრამ მან არ იკადრა გადახდისგან თავის არიდება და ის 120 ათასი გირვანქა სტერლინგი (იმ დროს ეს იყო უზარმაზარი თანხა), რომლის თამასუქებზეც მისი ხელმოწერა იყო, კიდევ ერთხელ აღიარა ვალად (რეალურად მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი უნდა ყოფილიყო მისი გადასახდელი). არა ერთ ადამიანს სურდა მისი დახმარება,თუმცა თავად მან თქვა უარი დახმარების მიღებაზე და ვალების გასასტუმრებლად დაიწყო მძიმე და დამქანცველი ლიტერატურული შრომა, რამაც უარყოფითი გავლენა დაამჩნია მის ჯანმრთელობაზე. ამავე წელს დაწერა რომანი — „თილისმა“.
თავიდან თავის რომანებს ანონიმურად აქვეყნებდა.1827 წელს მან პირველად მოაწერა ნამდვილი სახელი თავის წიგნს. ანუ ბოლო ექვს ან შვიდ რომანამდე ბრიტანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არაფერი იცოდა თავისი კერპის შესახებ.
სიცოცხლის ბოლოს, ვალების საბოლოო გასასტუმრებლად დაწერა წიგნი — „დემონიზაციისა და ჯადოქრობის შესახებ". ამ წიგნმა მას ვალის საბოლოოდ გაუსტუმრა მაგრამ ბოლოც მოუღო: 1830 წელს უოლტერ სკოტმა პირველი ინსულტი გადაიტანა და შედეგად, მარჯვენა ხელი წაართვა. შემდგომი წლის განმავლობაში კიდევ ორჯერ გახდა ინსულტის მსხვერპლი, ხოლო 1832 წელს ინფაქტით გარდაიცვალა ებორფორდის მამულში.
ებორფორდის მამულში, რომელიც უოლტერ სკოტს ეკუთვნოდა, ამჟამად გამოჩენილი მწელის მუზეუმია.1971 წელს მისი გარდაცვალების წლისთავზე ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ გამოუშვა მარკა, რომელზეც აღბეჭდილი იქნა გენიალური შოტლანდიელი მწერალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Duncan, Ian. Scott's Shadow: The Novel in Romantic Edinburgh. Princeton UP, 2007. ISBN 978-0-691-04383-8.
- Kelly, Stuart. Scott-Land: The Man Who Invented a Nation. Polygon, 2010. ISBN 978-1-84697-107-5
- Lincoln, Andrew. Walter Scott And Modernity. Edinburgh UP, 2007
- „ჩემი რჩეული მსოფლიო“, „აივენჰო“, 1გვ-2გვ, გამომცემლობა პალიტრა L, 2017 წელი, თბილისი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Walter Scott
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 6.0 6.1 Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 8.0 8.1 IMSLP — 2006.
- ↑ 9.0 9.1 Babelio — 2007.
- ↑ 10.0 10.1 Discogs — 2000.
- ↑ 11.0 11.1 NooSFere — 1999.
- ↑ 12.0 12.1 BD Gest'
- ↑ 13.0 13.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 14.0 14.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 15.0 15.1 Wainwright C. Scott, Sir Walter // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T077153
- ↑ 16.0 16.1 GeneaStar
- ↑ 17.0 17.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 19.0 19.1 19.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Скотт Вальтер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 21.0 21.1 http://web.archive.org/web/20170323043917/http://jeugdliteratuur.org/auteurs/sir-walter-scott
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ http://link.springer.com/content/pdf/10.1007/BF00390694.pdf
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 Czech National Authority Database
- ↑ poets.org
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118612409 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Kindred Britain
- ↑ 29.0 29.1 29.2 Lundy D. R. The Peerage
|
- დაბადებული 15 აგვისტო
- დაბადებული 1771
- გარდაცვლილი 21 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1832
- ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრები
- შოტლანდიელი მწერლები
- შოტლანდიელი პოეტები
- უოლტერ სკოტი
- XVIII საუკუნის შოტლანდიელი პოეტები
- XIX საუკუნის ბიოგრაფები
- XIX საუკუნის შოტლანდიელი რომანისტები
- XIX საუკუნის შოტლანდიელი იურისტები
- XIX საუკუნის შოტლანდიელი პოეტები
- ედინბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ედინბურგელი მწერლები
- რომანტიკოსი პოეტები
- შოტლანდიელი ბიოგრაფები
- შოტლანდიელი ფოლკლორისტები
- შოტლანდიელი ისტორიული რომანისტები
- შოტლანდიელი ლიტერატურის კრიტიკოსები
- შოტლანდიელი მთარგმნელები
- XIX საუკუნის შოტლანდიელი ისტორიკოსები